№ა-4955-შ-126-2017 20 დეკემბერი, 2017 წელი, ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. რ. მ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელგიის ოიპენის საოჯახო საქმეთა განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების (საქმის ნომერი ---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელგიის ოიპენის საოჯახო საქმეთა განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი ---) შეწყვეტილად გამოცხადდა 2009 წლის 15 იანვარს ქალაქ აახენის (გერმანია) მმაჩის ბიუროში ს. რ. მ. ი-სა (შემდეგში: პირველი განმცხადებელი, დაბადებული 19--- წლის --- იანვარს, მორეზნეტში, ბელგიელი) და გ. ი-ს (შემდეგში: მეორე განმცხადებელი, დაბადებული 19--- წლის --- ივლისს, რუსთავში, ქართველი) შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2. მეორე განმცხადებელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მასა და მოპასუხეს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ ბელგიის ოიპენის საოჯახო საქმეთა განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი ---) შეწყვეტილად გამოცხადდა 2009 წლის 15 იანვარს ქალაქ აახენის (გერმანია) მმაჩის ბიუროში პირველ განმცხადებელსა (დაბადებული 19--- წლის --- იანვარს, მორეზნეტში, ბელგიელი) და მეორე განმცხადებელს (დაბადებული 19--- წლის --- ივლისს, რუსთავში, ქართველი) შორის რეგისტრირებული ქორწინება.
5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 15 აგვისტოდან, ამასთან, ქორწინების შეწყვეტის მიზნით სასამართლოსათვის წარდგენილ განცხადებას ხელს ორივე მხარე აწერს, რაც სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე პირველი განმცხადებლის ინფორმირების ფაქტს თავისთავად ასაბუთებს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელგიის ოიპენის საოჯახო საქმეთა განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება (საქმის ნომერი ---) იმ ნაწილში, რომლითაც შეწყვეტილად გამოცხადდა 2009 წლის 15 იანვარს ქალაქ აახენის (გერმანია) მმაჩის ბიუროში ს. რ. მ. ი-სა (დაბადებული 19--- წლის --- იანვარს, მორეზნეტში, ბელგიელი) და გ. ი-ს (დაბადებული 19--- წლის --- ივლისს, რუსთავში, ქართველი) შორის რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე