Facebook Twitter

საქმე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 6812787,1 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სს „თ-მა“ (შემდეგში: ბანკი ან გარანტი ან კრედიტორი ან მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ-ის (შემდეგში: პრინციპალი ან მოვალე ან მოპასუხე ან კასატორი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მხარეთა შორის 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული №… საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: კრედიტის სახით მიღებული თანხა –2504203 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 243696 ლარი; პირგასამტეხლო – 129977,6 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელე სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან – 1299776 ლარიდან 1169798,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს „თ--ს” უარი ეთქვა 2012 წლის 7 აგვისტოს №1893135-2171132 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე. 2012 წლის 6 აგვისტოს №1893135-2171127 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 68 153 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 6 740,66 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 20222 ლარიდან 13 481,34 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 2 228,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 22284 ლარიდან 20055,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №1893135-2204677 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 355 599 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 20277,34 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 61132 ლარიდან 40754,66 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 10 223 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 102 239 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 14 სექტემბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1 707 790 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 118 188 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 354 564 ლარიდან 236 376 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 68 352,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 683521 ლარიდან 615 168,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 სექტემბრის №1893135-2189835 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 550000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 38289 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 114867 ლარიდან 76578 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 22041,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 220411 ლარიდან 198369,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 24 აგვისტოს №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 159000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 11151,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 33455 ლარიდან 22303,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 6477 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 64770 ლარიდან 58293 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 20 აპრილის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 108389 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 7602 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხიდან - 22806 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; პირგასამტეხლო თანხით 4415,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 44154 ლარიდან 39738,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 778 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 29,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 295 ლარიდან 265,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 230 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 8,7 (რვა მთელი შვიდი მეათედი) ლარი. შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 87 ლარიდან 78,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 2840 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 107,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1075 ლარიდან 967,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 ივლისის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1018 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 38,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 386 ლარიდან 347,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 844 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 13,2 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 132 ლარიდან 118,8 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 28987 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 666,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 6667 ლარიდან 6000,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №1893135-2204741 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის”კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 44986 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1034,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10347 ლარიდან 9312,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ისკრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 63457 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1240,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 12404 ლარიდან 11163,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 34427 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 819,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 8193 ლარიდან 7373,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №1893135-2247569 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 53427 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1271,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 12715 ლარიდან 11443,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 740 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 12,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 124 ლარიდან 111,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 543 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 12,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 128 ლარიდან 115,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 2 სექტემბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 2933 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 9 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 90 ლარიდან 81 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 14 სექტემბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 8457 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 336,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 3361 ლარიდან 3024,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 18 სექტემბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1263 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 15,2 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 152 ლარიდან 136,8 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 13 აგვისტოს №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 3370 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 119,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1196 ლარიდან 1076,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 6 სექტემბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 5293 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 212,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 2125 ლარიდან 1912,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 12 სექტემბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 3016 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 120,6 (ასოცი მთელი ექვსი მეათედი) ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1206 ლარიდან 1085,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 21 დეკემბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 892972 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 55632 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 1055,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10553 ლარიდან 9497,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 584905,35 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 12284 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 123,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1238 ლარიდან 1114,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1128681,38 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 10249 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 104,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 1048 ლარიდან 943,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 11 ოქტომბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 710789 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 44359 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 863,3 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 8633 ლარიდან 7769,7 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 579741 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 5083 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 47,4 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 474 ლარიდან 426,6 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 3 ოქტომბრის №… საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 899703 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 7888 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 73,5 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 735 ლარიდან 661,5 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 31 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით 1419 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 289,1 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 2891 ლარიდან 2601,9 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 15 აგვისტოს №….საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1229707 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 11997 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 301,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 3016 ლარიდან 2714,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 15 აგვისტოს №. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 478570 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 3273 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 47,8 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 478 ლარიდან 430,2 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 15 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ--ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 8561 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 58 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 3,6 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 36 ლარიდან 32,4 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2013 წლის 27 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის” კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 17123 ლარი; გასაცემ საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული სარგებლის (წლიური 5%) სახით 160 ლარი;პირგასამტეხლო თანხით 1,7 ლარი, შესაბამისად, სს „თ--ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 17 ლარიდან 15,3 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს „თ-ის” დაკმაყოფილებული მოთხოვნა თანხით 13 091 537,13 ლარი, მოვალე შ-ის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გათვალისწინებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს ,,თ- -ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების პირველი (1.2, 1.3, 1.5, 1.6, 1.7, 1.8. ქვეპუნქტები გასაჩივრებულ ნაწილში) და მეორე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2012 წლის 7 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 740 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 108 719 ლარი; პირგასამტეხლო - 21 137 ლარი, შესაბამისად, სს „თ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხიდან - 211370 ლარიდან 190 233 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. 2012 წლის 6 აგვისტოს №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 68 153 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 20 222 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 2 228,4 ლარი. 2012 წლის 14 სექტემბრის №.. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ისკრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 1707790 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 354 564 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 68 352,1 ლარი. 2012 წლის 11 სექტემბრის №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 550 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 114 867 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 22 041,1 ლარი. 2012 წლის 24 აგვისტოს №... საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ--ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 159 000 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 33 455 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 6 477 ლარი. 2012 წლის 20 აპრილის №1893135-2111079 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალე შ-ის კრედიტორ სს „თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი თანხის გადახდა: გამოთხოვილი (განაღდებული) საგარანტიო თანხის სახით 108 389 ლარი; საპროცენტო სარგებელი თანხით 22 806 ლარი; პირგასამტეხლო თანხით 4 415,4 ლარი. სს „თ--ის” დაკმაყოფილებული მოთხოვნა თანხით 9 954 341 ლარი, მოვალე შ--ის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გათვალისწინებული იქნას კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6. უდავოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებულია სარჩელში მითითებული ყველა ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დავა განპირობებულია აღნიშნულ ხელშეკრულებათა არსებობის გამო წარმოქმნილი საკრედიტო და საბანკო გარანტიის ურთიერთობათა ფარგლებში შეუთანხმებლობით.

7. უდავოდ მიიჩნია, სარჩელით მოთხოვნილი თანხების (ძირითადი ვალდებულება, საპროცენტო სარგებელი და ან პირგასამტეხლო) ოდენობა დაანგარიშების კუთხით, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროცენტულ მაჩვენებელთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ აღიარა ბანკთან 2013 წლის 15 აპრილს გაფორმებული #1893135-2323481 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტორის სასარგებლოდ კრედიტის სახით მიღებული თანხის - 2504203 (ორი მილიონ ხუთასოთხი ათას ორასსამი) ლარის და საპროცენტო სარგებლის სახით დარიცხული თანხის - 243696 (ორასორმოცდასამიათას ექვსასოთხმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდის ვალდებულება. ამ ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებლის განაკვეთი შეადგენს წლიურ 16%-ს, ხოლო პირგასამტეხლო განსაზღვრულია გადაუხდელი დავალიანების 0,2%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც მთელი წლის მანძილზე გვაძლევს ვადამოსული დავალიანების გადაუხდელი ნაწილის 73%-ს (0,2% X 365 დღეზე = 73%-ს). ამ საპროცენტო განაკვეთის პირობებში დათვლილი პირგასამტეხლო შეადგენს 1299776 (მილიონ ორასოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდასსამოცდათექვსმეტი) ლარს.

9. უდავოა, რომ გარანტს და პრინციპალს შორის გაფორმდა ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მქონე საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები და მათ საფუძველზე გ.-ულ ურთიერთობათა ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის მოქმედებები:

10. 2013 წლის 27 სექტემბრის #1893135-2421514 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 17123 (ჩვიდმეტი ათას ასოცდასამი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ”ტ. გ. ფ.”. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების CPV-.. შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ”ს-ს” სატენდერო წინადადების შესაბამისად მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამავე ხელშეკრულების დანართით დადგინდა, რომ „გარანტია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მოხდება სსიპ „ტი გ.-ის ფ-ის“ მიერ 2013 წლის 26 სექტემბერს წარმოდგენილ #07-02/57 წერილში აღნიშნული მოთხოვნების გაუქმება“ (პუნქტი 1.1.1.1). გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ის 2013 წლის 31 დეკემბერს და 2014 წლის პირველ აპრილს ბანკსა და შპს ”ს-ს” შორის გაფორმებული შეთანხმებებით #1893135-2421514 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გაგრძელდა ორჯერ და საბოლოოდ ამ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა დრო 2015 წლის პირველ იანვრამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომაურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების 1.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისათვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). 3.3.1. პუნქტის შესაბამისად, კლიენტი (პრინციპალი) თანახმაა ბანკმა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე ბენეფიციარს უპირობოდ აუნაზღაუროს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო რაც შეეხება 3.3.2. პუნქტს, მის შესაბამისად ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი დოკუმენტების (ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოუდგენლობა არ წარმოადგენს ბანკის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. საბოლოოდ სს ”თ---მა” გარანტიის ვადის ცვლილებების გათვალისწინებით 2014 წლის პირველი აპრილისათვის გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის სსიპ „ტი გ.-ის ფ-ის” წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა: „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 17 123 ლარის ოდენობით და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე. წინამდებარე გარანტია ძალაშია 2015 წლის 1 იანვრამდე“. ბენეფიციარის სსიპ „ტი გ.-ის ფ-ის” 2014 წლის 27 აგვისტოს №07 02/153 წერილის საფუძველზე #1893135-2421514 საბანკო გარანტიის ფარგლებში სსიპ „ტი გ.-ის ფ-ს” ბანკმა გადაუხადა 17123 (ჩვიდმეტი ათას ასოცდასამი) ლარი.

11. 2012 წლის 15 აგვისტოს #1893135-2176102 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 8561 (რვაათას ხუთასსამოცდაერთი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ გ-ის გ.-ის ფ-ი (დღეისათვის სსიპ ”ტ.იების გ.-ის ფ-ის” სახელით ცნობილი იურიდიული პირი). ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების CPV-45232151 შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ”ს-ს” სატენდერო წინადადების შესაბამისად მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამავე ხელშეკრულების გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ის გაგრძელდა 2014 წლის პირველ აპრილამდე, ხოლო შემდეგ 2015 წლის პირველ იანვრამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების 1.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისათვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). საბოლოოდ სს ”თ--მა” გარანტიის ვადის ცვლილებების გათვალისწინებით 2014 წლის პირველი აპრილისათვის გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის სსიპ „ტი გ.-ის ფ-ის” წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 8561 ლარის ოდენობით და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე. წინამდებარე გარანტია ძალაშია 2015 წლის 1 იანვრამდე“. ბენეფიციარის სსიპ „ტი გ.-ის ფ-ის” 2014 წლის 27 აგვისტოს №07 02/153 წერილის საფუძველზე #1893135-2176102 საბანკო გარანტიის ფარგლებში სსიპ „ტი გ.-ის ფ-ს” ბანკმა გადაუხადა 8561 (რვაათას ხუთასსამოცდაერთი) ლარი.

12. 2012 წლის 31 აგვისტოს #1893135-2183549 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 175620 (ასსამოცდათხუთმეტი ათას ექვსასოცი) ლარი. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2012 წლის 31 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (ე.ტ. №115-12) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”ს-ს” წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის კმ 24+440 - კემ 29+365 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV45233142) განხორციელებას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად სესხად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო -ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). სს ”თ---მა” 2012 წლის 31 აგვისტოს გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 175620 ლარის ოდენობით და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნის შემდეგ. წინამდებარე გარანტია ძალაშია: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე; ბ) 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით; იმის მიხედვით რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე.” ჯერ 2012 წლის 29 ნოემბერს, ხოლო შემდეგ 2013 წლის 4 ივლისს საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შპს ”ს-ს” შორის შედგა წერილობითი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №115-12 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა - 2012 წლის 1 დეკემბერი ჯერ შიცვალა 2013 წლის 30 ივნისით, ხოლო შემდეგ 2013 წლის 15 აგვისტოთი. ცვლილება განიცადა #1893135-2183549 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადამაც და ის ამჯერად განისაზღვრა 2013 წლის 31 ივლისამდე. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის 29 ივლისის №07-01-03/4157 წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 12 368,4 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: 2012 წლის 31 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №115-12 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოება მიმწოდებელმა (შპს ”ს-მ) დაიწყო 2012 წლის 31 აგვისტოს და მას აღნიშნული სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2012 წლის 1 დეკემბერს. დეპარტამენტის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და სამუშაოების ვადის ორჯერ გაგრძელების მიუხედავად შპს ”ს-მ” დაარღვია ხელშეკრულების 5.1. მუხლის ”ბ” პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ხელშეკრულების მე-7 მუხლი 7.1. პუნქტის საფუძველზე 2013 წლის 12 ივლისის №07-01-03/3785 წერილით და განმეორებით 2013 წლის 19 ივლისის №07-01-03/3979 წერილით, ორჯერ დაერიცხა პირგასამტეხლო 6184,2 ლარის ოდენობით, რომელთა გადასახდელადაც მიეცა ვადა, პირველისათვის 2013 წლის 26 ივლისამდე და მეორე პირგასამტეხლოსათვის 2013 წლის 30 ივლისამდე. თუმცა, ხსენებული პირგასამტეხლოების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ. ამ წერილის საფუძველზე #1893135-2183549 საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა გადაუხადა 12 368,4 (თორმეტი ათას სამასსამოცდარვა მთელი ოთხი მეათედი) ლარი.

13. 2012 წლის 6 აგვისტოს #1893135-2171127 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 508576 (ხუთასრვაათას ხუთასსმოცდათექვსმეტი) ლარი. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2012 წლის 6 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (ე.ტ. №105-12) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”ს-ის” მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 88+235 - კმ. 99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). სს ”თ---მა” 2012 წლის 6 აგვისტოს გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 578576 ლარი და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნის შემდეგ. წინამდებარე გარანტია ძალაშია: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე; ბ) 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით; იმის მიხედვით რომელი გარემოება დადგება უფრო ადრე.” საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის 6 აგვისტოს №07-01-03/4494 წერილით ბანკისგან მოითხოვა საგარანტიო თანხიდან 68 152,9 ლარის გადახდა. ამ წერილში აღნიშნულია შემდეგი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 19 ივლისის №07-01-03/3979 წერილით შპს ”ს-ის” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 68 152,9 ლარის გადახდა, რისთვისაც განესაზღვრა 14 საბანკო დღე. აღნიშნული წერილი მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 26 ივლისს. მიუხედავად აღნიშნულისა დეპარტამენტში დღემდე არ წარმოუდგენიათ ხსენებული პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, იძულებული ვართ ავამოქმედოთ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი №1893135-2171127 საბანკო გარანტია.” ამ ფაქტობრივ ვითარებაზე დაყრდნობით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით №1893135-2171127 საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან - 508576 ლარიდან ბანკმა მოითხოვა 68 152,9 ლარის გადახდა. ამ წერილის საფუძველზე №1893135-2171127 საბანკო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარს - საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პრინციპალისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში ბანკმა 2013 წლის 5 სექტემბერს გადაუხადა 68 152,9 (სამოცდარვა ათას ასორმოცდათორმეტი მთელი ცხრა მეათედი) ლარი.

14. 2012 წლის 11 ოქტომბერს #1893135-2204677 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 355599 (სამასორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2012 წლის 11 ოქტომბერს დადებული №IDA/RDPII/CW/NCB/01-2012 კონტრაქტით საქართველოს მ.ი ფ-ის გ.-ის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”ს-ს” მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობებისა და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციის განხორციელებას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 მაისამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--მა” გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „კონტრაქტორის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ, სს ”თ-ი” ვიღებთ უპირობო ვალდებულებას, გადაგიხადოთ ნაბისმიერი თანხა ან თანხები, რომლის ოდენობა ჯამში არ აღემატება 355599 ლარს. გადახდა განხორციელდება თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს წერილობითი განცხადება, რომ კონტრაქტორმა დაარღვია თავისი ვალდებულებები კონტრაქტის ფარგლებში. თქვენ არ მოგეთხოვებათ თქვენი მოთხოვნის ან მასში მითითებული თანხის დამტკიცება ან დასაბუთება. გარანტიის მოქმედების ვადა იწურება არაუგვიანეს 2014 წლის 11 მაისასა და გადახდის შესახებ ნებისმიერი მოთხოვნა ჩვენ უნდა მივიღოთ ამ ოფისში აღნიშნული თარიღისათვის ან მასზე ადრე.” საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის 1528-გ-2 201308071304 წერილის საფუძველზე პრინციპალის მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ბანკს წარედგინა №1893135-2204677 საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხის გადახდის მოთხოვნა, რაც შეასრულა ბანკმა და ბენეფიციარს - საქართველოს მუნიციპლაური გ.-ის ფ-ს 2013 წლის 6 სექტემბერს გადაუხადა 355599 (სამასორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი.

15. საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომელიც დათარიღებულია 2013 წლის 28 დეკემბრით და მასზე სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან ერთად ხელს აწერენ აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა, ექვსი თანამდებობის პირი. ამ ცნობის თანახმად, გამოვლინდა, რომ ბენეფიციარის მიერ №1893135-2204677 საბანკო გარანტიის ფარგლებში გამოთხოვილი თანხიდან 29617,35 ლარი ზედმეტაა გამოთხოვილი.

16. 2012 წლის 11 სექტემბერს #1893135-2189835 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 550000 (ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2012 წლის 11 სექტემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით საქართველოს მ.ი ფომდის გ.-ის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”ს-ს” მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ქ. ფოთში 7 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საამშენებლო სამუშაოების წარმოებას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 11 ივლისამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ-მა” გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 550000 ლარი და ვკისრულობთ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე. წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 11 ივლისისა. მოთხოვნა გარანტიაზე გადახდის შესახებ ”ბენეფიციარის” მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ თარიღამდე.” საქართველოს მუნიციპლაური გ.-ის ფ-ის 2013 წლის 4 ივლისის №1215-გ-2 წერილის საფუძველზე პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკს წარედგინა №1893135-2189835 საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხის გადახდის მოთხოვნა, რაც შეასრულა ბანკმა და ბენეფიციარს - საქართველოს მუნიციპლაური გ.-ის ფ-ს 2013 წლის 8 ივლისს გადაუხადა 550000 (ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი.

17. 2012 წლის 24 აგვისტოს #1893135-2180594 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 159000 (ასორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა 2011 წლის 28 დეკემბერს დადებული №EIB/WIMP/W/ICB/08 კონტრაქტით საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის (ბენეფიციარის) წინაშე შპს ”ს-ს” მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 მარტამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--მა” გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის - საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - „კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ, სს ”თ-ი” წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 159000 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს წერილობით განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, თქვენი მოთხოვნის ან მასში მითითებული თანხის საფუძვლის ან დადასტურების საჭიროების გარეშე. წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება არაუგვიანეს 2013 წლის 15 მარტისა და ნებისმიერი მოთხოვნა წინამდებარე გარანტიის შესაბამისად გადახდასთან დაკავშირებით შეიძლება მიღებული იქნეს ჩვენს მიერ ოფისში, აღნიშნულ თარიღამდე და ამ დღეს.” ამ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადამ განიცადა ცვლილება და ის განისაზღვრა 2013 წლის 30 ივნისამდე. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 21 ივნისის №1060-გ წერილით (შ.ფ. 174) კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის საფუძვლით მოითხოვა საბანკო გარანტიის განაღდება, რაც შეასრულა ბანკმა და ბენეფიციარს - საქართველოს მუნიციპლაური გ.-ის ფ-ს 2013 წლის 4 ივლისს გადაუხადა 159000 (ასორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი.

18. 2012 წლის 7 აგვისტოს №1893135-2171132 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1000000 (ერთი მილიონი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტსა და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 6 აგვისტოს დადებული ე.ტ.№105-12 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი- ლასდილის საავტომობილო გზის კმ.88+235-კმ.99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ამ სამუშაოს მთლიანი ღირებულება დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე შეადგენს 8619929,66 ლარს. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 30 იანვრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო -ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ-მა” გასცა შემდეგი შინაარსის საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე - ”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ”ს-მ” (ს/ნ 220016113) (შემდგომში ”კონტრაქტორი”) 2012 წლის 6 აგვისტოს გააფორმა თქვენთან ხელშეკრულება ე.ტ.№105-12 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ.88+235-კმ.99 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ (შემდგომში ”კონტრაქტი”). ამასთანავე, ჩვენთვის გასაგებია, რომ კონტრაქტის პირობების შესაბამისად აუცილებელია საავანსო გადახდის გარანტიის არსებობა ქვემოთ მოცემულ თანხაზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ, სს ”თ-ი”, უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ თქვენ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც ჯამში არ აღემატება 1000000 (ერთი მილიონი) ლარს. თანხის გადახდა მოხდება ჩვენს მიერ თქვენგან პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ”კონტრაქტორმა” დაარღვია კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულება/ები. გარანტია ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ”კონტრაქტორის” ანგარიშზე სს ”თ-ში” სრულად ჩაირიცხება ”კონტრაქტით” გათვალისწინებული საავანსო თანხა, შესაბამისად მოცემული გარანტიის ფარგლებში ნებისმიერი პრეტენზიის ან გადახდის პირობას წარმოადგენს შემდეგი: კონტრაქტორს საავანსო თანხა აუცილებლად უნდა ჰქონდეს მიღებული მის ანგარიშზე სს ”თიბისი ბანკში, ანგარიშის №... 1000 01. მოცემული გარანტიის მაქსიმალური თანხა პროგრესულად უნდა შემცირდეს საავანსო თანხის იმ ნაწილით, რომელიც უკვე დაფარულია კონტრაქტორის მიერ, როგორც ეს ნიშნულია შუალედური ამონაწერების ასლებში ან გადახდის სერთიფიკატებში, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს ბანკში. გარანტიის მოქმედება სრულდება ყველაზე გვიან, ჩვენს მიერ შუალედური გადახდის სერთიფიკატის მიღების შემდეგ, რომელშიც მითითებული იქნება, რომ კონტრაქტის ღირებულების 80% (ოთხმოცი პროცენტის) გადახდა უკვე დადასტურებულია ან 2013 წლის 30 იანვრის ჩათვლით, ამ თარიღთაგან პირველის დადგომამდე. შესაბამისად, გადახდის ნებისმიერი მოთხოვნა მოცემული გარანტიის ფარგლებში მიღებული უნდა იქნას ჩვენს ოფისში ზემოხსენებული თარიღის ჩათვლით.” საქართველოს რეგიონალური გ.-ისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013 წლის 23 ივლისის №07-01-03/4038 წერილით მიმართა სს ”თ--ს” და მოითხოვა 740000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარი მიუთითებს შემდეგს: ”გაცნობებთ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული ე.ტ.№105-12 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტისა და კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე. ხელშეკრულების შესაბამისად ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მომწოდებელმა ორგანიზაციამ დაიწყო 2012 წლის 6 აგვისტოს, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 30 სექტემბერი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადებიდან გასულია ერთ წლამდე ვადა და მიუხედავად დეპარტამენტის და საზედამხედველო ორგანიზაციის გაფრთხილებებისა სამუშაოების დაწყებიდან დღეის მდგომარეობით სულ შესრულებულია 3356230,52 (სამიმილიონ სამასორმოცდათექვსმეტი ათას ორასოცდაათი მთელი ორმოცდათორმეტი მეასედი) ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით, რაც მთელი საკონტრაქტო ღირებულების 33%-ს შეადგენს... აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ვინაიდან სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტისა და თქვენს მიერ 2012 წლის 7 აგვისტოს გაცემული №1893135-2171132 ავანსის უზრუნველყოფის მიზნით გაცემული საბანკო გარანტიის ამოქმედების თაობაზე.” ბანკმა იმოქმედა ამ წერილის შესაბამისად და 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გადაუხადა 740000 (შვიდასორმოცი ათასი) ლარი.

19. 2012 წლის 24 სექტემბერს #1893135-2196532 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 2199999,8 (ორიმილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხაასოთხმოცდაცხრამეტი მთელი რვა მეათედი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 11 სექტემბერს დადებული №SB/IDP/ET/CW/150-2012 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ქალაქ ფოთში 10999999 (ათი მილიონ ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ღირებულების მქონე, 7 სახლიანი საცხოვრებელი უბნის სამშენებლო სამუშაოების წარმოება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 11 ივლისის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--მა” გასცა შემდეგი შინაარსის საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე - ”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ”ს-მ” (შემდგომში ”კონტრაქტორი”) გააფორმა თქვენთან კონტრაქტი №SB/IDP/ET/CW/150-2012 დათარიღებული 11.09.2012 წლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში ”კონტრაქტი”) შესრულებაზე. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ კონტრაქტის პირობების შესაბამისად წინასწარი (საავანსო) გადახდა 2199999,8 (ორიმილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხაასოთხმოცდაცხრამეტი მთელი რვა მეათედი) ლარის ოდენობით განხორციელდება საავანსო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ, სს ”თ-ი”, შეუქცევადად ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ თქვენ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 2199999,8 (ორიმილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხაასოთხმოცდაცხრამეტი მთელი რვა მეათედი) ლარს, თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე, სადაც მიუთითებთ, რომ კონტრაქტორმა დაარღვია კონტრაქტით მის მიერ აღებული ვალდებულება ან საავანსო გადახდის თანხები მან გამოიყენა სხვა მიზნებისათვის, გარდა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების სამობილიზაციო ხარჯების დასაფარად. გარანტიის ფარგლებში თანხის ყოველგვარი მოთხოვნის წინაპირობაა, კონტრაქტორს საავანსო გადახდა მიღებული უნდა ჰქონდეს მის ანგარიშზე №GE50TB5013536050100001 სს ”თ----------ში.” გარანტიის მაქსიმალური თანხა შემცირდება პროპორციულად იმ თანხის ოდენობით, რომელიც გადახდილ იქნება კონტრაქტორის მიერ, როგორც ეს მითითებული იქნება შუალედური გადახდების სერთიფიკატებში, რომლის ასლები წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვენთან. წინამდებარე გარანტია ძალაშია წინასწარი (საავანსო) გადახდის თარიღიდან დამკვეთის შ--ი“-ს მიერ ამ თანხის სრული ოდენობით მიღებამდე ან 2013 წლის 11 ივლისის ჩათვლით, რომელიც მოხდება უფრო ადრე“. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 21 ივნისის №1035-გ წერილით მიმართა სს ”თ--ს” და მოითხოვა 1707789,69 (მილიონ შვიდასშვიდი ათას შვიდასოთხმოცდაცხრა მთელი სამოცდაცხრა მეასედი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს წერილი, მისი ასლის სახით, გადაეცა შპს ”ს-საც”. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 4 ივლისს სს ”თ-ს” განმეორებით მიმართა შემდეგი შინაარსის №1216-გ წერილით: თქვენი 2013 წლის 3 ივლისის წერილის პასუხად განმეორებით წარმოგიდგენთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა (შემდგომში ფ-ი) და შპს ”ს-ს” (შემდგომში კონტრაქტორი) შორის გაფორმებული ქ. ფოთში 7 სახლიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის თაობაზე №SB/IDP/ET/CW/150-2012 ხელშეკრულების (შემდგომში ხელშეკრულება) ფარგლებში საავანსო გადახდის №1893135-2196532 საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის - 1707789,69 ლარის გადახდის თაობაზე მოთხოვნას. აქვე გაცნობებთ, რომ საბანკო გარანტიის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს შპს ”ს-ს” მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, ზემოხსენებული ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2013 წლის 20 ივნისი, კონტრაქტორის მხრიდან კი შეუსრულებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობის დიდი ნაწილი, რის საფუძველზეც ფ-ის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ფ-ის მიერ გამოთხოვილი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია კონტრაქტორის მხრიდან დაფარული (უკუგადახდილი) თანხები. ამ წერილს თან ერთვოდა 2013 წლის 28 ივნისის ზემოხსენებული ობიექტის სამშენებლო ინვენტარიზაციის აქტი, შუალედური გადახდის სერთიფიკატები და სს ”თ--ის” მიერ გაცემული საბანკო გარანტია ჯამში შვიდ ფურცლად. აღნიშნული წერილი მისი ასლის სახით გადაეცა შპს ”ს-საც”. 2013 წლის 5 ივლისის №940/102-01 წერილით სს ”თ--მა” შპს ”ს-ს” დამატებით აცნობა, რომ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი 2013 წლის 4 ივლისის №1216-გ წერილით ითხოვდა №1893135-2196532 საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ანაზღაურებას და ამ გარემოებასთან დაკავშირებით ბანკი შპს ”ს-საგან” ითხოვდა მისი პოზიციის გარკვევას, მოსაზრებების დაუყოვნებლივ წარმოდგენას. შპს ”ს-მ” 2013 წლის 5 ივლისის №364 წერილით სს ”თ---ს” განუმარტა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამ მოთხოვნით არ დასტურდება თუ რაში გამოიხატება შპს ”ს-ს” მხრიდან ვალდებულებების დარღვევა, ასევე არ არის ბანკისათვის წარდგენილი გარანტიაში მითითებული ყველა დოკუმენტი, პრინციპალის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს, პირიქით, არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები (გადახდის სერთიფიკატები და მშენებლობის ნებართვები), რომლებიც ადასტურებს თავად ბენეფიციარის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამასთან, შპს ”ს-მ” ამ წერილში აღნიშნა, რომ არ არსებობდა ბენეფიციარის მხრიდან ცალმხრივად ხელშეკრულების კანონით და ხელშეკრულებით ნაკარნახევი წინაპირობები. უდავოა, რომ ამ წერილში მითითებული მტკიცებულებები, რომლითაც შპს ”ს-” ცდილობს დაადასტურობს საკუთარი პოზიციის მართებულობა ბანკს არ წარდგენია. ბანკმა იმოქმედა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის 2013 წლის 4 ივლისის №1216-გ წერილის შესაბამისად და 2013 წლის 8 ივლისს საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს გადაუხადა 1707789,69 (მილიონ შვიდასშვიდი ათას შვიდასოთხმოცდაცხრა მთელი სამოცდაცხრა მეასედი) ლარი.

20. 2012 წლის 20 აპრილის #1893135-2111079 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 158922 (ასორმოცდათვრამეტი ათას ცხრაასოცდაორი) ლარი. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 28 დეკემბერს დადებული №EIB/WIMP/W/ICB/08 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რებილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--ის” მიერ 2012 წლის 20 აპრილს გაცემული საავანსო გადახდის გარანტიაში აღნიშნულია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ კონტრაქტის პირობების შესაბამისად საავანსო გადახდა, რომელიც შეადგენს 158 922 ლარს, უნდა განხორციელდეს საავანსო გადახდის გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ სს ”თ-ი” წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 158 922 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს წერილობით განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორმა საავანსო გადახდის თანხა გამოიყენა სხვა მიზნით და არა მობილიზაციის ხარჯებისათვის აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. წინამდებარე გარანტიის მაქსიმალური თანხა თანდათანობით შემცირდება კონტრაქტორის მიერ გადახდილი საავანსო გადახდის თანხით, რომელიც მითითებულია შუალედურ ანგარიშში ან გადახდის სერტიფიკატებში, რომელიც უნდა წარმოგვედგინოს ჩვენ. წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება (არაუგვიანეს) მას შემდეგ რაც მივიღებთ შუალედური გადახდის სერტიფიკატის ასლს... ან 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება“. 2013 წლის 14 მარტს ბანკსა და შპს ”ს-ს” შორის დადებული შეთანხმებით №1893135-2111079 გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 30 ივნისამდე. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 21 ივნისის №1061-გ წერილით მიმართა სს ”თ--ს” და მოითხოვა 108389 (ასრვაათას სამასოთხმოცდაცხრა) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ბენეფიციარის აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე სს ”თ--ისაგან” შპს ”ს-ს” ეცნობა 2013 წლის 26 ივნისის №887/102-01 წერილით და ამასთან პრინციპალს ბანკმა სთხოვა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. 2013 წლის 28 ივნისის №347 წერილით შპს ”ს-საგან” ბანკს განემარტა, რომ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წერილით არაა დადასტურებული პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულებების დარღვევის განმაპირობებელი გარემოება, ბენეფიციარის მოთხოვნას თან არ ერთვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, თავად ბენეფიციარის მიერ არაერთგზის დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც გამოიწვია მშენებლობის პროცესის შეფერხება და შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ნაწილობრივ დარღვევა, რასაც ადასტურებს გადახდის სერთიფიკატები. ამგვარი განმარტების მიუხედავად, შპს ”ს-ს” ბანკისათვის არ წარუდგენია წერილში მითითებული გადახდის სერთიფიკატები. საბოლოოდ, ბანკმა იმოქმედა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის 2013 წლის 21 ივნისის №1061-გ წერილის (მოთხოვნის) შესაბამისად და 2013 წლის 4 ივლისს საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს გადაუხადა აღნიშნული ოდენობის თანხა.

21. 2013 წლის 3 ოქტომბრის #1893135-2425118 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 869611 (რვაასსამოცდაცხრა ათას ექვსასთერთმეტი) ლარი. ბენეფიციარი გახლდათ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №IDA/RDPII/CW/ICB/01-2012-L1 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ წყალტუბოს წრიული გზის ს-აღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რებილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. იგივე ხელშეკრულების 1.4. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისთვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის დაფარვის ვადა - 14 დღე (პუნქტი 2.9), კრედიტის საპროცენტო სარგებელი. წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - დღიური 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ხელშეკრულების 3.3.2. პუნქტის თანახმად, ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი დოკუმენტების (ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოუდგენლობა არ წარმოადგენს ბანკის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--ის” მიერ 2013 წლის 3 ოქტომბერს გაცემულ წინასწარი გადახდის გარანტიაში აღნიშნულია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული კონტრაქტის პირობების შესაბამისად წინასწარი გადახდა, რომელიც შეადგენს 869 611 ლარს, განხორციელდა წინასწარი გადახდის გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ სს ”თ--ი” უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 869 611 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელი მოთხოვნაც შეიცავს განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორმა წინასწარი გადახდის თანხა გამოიყენა სხვა მიზნით და არა მობილიზაციის ხარჯებისათვის აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ...წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება (არაუგვიანეს) მას შემდეგ რაც მივიღებთ შუალედური გადახდის სერტიფიკატის ასლს, რომელშიც მოთითებულია, რომ საკონტრაქტო ფასის 80% დამოწმებულია გადასახდელად, ან 2014 წლის 1 იანვარს, რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება. შედეგად, ნებისმიერი მოთხოვნა წინამდებარე გარანტიის შესაბამისად გადახდასთან დაკავშირებით შეიძლება მიღებული იქნას ჩვენს ოფისში, აღნიშნულ თარიღამდე.” 2013 წლის 25 დეკემბერს ბანკსა და შპს ”ს-ს” შორის დადებული შეთანხმებით №1893135-2425118 გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 28 მარტამდე. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2014 წლის 19 მარტს №804-გ წერილით მიმართა სს ”თ--ს” და მოითხოვა 584905,35 (ხუთასოთხმოცდაოთხი ათას ცხრაასხუთი მთელი ოცდათხუთმეტი მეასედი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად მიღებული თანხა არ გამოიყენა ობიექტზე მობილიზაციასთნ დაკავშირებული ხარჯებისათვის (კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება). ბენეფიციარმა იგივე შინაარსის, 2014 წლის 26 მარტის №901-გ წერილით ბანკისაგან კვლავ მოითხოვა ხსენებული თანხის გადახდა. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის ამ წერილობითი მოთხოვნების თაობაზე ბანკმა 2014 წლის 27 მარტის №370/120-01 წერილით აცნობა პრინციპალს - შპს ”ს-ს”. თავის მხრივ, ამ წერილის საპასუხოდ, შპს ”ს-მ” 2014 წლის პირველ აპრილს, №01.04.14/01 წერილით სხვა საბანკო გარანტიების, მათ შორის, №1893135-2425118 საავანსო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა შემდეგი: ”საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის მოთხოვნა ... №1893135-2425118 საავანსო გარანტიის თანხის დარჩენილი ნაწილის 594905,35 ლარის ანაზღაურებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან სსიპ მგფ-ს გარანტიის გამოთხოვის კანონიერი საფუძველი არ ჰქონია. ორმხრივი ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა სსიპ მგფ-ის მიერ, რის გამოც მას არ აქვს უფლება გამოითხოვოს გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წარდგენილი გვაქვს სამოქალაქო სარჩელი სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინააღმდეგ შპს ”ს-”-თან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებიების პირობების დარღვევის გამო შპს ”ს-”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნა უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ სსიპ მგფ-მა შეგნებულად არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც შპს ”ს-ს” სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა, რითაც სამშენებლო კომპანია ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის უსაფუძვლო მოთხოვნა გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.” მიხედავად პრინციპალის წინააღმდეგობისა, ბანკმა ბენეფიციარის უკანასკნელი წერილის საფუძველზე 2014 წლის 2 აპრილს სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს” გადაუხადა 584905,35 ლარი.

22. 2012 წლის 21 დეკემბრის #1893135-2247592 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1007006 (ერთი მილიონ შვიდი ათას ექვსი) ლარი. ბენეფიციარი გახლდათ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №IDA/RDPII/CW/ICB/02-2012 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რებილიტაციისა და გაფართოების განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 აპრილის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. იგივე ხელშეკრულების 1.4. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისთვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის დაფარვის ვადა - 14 დღე (პუნქტი 2.9), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - დღიური 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ---ის” მიერ გაცემულ წინასწარი გადახდის გარანტიაში აღნიშნულია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული კონტრაქტის პირობების შესაბამისად წინასწარი გადახდა, რომელიც შეადგენს 1 007 006 ლარს, განხორციელდა წინასწარი გადახდის გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ სს ”თ--ი” უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 1 007 006 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს წერილობით განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორმა წინასწარი გადახდის თანხა გამოიყენა სხვა მიზნით და არა მობილიზაციის ხარჯებისათვის აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

...წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება (არაუგვიანეს) მას შემდეგ რაც მივიღებთ შუალედური გადახდის სერტიფიკატის ასლს... ან 2014 წლის 12 აპრილს, რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება“. ამ გარანტიამ განიცადა მოდიფიკაცია და გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 12 ივლისამდე. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2014 წლის 19 მარტს №803-გ წერილით მიმართა სს ”თ--ს” და მოითხოვა 892971,96 (რვაასოთხმოცდათორმეტი ათას ცხრაასამოცდათერთმეტი მთელი ოთხმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად მიღებული თანხა არ გამოიყენა ობიექტზე მობილიზაციასთნ დაკავშირებული ხარჯებისათვის (კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება). ბენეფიციარმა იგივე შინაარსის, 2014 წლის 26 მარტის №904-გ წერილით ბანკისაგან კვლავ მოითხოვა ხსენებული თანხის გადახდა. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის ამ წერილობითი მოთხოვნების თაობაზე ბანკმა 2014 წლის 27 მარტის №370/120-01 წერილით აცნობა პრინციპალს - შპს ”ს-ს”. თავის მხრივ, ამ წერილის საპასუხოდ, შპს ”ს-მ” 2014 წლის პირველ აპრილს, №01.04.14/01 წერილით სხვა საბანკო გარანტიების, მათ შორის, №1893135-2247592 საავანსო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა შემდეგი: ”ს.ს მ.ი გ.-ის ფ-ის მოთხოვნა ... №1893135-2247592 საავანსო გარანტიის თანხის დარჩენილი ნაწილის 892971,96 ლარის ანაზღაურებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან სსიპ მგფ-ს გარანტიის გამოთხოვის კანონიერი საფუძველი არ ჰქონია. ორმხრივი ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა სსიპ მგფ-ის მიერ, რის გამოც მას არ აქვს უფლება გამოითხოვოს გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წარდგენილი გვაქვს სამოქალაქო სარჩელი სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინააღმდეგ შპს ”ს-”-თან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებიების პირობების დარღვევის გამო შპს ”ს-”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნა უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ სსიპ მგფ-მა შეგნებულად არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც შპს ”ს-ს” სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა, რითაც სამშენებლო კომპანია ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის უსაფუძვლო მოთხოვნა გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.” მიუხედავად პრინციპალის წინააღმდეგობისა, ბანკმა ბენეფიციარის უკანასკნელი წერილის საფუძველზე 2014 წლის 2 აპრილს სსიპ „ს.ს მ.ი გ.-ის ფ-ს” სრულად გადაუხადა 892971,96 ლარი.

23. 2013 წლის 3 ოქტომბრის #1893135-2425111 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 574741 (ხუთასსამოცდათოთხმეტი ათას შვიდასორმოცდაერთი) ლარი. ბენეფიციარი გახლდათ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №IDA/RDPII/CW/ICB/01-2012-L1 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ წყალტუბოს წრიული გზის ს-აღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 28 იანვრის ჩათვლით, თუმცა ის 2013 წლის 25 დეკემბერს ბანკსა და შპს ”ს-ს” შორის გაფორმებული შეთანხმებით #1893135-2425111 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გაგრძელდა და საბოლოოდ ამ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა დრო 2014 წლის 28 მარტამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების 1.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისათვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). 3.3.1. პუნქტის შესაბამისად, კლიენტი (პრინციპალი) თანახმაა ბანკმა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე ბენეფიციარს უპირობოდ აუნაზღაუროს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო რაც შეეხება 3.3.2. პუნქტს, მის შესაბამისად ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი დოკუმენტების (ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოუდგენლობა არ წარმოადგენს ბანკის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. საბოლოოდ სს ”თ--მა” გარანტიის ვადის ცვლილებების გათვალისწინებით 2013 წლის 25 დეკემბრისათვის გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის” წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - ”კონტაქტორის მოთხოვნით ჩვენ სს ”თ-ი“ წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას თქვენს მიერ პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა, რომელიც არ აღემატება მთლიანობაში 579741 ლარს, და რომელი მოთხოვნაც შეიცავს განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, თქვენი მოთხოვნის ან მასში მითითებული თანხის საფუძვლის ან დადასტურების საჭიროების გარეშე. აღნიშნული გარანტიის ვადა ამოიწურება არაუგვიანეს 2014 წლის 28 მარტისა...” ბენეფიციარის - სსიპ „ს მ.ი გ.-ის ფ-ის” 2014 წლის 18 მარტის №778-გ წერილით შპს ”ს-ს” განემარტა, რომ მას კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეჩერების მიზანშეუწონლობის შესახებ არაერთხელ ეცნობა წერილობით, თუ სამუშაო შეხვედრებისას პროექტის ზედამხედველის მხრიდან და მიუხედავად სამუშაოს განახლების შესახებ მრავალი შეტყობინებისა, სამუშაოები არ განახლდა, რაც გახდა საფუძველი შპს ”ს-სათვის” ცნობილი 2014 წლის 4 მარტის №596-გ წერილით წყალტუბოს წრიული გზის ს-აღვრე სისტემის და წრიული გზის საფარის რეაბილიტაციის თაობაზე №IDA/RDPII/CW/ICB/01-2012-L1 კონტრაქტის შეწყვეტისა. ბენეფიციარმა სსიპ „ს-ს მ.ი გ.-ის ფ-მა” 2014 წლის 19 მარტის №807-გ წერილით ასევე მიმართა სს ”თ--ს” და კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის საფუძვლით („სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებული იქნა 28 დღეზე მეტი ვადით ისე რომ აღნიშნული ნებადართული არ იყო საზედამხედველო კომპანიის მიერ“) მოითხოვა საბანკო გარანტიის განაღდება. ბენეფიციარმა ბანკს განმეორებით მიმართა 2014 წლის 26 მარტის №907-გ წერილით და იგივე შინაარსით განპირობებული საფუძვლით მოითხოვა 579740,64 ლარის გადახდა. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის ამ წერილობითი მოთხოვნების თაობაზე ბანკმა 2014 წლის 27 მარტის №370/120-01 წერილით აცნობა პრინციპალს - შპს ”ს-ს”. თავის მხრივ, ამ წერილის საპასუხოდ, შპს ”ს-მ” 2014 წლის პირველ აპრილს, №01.04.14/01 წერილით სხვა საბანკო გარანტიების, მათ შორის, №1893135-2425111 საავანსო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა შემდეგი: ”საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის მოთხოვნა ... №1893135-2425111 საავანსო გარანტიის თანხის დარჩენილი ნაწილის 579740,64 ლარის ანაზღაურებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან სსიპ მგფ-ს გარანტიის გამოთხოვის კანონიერი საფუძველი არ ჰქონია. ორმხრივი ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა სსიპ მგფ-ის მიერ, რის გამოც მას არ აქვს უფლება გამოითხოვოს გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წარდგენილი გვაქვს სამოქალაქო სარჩელი სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინააღმდეგ შპს ”ს-”-თან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო შპს ”ს-”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნა უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ სსიპ მგფ-მა შეგნებულად არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც შპს ”ს-ს” სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა, რითაც სამშენებლო კომპანია ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სსიპ სა--ოს მ.ი გ.-ის ფ-ის უსაფუძვლო მოთხოვნა გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.” მიუხედავად პრინციპალის წინააღმდეგობისა, ბანკმა ბენეფიციარის განმეორებითი წერილის საფუძველზე 2014 წლის 2 აპრილს სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს” სრულად გადაუხადა მოთხოვნილი თანხა.

24. 2013 წლის 3 ოქტომბრის #1893135-2425115 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 899703 (რვაასოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდასსამი) ლარი. ბენეფიციარი გახლდათ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №IDA/RDPII/CW/ICB/01-2012-L2 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ქალაქ წყალტუბოში ცენტრალურ პარკსა და ტბა ”ცივის” გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და წვიმისწყლის სადრენაჟო სისტემის რებილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 28 მაისის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების 1.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისათვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). 3.3.1. პუნქტის შესაბამისად, კლიენტი (პრინციპალი) თანახმაა ბანკმა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე ბენეფიციარს უპირობოდ აუნაზღაუროს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო რაც შეეხება 3.3.2. პუნქტს, მის შესაბამისად ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი დოკუმენტების (ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება) წარმოუდგენლობა არ წარმოადგენს ბანკის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ-მა” 2013 წლის 3 ოქტომბერს გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის” წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - ”კონტაქტორის მოთხოვნით ჩვენ სს ”თ--ი“ წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც არ აღემატება მთლიანობაში 899703 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელი მოთხოვნაც შეიცავს წერილობით განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, თქვენი მოთხოვნის ან მასში მითითებული თანხის საფუძვლის ან დადასტურების საჭიროების გარეშე. აღნიშნული გარანტიის ვადა ამოიწურება არაუგვიანეს 2014 წლის 28 მაისისა...” ბენეფიციარის სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის” 2014 წლის 4 მარტის №597-გ შეტყობინებით შპს ”ს-ს” ეცნობა 2011 წლის 11 ოქტომბრის №IDA/RDPII/CW/ICB/01-2012-L2 კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ამ შეტყობინებაში მითითებულია კონტრაქტის სისტემატიური, განგრძობადი, დადასტურებული შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება. ამ შეტყობინების შემდეგ ბენეფიციარმა სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა” 2014 წლის 26 მარტის №906-გ წერილით მიმართა სს ”თ---ს” და კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის საფუძვლით მოითხოვა საბანკო გარანტიის განაღდება. ამ წერილის საფუძველზე ბანკმა 2014 წლის 2 აპრილს სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს” სრულად გადაუხადა მოთხოვნილი თანხა - 899702,85 ლარი.

25. 2012 წლის 11 ოქტომბრის #1893135-2204624 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 671338 (ექვსასსამოცდათერთმეტი ათას სამასოცდათვრამეტი) ლარი. ბენეფიციარი გახლდათ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №IDA/RDPII/CW/ICB/02-2012 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გაფართოება და რეაბილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 11 მაისამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის გადახდის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო. ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში სს ”თ--მა” 2012 წლის 11 ოქტომბერსავე გასცა საბანკო გარანტია და ბენეფიციარის სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის” წინაშე იკისრა შემდეგი შინაარსის ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა - ”კონტაქტორის მოთხოვნით ჩვენ სს ”თ--ი“ წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას თქვენს მიერ პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა, რომელიც არ აღემატება მთლიანობაში 671338 ლარს, და რომელი მოთხოვნაც შეიცავს განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, თქვენი მოთხოვნის ან მასში მითითებული თანხის საფუძვლის ან დადასტურების საჭიროების გარეშე. ამ გარანტიის ვადა ამოიწურება არაუგვიანეს 2014 წლის 11 მაისისა, და ნებისმიერი მოთხოვნა მის შესაბამისად გადახდასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს ჩვენს მიერ აღნიშნულ თარიღამდე ჩვენს ოფისში.” ამ საბანკო გარანტიამ 2013 წლის 25 დეკემბერს განიცადა მოდიფიკაცია და ის შეეხო მხოლოდ გარანტიით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას, რომელიც ნაცვლად 671338 ლარისა, განისაზღვრა 710789 ლარით. ბენეფიციარის სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის” 2014 წლის 4 მარტის №595-გ წერილით შპს ”ს-ს” ეცნობა 2011 წლის 11 ოქტომბრის №IDA/RDPII/CW/ICB/02-2012 კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო 2014 წლის 19 მარტის №806-გ წერილით ბენეფიციარმა მიმართა სს ”თ--ს” და კონტრაქტორის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის საფუძვლით („სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებული იქნა 28 დღეზე მეტი ვადით ისე რომ აღნიშნული ნებადართული არ იყო საზედამხედველო კომპანიის მიერ“) მოითხოვა საბანკო გარანტიის განაღდება - 710789 ლარის გადახდა. ბენეფიციარმა ბანკს განმეორებით მიმართა 2014 წლის 26 მარტის №905-გ წერილით და იგივე შინაარსით განპირობებული საფუძვლით მოითხოვა იგივე ოდენობის თანხის გადახდა. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის ამ წერილობითი მოთხოვნების თაობაზე ბანკმა 2014 წლის 27 მარტის №370/120-01 წერილით აცნობა პრინციპალს - შპს ”ს-ს”. თავის მხრივ, ამ წერილის საპასუხოდ, შპს ”ს-მ” 2014 წლის პირველ აპრილს, №01.04.14/01 წერილით სხვა საბანკო გარანტიების, მათ შორის, №1893135-2204624 საავანსო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა შემდეგი: ”საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის მოთხოვნა ... №1893135-2204624 საავანსო გარანტიის თანხის დარჩენილი ნაწილის 710788,98 ლარის ანაზღაურებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან სსიპ მგფ-ს გარანტიის გამოთხოვის კანონიერი საფუძველი არ ჰქონია. ორმხრივი ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა სსიპ მგფ-ის მიერ, რის გამოც მას არ აქვს უფლება გამოითხოვოს გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წარდგენილი გვაქვს სამოქალაქო სარჩელი სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინააღმდეგ შპს ”ს-”-თან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო შპს ”ს-”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნა უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ სსიპ მგფ-მა შეგნებულად არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც შპს ”ს-ს” სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა, რითაც სამშენებლო კომპანია ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის უსაფუძვლო მოთხოვნა გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.” მიუხედავად პრინციპალის წინააღმდეგობისა, ბანკმა ბენეფიციარის განმეორებითი წერილის საფუძველზე 2014 წლის 2 აპრილს სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს” სრულად გადაუხადა მოთხოვნილი თანხა.

26. 2013 წლის 3 ოქტომბრის #1893135-2425116 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1349554 (მილიონ სამასორმოცდაცხრა ათას ხუთასორმოცდათოთხმეტი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №IDA/RDPII/CW/ICB/01-2012-L2 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ქ. წყალტუბოში ცენტრალურ პარკსა და ტბა ”ცივის” გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და წვიმისწყლის სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 აპრილის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. რაც შეეხება ხელშეკრულების 1.4. პუნქტს, მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით დაადგინეს, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--ის” მიერ 2013 წლის 3 ოქტომბერსავე გაცემული წინასწარი (საავანსო) გადახდის გარანტიაში აღნიშნულია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული კონტრაქტის პირობების შესაბამისად წინასწარი გადახდა, რომელიც შეადგენს 1349554 (მილიონ სამასორმოცდაცხრა ათას ხუთასორმოცდათოთხმეტი) ლარს, განხორციელდა წინასწარი გადახდის გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ სს ”თ-ი” წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 1349554 (მილიონ სამასორმოცდაცხრა ათას ხუთასორმოცდათოთხმეტი) ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელი მოთხოვნაც შეიცავს განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორმა წინასწარი გადახდის თანხა გამოიყენა სხვა მიზნით და არა მობილიზაციის ხარჯებისათვის აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. წინამდებარე გარანტიის მაქსიმალური თანხა თანდათანობით შემცირდება კონტრაქტორის მიერ გადახდილი წინასწარი გადახდის თანხით, რომელიც მითითებულია შუალედურ ანგარიშში ან გადახდის სერტიფიკატებში, რომელიც უნდა წარმოგვედგინოს ჩვენ. წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება (არაუგვიანეს) მას შემდეგ რაც მივიღებთ შუალედური გადახდის სერტიფიკატის ასლს, რომელშიც მითითებულია, რომ საკონტრაქტო ფასის 80% დამოწმებულია გადასახდელად, ან 2014 წლის 30 აპრილს, რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება“. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2014 წლის 26 მარტის №903-გ წერილით მიმართა სს ”თ-ს” და მოითხოვა 1128681,38 (მილიონ ასოცდარვა ათას ექვსასოთხმოცდაერთი მთელი ოცდათვრამეტი მეასედი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად გადახდილი თანხა არ გამოიყენა ობიექტზე მობილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის (კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება). საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის ამ წერილობითი მოთხოვნის თაობაზე ბანკმა 2014 წლის 27 მარტის №370/120-01 წერილით აცნობა პრინციპალს - შპს ”ს-ს”. თავის მხრივ, ამ წერილის საპასუხოდ, შპს ”ს-მ” 2014 წლის პირველ აპრილს, №01.04.14/01 წერილით სხვა საბანკო გარანტიების, მათ შორის, №1893135-2425116 საავანსო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა შემდეგი: ”საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის მოთხოვნა ... №1893135-2425116 საავანსო გარანტიის თანხის დარჩენილი ნაწილის 1128681,38 ლარის ანაზღაურებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან სსიპ მგფ-ს გარანტიის გამოთხოვის კანონიერი საფუძველი არ ჰქონია. ორმხრივი ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა სსიპ მგფ-ის მიერ, რის გამოც მას არა აქვს უფლება გამოითხოვოს გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წარდგენილი გვაქვს სამოქალაქო სარჩელი სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინააღმდეგ შპს ”ს-სთან” დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების დარღევის გამო შპს ”ს-”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნა უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ სსიპ მგფ-მა შეგნებულად არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც შპს ”ს-ს” სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა, რითაც სამშენებლო კომპანია ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის უსაფუძვლო მოთხოვნა გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.” მიუხედავად პრინციპალის წინააღმდეგობისა, ბანკმა იმოქმედა ბენეფიციარის 2014 წლის 26 მარტის №903-გ წერილის შესაბამისად და 2014 წლის 2 აპრილს საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს გადაუხადა 1128681,38 (მილიონ ასოცდარვა ათას ექვსასოთხმოცდაერთი მთელი და ოცდათვრამეტი მეასედი) ლარი.

27. 2013 წლის 15 აგვისტოს №1893135-2395908 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1435712 (მილიონ ოთხასოცდათხუთმეტი ათას შვიდასთორმეტი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა შპს ”ლ-ის ს-ო ცენტრი”. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია შპს ”ლ-ის ს-ო ცენტრსა”და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ქ. ლ-ში მდებარე, 54.02.51.033; 54.02.51.047; 54.02.51.005 საკადასტო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე ს-ო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარე ლ-ის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრამდე. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. რაც შეეხება ხელშეკრულების 1.4. პუნქტს, მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით დაადგინეს, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--ის” მიერ 2013 წლის 15 აგვისტოსავე გაცემულ №1893135-2395908 საბანკო გარანტიის თანახმად: ა) გარანტიის გაცემის საფუძველია ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის „თანახმად, საავანსო თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად საჭიროა საბანკო გარანტიის გაცემა“; ბ) გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებაა ამ საგარანტიო წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში პრინციპალისათვის გარანტიის თანხის გადახდა; გ) გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი: გ.ა) ბენეფიციარმა სრულად ჩარიცხა პრინციპალის ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხა; გ.ბ) პრინციპალმა ამავდროულად დაარღვია ბენეფიციართან (დამკვეთთან) დადებული ნარდობის ხელშეკრულება; გ.გ) ბენეფიციარმა წერილობით მოთხოვნაში მიუთითა იმ გარემოების შესახებ, თუ რაში გამოიხატა ვალდებულების დარღვევა; გ.დ) ბენეფიციარმა მოთხოვნასთან ერთად გარანტს წარუდგინა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალისმიერ ვალდებულების დოკუმენტალურად დადასტურებული შესრულების პროპორციულად; ე) საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდით. ამ საბანკო გარანტიის ფარგლებში წარმოქმნილი დავა ბენეფიციარის - შპს ”ლ-ის ს-ო სახლის” სარჩელის საფუძველზე გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა გარანტი - სს ”თ-ი”. საკუთრივ დავის საგანი შეეხებოდა პრინციპალს (შპს ”ს-ს”) და ბენეფიციარს (შპს ”ლ-ის ს-ო სახლს”) შორის დადებულ ზემოხსენებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 2013 წლის 15 აგვისტოს გაცემულ №1893135-2395912 და №1893135-2395908 საბანკო გარანტიების ფარგლებში ბენეფიციარის (შპს ”ლ-ის ს-ო სახლის”) სასარგებლოდ გარანტისათვის 478570 ლარის და 1229706,91 ლარის გადახდის დაკისრებას. ამასთან, მოსარჩელე ასევე ითხოვდა მის სასარგებლოდ სს ”თ--ს” დაკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად, 2014 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ვადაგადაცილებულ პერიოდზე 38670 ლარის გადახდა და ასევე 2014 წლის 18 თებერვლიდან თანხის სრულად გადახდამდე 1708276,91 ლარზე წლიური 6,5%-ის გათვალისწინებით შესაბამისი თანხის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/16097-13) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ”ლ-ის ს-ო სახლის” სარჩელი: ა) მოპასუხე სს ”თ-ს” სრულად დაეკისრა 2013 წლის 15 აგვისტოს გაცემულ №1893135-2395912 და №1893135-2395908 საბანკო გარანტიების ფარგლებში მოთხოვნილი თანხების, ჯამში 1708276,9 ლარის, გადახდა; ბ) მოპასუხეს ასევე დაეკისრა დამატებითი ვალდებულების სახით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად, 2014 წლის 18 მარტის მდგომარეობით, 21353,6 ლარის და 2014 წლის 18 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითადი ვალის (1708276,9 ლარის) წლიური 3%-ის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დავის ორივე მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, თუმცა არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებაც (საქმე №2ბ/6105-14) გასაჩივრდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სს ”თ--ის” საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის №ას-749-709-2015 განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ამდენად, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №2/16097-13) კანონიერ ძალაშია შესული.

28. 2013 წლის 15 აგვისტოს №1893135-2395912 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 478570 (ოთხასსამოცდათვრამეტი ათას ხუთასსამოცდაათი) ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა შპს ”ლ-ის ს-ო ცენტრი”. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია შპს ”ლ-ის ს-ო ცენტრსა”და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 18 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებასთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ქ. ლ-ში მდებარე, 54.02.51.033; 54.02.51.047; 54.02.51.005 საკადასტო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებზე ს-ო ცენტრის სამშენებლო/სამონტაჟო და მომიჯნავე ტერიტორიაზე მდინარე ლ-ის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. რაც შეეხება ხელშეკრულების 1.4. პუნქტს, მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით დაადგინეს, რომ გარანტიის თანხის გადახდის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--ის” მიერ 2013 წლის 15 აგვისტოსავე გაცემული №1893135-2395912 საბანკო გარანტიის თანახმად: ა) გარანტიის გაცემის საფუძველია ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის „თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭიროა საბანკო გარანტიის გაცემა“; ბ) გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებაა ამ სგარანტიო წრილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში პრინციპალისათვის გარანტიის თანხის გადახდა; გ) გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი: გ.ა) პრინციპალმა დაარღვია ბენეფიციართან (დამკვეთთან) დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; გ.ბ) ბენეფიციარმა წერილობით მოთხოვნაში მიუთითა იმ გარემოების შესახებ, თუ რაში გამოიხატა ვალდებულების დარღვევა; გ.გ) ბენეფიციარმა მოთხოვნასთან ერთად გარანტს წარუდგინა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ვალდებულების დოკუმენ-ტალურად დადასტურებული შესრულების პროპორციულად. ე) საბანკო გარანტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდით. ამ საბანკო გარანტიის ფარგლებში წარმოქმნილი დავა ბენეფიციარის - შპს ”ლ-ის ს-ო სახლის” სარჩელის საფუძველზე გახდა სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა გარანტი - სს ”თ--ი”. საკუთრივ დავის საგანი შეეხებოდა პრინციპალს (შპს ”ს-ს”) და ბენეფიციარს (შპს ”ლ-ის ს-ო სახლს”) შორის დადებულ ზემოხსენებულ ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 2013 წლის 15 აგვისტოს გაცემულ №1893135-2395912 და №1893135-2395908 საბანკო გარანტიების ფარგლებში ბენეფიციარის (შპს ”ლ-ის ს-ო სახლის”) სასარგებლოდ გარანტისათვის 478570 ლარის და 1229706,91 ლარის გადახდის დაკისრებას. ამასთან, მოსარჩელე ასევე ითხოვდა მის სასარგებლოდ სს ”თ--ს” დაკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად, 2014 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ვადაგადაცილებულ პერიოდზე 38670 ლარის გადახდა და ასევე 2014 წლის 18 თებერვლიდან თანხის სრულად გადახდამდე 1708276,91 ლარზე წლიური 6,5%-ის გათვალისწინებით შესაბამისი თანხის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №2/16097-13) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ”ლ-ის ს-ო სახლის” სარჩელი: ა) მოპასუხე სს ”თ--ს” სრულად დაეკისრა 2013 წლის 15 აგვისტოს გაცემულ №1893135-2395912 და №1893135-2395908 საბანკო გარანტიების ფარგლებში მოთხოვნილი თანხების, ჯამში 1708276,9 ლარის, გადახდა; ბ) მოპასუხეს ასევე დაეკისრა დამატებითი ვალდებულების სახით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად, 2014 წლის 18 მარტის მდგომარეობით, 21353,6 ლარის და 2014 წლის 18 მარტიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითადი ვალის (1708276,9 ლარის) წლიური 3%-ის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დავის ორივე მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, თუმცა არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებაც (საქმე №2ბ/6105-14) გასაჩივრდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სს ”თ-ის” საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის №ას-749-709-2015 განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ამდენად, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №2/16097-13) კანონიერ ძალაშია შესული.

29. უდავოა, რომ 2012 წლის 13 ივლისის #1893135-2158230, 2012 წლის 13 ივლისის #1893135-2158232, 2012 წლის 13 ივლისის #1893135-2158236, 2012 წლის 13 ივლისის #1893135-2158263, 2013 წლის 3 ოქტომბრის #1893135-2425107, 2012 წლის 11 ოქტომბრის #1893135-2204726, 2012 წლის 11 ოქტომბრის #1893135-2204741, 2012 წლის 11 ოქტომბრის #1893135-2204766, 2012 წლის 21 დეკემბრის #1893135-2247401, 2012 წლის 21 დეკემბრის #1893135-2247569, 2013 წლის 2 სექტემბრის #1893135-2405865, 2013 წლის 2 სექტემბრის #1893135-2405823, 2013 წლის 2 სექტემბრის #1893135-2405864, 2012 წლის 14 სექტემბრის #1893135-2191438, 2012 წლის 18 სექტემბრის #1893135-2193766, 2012 წლის 13 აგვისტოს #1893135-2174771, 2012 წლის 6 სექტემბრის #1893135-2187096 და 2012 წლის 12 სექტემბრის #1893135-2190556 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე:

30. გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის გადახდის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად) (პუნქტი 1.3.); გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5); კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ით (პუნქტი 2.12).

31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ--მა, რომელმაც მოითხოვა მისი ნაწილობრივი გაუქმება, კერძოდ, 6812787,1 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „თ--ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

32. საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებზე:

33. კასატორი აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები: 1893135–2421514; 1893135–2176102; 1893135–2183549; 1893135–2171127; 1893135–2189835; 1893135–2180594) უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ყველა მითითებული გარანტიის დათქმები სასამართლომ ერთგვაროვნად მიიჩნია, ჩათვალა, რომ ვალდებულების დარღვევაზე მხოლოდ ზოგადი მითითება საკმარისი იყო ბენეფიციარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კასატორის მოსაზრებით, სკ–ის 885–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია“. №1893135–2180594 გარანტიაში დათქმა „მოთხოვნის საფუძვლის ან თანხის ოდენობის მტკიცების საჭიროების გარეშე“ ბენეფიციარს ანთავისუფლებს დარღვევის (მოთხოვნის საფუძვლის) მტკიცებისაგან, მაგრამ არ ათავისუფლებს კონკრეტული დარღვევის (“რაში გამოიხატება დარღვევა“) მითითებისაგან. დანარჩენი 5 გარანტიის შემთხვევაში ბენეფიციარმა არა მხოლოდ უნდა მიუთითოს კონკრეტულ დარღვევაზე, არამედ უნდა დაასაბუთოს აღნიშნული დარღვვები; შ--ის მხარემ 1893135–2421514 და 1893135–2176102 საბანკო გარანტიებთან მიმართებაში დამატებით მიუთითა შემდეგი: ბანკში წარდგენილი სამუშაოთა შესრულების კონტრაქტების თანახმად, დამკვეთის მიერ კონტრაქტორის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორს ერიცხება შეუსრულებელ სამუშაოებზე ჯარიმა 10%–ის ოდენობით და აღნიშნულ თანხას ბენეფიციარი აინაზღურებს კონტრაქტორის მიერ მისაღები თანხების არგადახდით (დაქვითვით) და დარჩენილ ნაშთს კი ხელშეკრულების შესრულების გარანტიის გამოთხოვით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისდ წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა“. შესრულების გარანტიის თანხით ხდებოდა დაკისრებული ჯარიმის დაფარვა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო შ-ის მიმართ, აღნიშნული ჯარიმების დარიცხვა კონტრაქტორის მიმართ ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, ძირითადი ხელშეკრულების და შ--ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გათვალისწინებით. ბენეფიციარს არ გააჩნდა აღნიშნული შესრულების გარანტიების გამოთხოვის მართლზომიერი საფუძველი, რაც ცნობილი იყო ბანკისათვის, ვინაიდან გადახდისუუნარობის საქმე დაწყებული იქნა სწორედ მისი ინიციატივით. შესრულების გარანტიებით უზრუნველყოფილი იყო პრინციპალისათვის ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 21–ე მულის „დ“ პუნქტი არ ვრცელდება საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ ურთიერთობაზე, ვინაიდან მითითებული პუნქტით მოწესრიგებულია მოვალისა და კრედტორის ურთიერთობა. სასამართლოს მოცემული მსჯელობა მცდარია, ვინაიდან სკ–ის 885–ე და 887–ე მუხლების შესაბამისად ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა იყოს საფუძვლიანი. განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან ბენეფიციარი პრინციპალს პირგასამტეხლოს ვერ დააკისრებდა (და არც დაუკისრებია), ცხადია, შესრულების გარანტიის განაღდებაზე მისი მოთხოვნა ვერ იქნებოდა საფუძვლიანი. საბანკო გარანტიაზე მოქმედებს საერთო წესი, რომლის თანახმადაც, თუ საბანკო გარანტიის დათქმა არ არის მოთხოვნის დასაბუთება მტკიცებულებებით, ბენეფიციარს მოთხოვნაში მითითებული უნდა ჰქონდეს კონკრეტული დარღვევები, ხოლო საბანკო გარანტიის დათქმა არის მოთხოვნის დასაბუთება მტკიცებულებებით, ბენეფიციარს მითითებული და დადასტურებული უნდა ჰქონდეს კონკრეტული დარღვევები. იმავდროულად კასატორს მიაჩნია, რომ ბანკს სხვა საფუძველთან ერთად (კონკრეტული დარღვევის მიუთითებლობა/დაუსაბუთებლობა) პირგასამტეხლოს მოთხოვნის უსაფუძვლობის გამოც შეეძლო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც მან არ განახორციელა. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებები: 1893135–23959098; 1893135–2395912. პირველი საბანკო გარანტია საავანსო გადახდის გარანტიაა, ხოლო მეორე – შესრულების გარანტია 1893135–2395908 საბანკო გარანტია გაცემული იყო საავანსო გადახდაზე. კასატორი მიუთითებს, რომ გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლება არსებობს მხოლოდ 4 მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში: პირველი – ბენეფიციარს სრულად უნდა ჰქონდეს ჩარიცხული პრინციპალის ანგარიშზე საავანსო თანხა. მოცემულ შემთხვევაში, გარანტია გაიცა 1 435 712 ლარზე, ანგარიშზე ჩაირიცხა 1 229707 ლარი; მეორე – პრინციპალს დარღვეული უნდა ჰქონდეს ბენეფიციართან დადებული ხელშეკრულება (მოთხოვნაში მხოლოდ მითითება კი არ უნდა იყოს დარღვევაზე, არამედ დარღვევის ფაქტი უდა იყოს სახეზე): დარღვევის ფაქტი არ არის დასაბუთებული; მესამე – წერილობით მოთხოვნაში ბენეფიციარს მითითებული უნდა ჰქონდეს იმ გარემოების შესახებ, თუ რაში გამოიხატა ვალდებულების დარღვევა: მოთხოვნაში მითითებული არყოფილა საავანსო თანხების მიზნობრიობის დარღვევის თაობაზე; მეოთხე – ბენეფიციარმა მოთხოვნასთან ერთად გარანტს უნდა წარუდგინოს პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): დოკუმენტის წარდგენა არ მომხდარა და არც ის გამოკვლეულა, არსებობდა თუ არა ასეთი დოკუმენტი. მითითებულიდან გამომდინარე, ვინაიდან საბანკო გარანტიის დათქმებს ბენეფიციარის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა, საბანკო გარანტიის განაღდება არ იყო მართებული.

34. რაც შეეხება საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებიდან 1893135–2196532, 1893135–2111079, 1893135–2247592, კასატორი აღნიშნავს, რომ 1893135–2196532 საბანკო გარანტია გაცემულია საავანსო გადახდაზე. სასამართლომ იქიდან გამომდინარე, რომ გარანტია შეიცავდა დათქმას – „თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე, სადაც თქვენ მიუთითებთ, რომ კონტრაქტორმა დაარღვია კონტრაქტით მის მიერ აღებული ვალდებულება ან საავანსო გადახდის თანხები მან გამოიყენა სხვა მიზნებისათვის. გარდა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების სამობილიზაციო ხარჯების დასაფარად“ – დაასკვნა, რომ მოცემული საბანკო გარანტია არაა საავანსო გარანტიის კლასიკური სახე და ის ამ სახის გარანტიის დამახასიათებელ თავისებურებებთან ერთად შეიცავს შესრულების გარანტიისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც. კასატორი არ იზიარებს აღნიშნულს და მიუთითებს, რომ აქ იგულისხმება მხოლოდ საავანსო თანხის გამოყენებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა და არა ზოგადად სახელშეკრულებო ვალდებულებები. ბენეფიციარმა თავისი 21.06.2013 წ. წერილით საავანსო საგარანტიო თანხის განაღდება მოითხოვა საკონტრაქტო ვალდებულებათა დარღვევაზე მითითებით. თუმცა არცერთ წერილში ბენეფიციარს არ მიუთითებია საავანსო თანხების არამიზნობრივ გამოყენებაზე. ამის გარდა, ბენეფიციარის მიერ დარღვეული იყო შუალედური სერტიფიკატების წარდგენის ვალდებულება, რის გარეშეც ბანკის მხრიდან შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, „გარანტის მაქსიმალურ თანხას“ აღემატებოდა თუ არა გამოთხოვილი თანხა.ამრიგად, მოცემულ საბანკო გარანტიასთან მიმართებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარილ უნდა თქმულიყო ბენეფიციარის მოთხოვნის საავანსო გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით.ამრიგად, მოცემულ საბანკო გარანტიასთან მიმართებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმულიყო ბენეფიციარის მოთხოვნის საავანსო გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით.მოცემულილ გარანტია, არ უზრუნველყოლფს ძირითადი ხელშეკრულების სხვა რაიმე სახით დარღვევას ან არაჯეროვან შესრულებას. შესაბამისად, ამ საავანსო გადახდის გარანტიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხოლოდ გაცემული ავანსის მიზანმიმართული გამოყენების ლუზრუნველყოფა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად:. ამდენად, საავანსო გარანტიის პირობათა დარღვევად განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ საავანსო თანხის არამიზნობრივი გამოყენება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა იმგვარი დარღვევა, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლას, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და შესაბამისად, საავანსო თანხის დაბრუნებას იწვევს. ამრიგად, მოცემულ საბანკო გარანტიასთან მიმართებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმულიყო ბენეფიციარის მოთხოვნის საავანსო გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით.

35. კასატორის მოსაზრებით, 1893135–2247592 გარანტია, თავისი შინაარსის მიხედვით, კლასიკური საავანსო გარანტიაა, რომლის მიზანია გადახდილი ავანსის მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა. გარანტია არ უზრუნველყოფდა ძირითადი ხელშეკრულების სხვა რაიმე სახით დარღვევას ან არაჯეროვან შესრულებას. ამ საავანსო გადახდის გარანტიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხოლოდ გაცემული ავანსის მიზანმიმართული გამოყენების უზრუნველყოფა. ამდენად, საავანსო გარანტიის პირობათა დარღვევად განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ საავანსო თანხის არამიზნობრივი გამოყენება. ბენეფიციარის მიერ ბანკი სადმი გაგზავნილი წერილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის თაობაზე შეიცავს განცხადებას: „ზემოხსენებულმა კონტრაქტორმა ავანსად გადახდილი თანხა არ გამოიყენა ობიექტზე მობილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის (კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება“) აშკარაა, რომ ბენეფიციარი გარანტიის განაღდებას მოითხოვდა მხოლოდ ფორმალური ნიშნით (დოკუმენტაციის მოუწოდებლობა) შესაბამისად, ამ წერილით საავანსო გარანტიის გამოთხოვა ვერ აკმაყოფილებდა სკ–ის 885–/ე მუხლის მოთხოვნებს. ამრიგად, მოცემულ საბანკო გარანტრიასთან მიმართებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმულიყო ბენეფიციარის მოთხოვნის სააავანსო გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულებასთან 1893135–2171132 მიმართებაში აპელანტს წარმოადგენს სს „თ----------ი“, რომლის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საბანკო გარანტია მხოლოდ 1 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფდა. შედეგად, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა, რომ პრინციპალის მიერ 3 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სამუშაოს შესრულების შემდეგ ბენეფიციარს აღარ ჰქონდა გარანტისგან თანხის მიღების უფლება. საბანკო გარანტიის №1893135–217132 ხელშეკრულების 2.43 პუნქტის თანახმად, „გარანტიის თანხა“ არის 1000 000 ლარი. ბენეფიციარისათვის წარდგენილი საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტიის თანხა ჯამში 1000 000 ლარს არ აღემატება და გარანტიის მაქსიმალური თანხა პროგრესულად უნდა შემცირდეს კონტრაქტორის მიერ დაფარული თანხის ნაწილით. ამასთან, კონტრაქტის ღირებულების 805–ის დაფარვის შემთხვევაში. გარანტიის მოქმედება სრულდებოლდა. შესაბამისად, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი იყო წინასწარ გადახდილი ავანსის მაქსიმუმ 1 000 000 ლარი. თუ ბანკში წარმოდგენილი იქნებოდა საბუთი კონტრაქტორის მიერ საავანსო თანხის დაფარვის თაობაზე. გარანტიის მაქსიმალური ზღვარი პროპორციულად მცირდებოდა. თუ ბანკში წარმოდგენილი იქნებოდა საბუთი კონტრაქტორის მიერ სამუშაოთა 805–ის შესრულების თაობაზე, საბანკო გარანტია უქმდებოდა. ბენეფიციარი თავის 23.07.2013 წ. წერილში, რომლითაც მოხდა გარანტისგან საავანსო საგარანტიო თანხის გამოთხოვა, მიუთითებს, რომ კონტრაქტორის მიერ სამუშაოების დაწყებიდან დღეის მდგომარეობით სულ შესრულებულია 3 356 239,52 ლარის სამუშაოები დღგ–ის ბენეფიციარი თვითონვე მიუთითებს, რომ გარანტია გაცემული იყო „ავანსის უზრუნველყოფის მიზნით“, პრინციპალის მიერ შესრულებულია საგარანტიო თანხასთან მიმართებით 3,3–ის ჯერადი ღირებულების სამუშაოები. ამასთან, ბენეფიციარი არ უთითებს, რომ მას გადახდილი აქვს ავანსი + შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და, შესაბამისად, პრინციპალს დასაბრუნებელი აქვს ავანსის თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გაცემული საბანკო გარანტია. გარანტმა ისე გაანაღდა საბანკო გარანტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავანსისა და შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების თანხები ბანკში ირიცხებოდა, არც თვითონ შეამოწმა ავანსის თანხის არამიზნობრივი მოხმარება ანუ ავანსისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადახდილი თანხების შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე გადაჭარბება (საქმეში არ არის წარმოდგენილიდ შესაბამისი მტკიცებულებები). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საბანკო გარანტიასთან მიმართებაში სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

36. გადაწყვეტილების 6.9 პუნქტში მოცემულია მსჯელობა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებათა საფუძველზე „გარდაქმნილი“ კრედიტის საპროცენტო სარგებლის 16%–დე შემცირებისა და დარიცხულიდ შესაბამისი თანხების 3–ჯერ შემცირების თაობაზე, რასაც თავისი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა ბანკი შემდეგი დასაბუთებით: „სასამართლომ საბანკო გარანტიებზე დარიცხული 48% ბათილად ცნო (შეამცირა 16%–მდე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54–ე მუხლის საფუძველზე და მიიჩნია, რომ გარიგება ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს, ვინაიდან არსებობს დისპროპორცია მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებებს შორის. როგორც წესი საბანკოდ გარანტიების შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი აღემატება სხვა საკრედიტო პროოდუქტისათვის, ამ შემთხვევაში საბანკო კრედიტისათვის განსაზღვრულ სარგებელს, რასაც განაპირობებს საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკები. განსახილველ შემთხვევაში, ბანკის მიერ საბანკო გარანტიებზე სარგებელი განსაზღვრულია წლიური 5%–ით, ხოლო განაღდებულ საგარანტიო თანხაზე – წლიური 48%–ით. იმავე მხარეებს შორის მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებით წლიური სარგებელი კრედიტზე დადგენილი იყო 15% (ტ.1,ს.ფ.31–33) და შეთანხმება, რომლითაც „გარდაქმნილი“ სესხის პროცენტი წლიური 16%–ია. შესაბამისად, რეალურად წლიური 48% თავის თავში ერთგვარი სანქციიის შემცველი, ვინაიდან მისი დარიცხვა მოხდებოდა განაღდებული საგარანტიო თანხის კლიენტის მიერ ბანკისათვის შესაბამისი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. ამის გადა, იმავდროულად დადგენილია პირგასამტეხლო ვადის გადაცილებაზე დღიური 0,2% ანუ წლიური 73%. განსახილველ შემთხვევებში, განაღდებულ საგარანტიო თანხებზე სარგებელი 48% შეუსაბამოდ მაღალ (ამორალურ) პროცენტად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან აღნიშნული პროცენტის თანხა საშუალო საკრედიტო სარგებელს და შესაძლო ზიანს მნიშვნელოვნად აღემატება. შეუსაბამო პროცენტის (სარგებლის) ნაწილში გარიგება უცილოდ ბათილია, რასთან დაკავშირებითაც გარიგების შესაბამისი ნაწილის საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო პროცენტის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით შ--ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის გადაცილების მოტივით.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07 სექტემბრის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით შ--ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

40. კასატორის პრეტენზია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებში (1893135–2421514; 1893135–2176102; 1893135–2183549; 1893135–2171127; 1893135–2189835; 1893135–2180594) პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველმყოფი დათქმების გაუთვალისწინებლობაში, მათი ერთგვაროვნად განმარტების უმართებულობაში მდგომარეობს. კასატორს მიაჩნია, რომ პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე მხოლოდ ზოგადი მითითება საკმარისი არ იყო ბენეფიციარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

41. კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის არსი, იურიდიული ბუნება და, ზოგადად, სახელშეკრულებო სამართალში, მისი როლი (იხ., №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი): „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბანკო გარანტიის თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55)“.

42. საგულისხმოა, რომ საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

43. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი” (იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-562-871-09).

44. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.

45. სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზანდ ისახავს ბანკის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გარანტს ეს დოკუმეტები ორიგინალში უნდა წარედგინოს. ასლების წარდგენა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.

46. როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.III მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.

47. ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.

48. დაუყოვნებელ შეტყობინებაში იგულიხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“ და იგი, როგორც წესი, მომდევნო საბანკო სამუშაო დღეა. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს.

49. სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-781-996-08). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

50. თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას [სსკ-ის ის 881-ე მუხლი}. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ., სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).

52. ამ განჩინების პ:32-ში (საკასაციო საჩივრის საფუძვლები) კასატორი მიუთითებს სკ–ის 885–ე მუხლის პირველ ნაწილზე [დისპოზიცია: „მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია“] და მიაჩნია, რომ №1893135–2180594 გარანტიაში დათქმა „მოთხოვნის საფუძვლის ან თანხის ოდენობის მტკიცების საჭიროების გარეშე“ ბენეფიციარს ანთავისუფლებს დარღვევის (მოთხოვნის საფუძვლის) მტკიცებისაგან, მაგრამ არ ათავისუფლებს კონკრეტული დარღვევის (“რაში გამოიხატება დარღვევა“) მითითებისაგან. დანარჩენი 5 გარანტიის შემთხვევაში ბენეფიციარმა არა მხოლოდ უნდა მიუთითოს კონკრეტულ დარღვევაზე, არამედ უნდა დაასაბუთოს აღნიშნული დარღვვები. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა საფუძვლად ვერ დაუდებს გარანტიის პირობების დარღვევად მიჩნევას და აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბენეფიციარმა გარანტიების მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ნაკისრი ხელშეკრულებების დარღვევის გამო, მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება. სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას. პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, თავისთავად საკმარისი საფუძველი იყო გარანტიის ამოქმედებისათვის. ამ სამართლებრივი საფუძვლით არ იქნა გაზიარებული ბანკის საკასაციო პრეტენზია გარანტიის დაკმაყოფილების წანამძღვრებად ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დარღვევის ხასიათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ.

53. კასატორის შემდეგი პრეტენზია წარმოდგენილია საბანკო გარანტიის 1893135–2196532, 1893135–2111079, 1893135–2247592 ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ 1893135–2196532 საბანკო გარანტია გაცემულია საავანსო გადახდაზე, რაშიც იგულისხმება მხოლოდ საავანსო თანხის გამოყენებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა და არა ზოგადად სახელშეკრულებო ვალდებულებები. შესაბამისად. მოცემულ საბანკო გარანტიასთან მიმართებაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა თქმულიყო ბენეფიციარის მოთხოვნის საავანსო გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის საფუძვლით (იხ., კასაციის საფუძვლები ამ განჩინების: პ -33). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რამდენადაც როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი 2012 წლის 24 სექტემბერს #1893135-2196532 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 2199999,8 (ორიმილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხაასოთხმოცდაცხრამეტი მთელი რვა მეათედი) ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2012 წლის 11 სექტემბერს დადებული №SB/IDP/ET/CW/150-2012 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ქალაქ ფოთში 10999999 (ათი მილიონ ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ღირებულების მქონე, 7 სახლიანი საცხოვრებელი უბნის სამშენებლო სამუშაოების წარმოება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 11 ივლისის ჩათვლით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--მა” გასცა შემდეგი შინაარსის საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე - ”ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ”ს-მ” (შემდგომში ”კონტრაქტორი”) გააფორმა თქვენთან კონტრაქტი №SB/IDP/ET/CW/150-2012 დათარიღებული 11.09.2012 წლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში ”კონტრაქტი”) შესრულებაზე. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ კონტრაქტის პირობების შესაბამისად წინასწარი (საავანსო) გადახდა 2199999,8 (ორიმილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხაასოთხმოცდაცხრამეტი მთელი რვა მეათედი) ლარის ოდენობით განხორციელდება საავანსო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ, სს ”თ--ი”, შეუქცევადად ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ თქვენ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 2199999,8 (ორიმილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხაასოთხმოცდაცხრამეტი მთელი რვა მეათედი) ლარს, თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე, სადაც მიუთითებთ, რომ კონტრაქტორმა დაარღვია კონტრაქტით მის მიერ აღებული ვალდებულება ან საავანსო გადახდის თანხები მან გამოიყენა სხვა მიზნებისათვის, გარდა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების სამობილიზაციო ხარჯების დასაფარად. გარანტიის ფარგლებში თანხის ყოველგვარი მოთხოვნის წინაპირობაა, კონტრაქტორს საავანსო გადახდა მიღებული უნდა ჰქონდეს მის ანგარიშზე №GE50TB5013536050100001 სს ”თ--ში.” გარანტიის მაქსიმალური თანხა შემცირდება პროპორციულად იმ თანხის ოდენობით, რომელიც გადახდილ იქნება კონტრაქტორის მიერ, როგორც ეს მითითებული იქნება შუალედური გადახდების სერთიფიკატებში, რომლის ასლები წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვენთან. წინამდებარე გარანტია ძალაშია წინასწარი (საავანსო) გადახდის თარიღიდან დამკვეთის შ-ი-ს მიერ ამ თანხის სრული ოდენობით მიღებამდე ან 2013 წლის 11 ივლისის ჩათვლით, რომელიც მოხდება უფრო ადრე“. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 21 ივნისის №1035-გ წერილით მიმართა სს ”თ-ს” და მოითხოვა 1707789,69 (მილიონ შვიდასშვიდი ათას შვიდასოთხმოცდაცხრა მთელი სამოცდაცხრა მეასედი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ეს წერილი, მისი ასლის სახით, გადაეცა შპს ”ს-საც”. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 4 ივლისს სს ”თ-ს” განმეორებით მიმართა შემდეგი შინაარსის №1216-გ წერილით: თქვენი 2013 წლის 3 ივლისის წერილის პასუხად განმეორებით წარმოგიდგენთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა (შემდგომში ფ-ი) და შპს ”ს-ს” (შემდგომში კონტრაქტორი) შორის გაფორმებული ქ. ფოთში 7 სახლიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის თაობაზე №SB/IDP/ET/CW/150-2012 ხელშეკრულების (შემდგომში ხელშეკრულება) ფარგლებში საავანსო გადახდის №1893135-2196532 საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის - 1707789,69 ლარის გადახდის თაობაზე მოთხოვნას. აქვე გაცნობებთ, რომ საბანკო გარანტიის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს შპს ”ს-ს” მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, ზემოხსენებული ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2013 წლის 20 ივნისი, კონტრაქტორის მხრიდან კი შეუსრულებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობის დიდი ნაწილი, რის საფუძველზეც ფ-ის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ფ-ის მიერ გამოთხოვილი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია კონტრაქტორის მხრიდან დაფარული (უკუგადახდილი) თანხები. ამ წერილს თან ერთვოდა 2013 წლის 28 ივნისის ზემოხსენებული ობიექტის სამშენებლო ინვენტარიზაციის აქტი, შუალედური გადახდის სერთიფიკატები და სს ”თ--ის” მიერ გაცემული საბანკო გარანტია ჯამში შვიდ ფურცლად. აღნიშნული წერილი მისი ასლის სახით გადაეცა შპს ”ს-საც”. 2013 წლის 5 ივლისის №940/102-01 წერილით სს ”თ--მა” შპს ”ს-ს” დამატებით აცნობა, რომ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი 2013 წლის 4 ივლისის №1216-გ წერილით ითხოვდა №1893135-2196532 საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ანაზღაურებას და ამ გარემოებასთან დაკავშირებით ბანკი შპს ”ს-საგან” ითხოვდა მისი პოზიციის გარკვევას, მოსაზრებების დაუყოვნებლივ წარმოდგენას. შპს ”ს-მ” 2013 წლის 5 ივლისის №364 წერილით სს ”თ-ს” განუმარტა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამ მოთხოვნით არ დასტურდება თუ რაში გამოიხატება შპს ”ს-ს” მხრიდან ვალდებულებების დარღვევა, ასევე არ არის ბანკისათვის წარდგენილი გარანტიაში მითითებული ყველა დოკუმენტი, პრინციპალის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს, პირიქით, არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულებები (გადახდის სერთიფიკატები და მშენებლობის ნებართვები), რომლებიც ადასტურებს თავად ბენეფიციარის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამასთან, შპს ”ს-მ” ამ წერილში აღნიშნა, რომ არ არსებობდა ბენეფიციარის მხრიდან ცალმხრივად ხელშეკრულების კანონით და ხელშეკრულებით ნაკარნახევი წინაპირობები. შესაბამისად, ბანკის მოქმედება საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ისათვის 1707789,69 (მილიონ შვიდასშვიდი ათას შვიდასოთხმოცდაცხრა მთელი სამოცდაცხრა მეასედი) ლარის გადახდის შესახებ სრულად შეესაბამებოდა გარანტიის ხელშეკრულებას.

54. რაც შეეხება N1893135–2111079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებას, განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 20 აპრილის #1893135-2111079 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 158922 (ასორმოცდათვრამეტი ათას ცხრაასოცდაორი) ლარი. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 28 დეკემბერს დადებული №EIB/WIMP/W/ICB/08 კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რებილიტაციის განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ პრინციპალისათვის მიცემულ საბანკო კრედიტად (სესხად). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ---ის” მიერ 2012 წლის 20 აპრილს გაცემული საავანსო გადახდის გარანტიაში აღნიშნულია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ კონტრაქტის პირობების შესაბამისად საავანსო გადახდა, რომელიც შეადგენს 158 922 ლარს, უნდა განხორციელდეს საავანსო გადახდის გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ სს ”თ--ი” წინამდებარეთი უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 158 922 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს წერილობით განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორმა საავანსო გადახდის თანხა გამოიყენა სხვა მიზნით და არა მობილიზაციის ხარჯებისათვის აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. წინამდებარე გარანტიის მაქსიმალური თანხა თანდათანობით შემცირდება კონტრაქტორის მიერ გადახდილი საავანსო გადახდის თანხით, რომელიც მითითებულია შუალედურ ანგარიშში ან გადახდის სერტიფიკატებში, რომელიც უნდა წარმოგვედგინოს ჩვენ. წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება (არაუგვიანეს) მას შემდეგ რაც მივიღებთ შუალედური გადახდის სერტიფიკატის ასლს... ან 2012 წლის 30 ოქტომბერს, რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება“. 2013 წლის 14 მარტს ბანკსა და შპს ”ს-ს” შორის დადებული შეთანხმებით №1893135-2111079 გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 30 ივნისამდე. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2013 წლის 21 ივნისის №1061-გ წერილით მიმართა სს ”თ---ს” და მოითხოვა 108389 (ასრვაათას სამასოთხმოცდაცხრა) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ბენეფიციარის აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე სს ”თ-ისაგან” შპს ”ს-ს” ეცნობა 2013 წლის 26 ივნისის №887/102-01 წერილით და ამასთან პრინციპალს ბანკმა სთხოვა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. 2013 წლის 28 ივნისის №347 წერილით შპს ”ს-საგან” ბანკს განემარტა, რომ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წერილით არაა დადასტურებული პრინციპალის მხრიდან ძირითადი ვალდებულებების დარღვევის განმაპირობებელი გარემოება, ბენეფიციარის მოთხოვნას თან არ ერთვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, თავად ბენეფიციარის მიერ არაერთგზის დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამაც გამოიწვია მშენებლობის პროცესის შეფერხება და შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ნაწილობრივ დარღვევა, რასაც ადასტურებს გადახდის სერთიფიკატები. ამგვარი განმარტების მიუხედავად, შპს ”ს-ს” ბანკისათვის არ წარუდგენია წერილში მითითებული გადახდის სერთიფიკატები. შესაბამისად, გარანტის მოქმედება საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის 2013 წლის 21 ივნისის №1061-გ წერილის (მოთხოვნის) შესაბამისად, 2013 წლის 4 ივლისს საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ისათვის თანხის გადახდასთან დაკავშირებით, მართებულად უნდა შეფასდეს.

55. კასატორის პრეტენზია კიდევ ერთ N1893135–2247592 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებას შეეხება. კასატორის მოსაზრებით, გარანტია, თავისი შინაარსის მიხედვით, კლასიკური საავანსო გარანტიაა, რომლის მიზანია გადახდილი ავანსის მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა. გარანტია არ უზრუნველყოფდა ძირითადი ხელშეკრულების სხვა რაიმე სახით დარღვევას ან არაჯეროვან შესრულებას. ამ საავანსო გადახდის გარანტიის ძირითად მიზანს წარმოადგენს მხოლოდ გაცემული ავანსის მიზანმიმართული გამოყენების უზრუნველყოფა. ამდენად, საავანსო გარანტიის პირობათა დარღვევად განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ საავანსო თანხის არამიზნობრივი გამოყენება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაბთებული საკასაციო პრეტენზია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 21 დეკემბრის #1893135-2247592 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1007006 (ერთი მილიონ შვიდი ათას ექვსი) ლარი. ბენეფიციარი გახლდათ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ი. ხელშეკრულების თანახმად, ამ საბანკო გარანტიის გამოყენება დაკავშირებულია საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-სა და შპს ”ს-ს” შორის 2011 წლის 11 ოქტომბერს დადებულ №-- კონტრაქტთან, რომლის საგანიცაა შპს ”ს-ს” მიერ ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რებილიტაციისა და გაფართოების განხორციელება. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 აპრილის ჩათვლით. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გარანტიის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომატურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გარანტისათვის გადახდის ვალდებულება. იგივე ხელშეკრულების 1.4. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარანტიის თანხის დღის ბოლომდე შესაბამისი თანხის გარანტისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა ჩაითვლება (გარდაიქმნება) გარანტის მიერ კლიენტისთვის (პრინციპალისათვის) მიცემულ საბანკო კრედიტად. ამავე ხელშეკრულებით გარანტიის საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 5%-ით (პუნქტი 2.5), კრედიტის დაფარვის ვადა - 14 დღე (პუნქტი 2.9), კრედიტის საპროცენტო სარგებელი - წლიური 48%-ით (პუნქტი 2.10), პირგასამტეხლო - დღიური 0,2%-ით (პუნქტი 2.12). ამ ხელშეკრულების საფუძველზე სს ”თ--ის” მიერ გაცემულ წინასწარი გადახდის გარანტიაში აღნიშნულია: „ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული კონტრაქტის პირობების შესაბამისად წინასწარი გადახდა, რომელიც შეადგენს 1 007006 ლარს, განხორციელდა წინასწარი გადახდის გარანტიის საფუძველზე. კონტრაქტორის მოთხოვნით, ჩვენ სს ”თ--ი” უპირობოდ ვიღებთ ვალდებულებას გადაგიხადოთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, რომელიც მთლიანობაში არ აღემატება 1 007 006 ლარს, თქვენი პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავს წერილობით განცხადებას, რომ კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებას, რადგან კონტრაქტორმა წინასწარი გადახდის თანხა გამოიყენა სხვა მიზნით და არა მობილიზაციის ხარჯებისათვის აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ...წინამდებარე გარანტიის ვადა ამოიწურება (არაუგვიანეს) მას შემდეგ რაც მივიღებთ შუალედური გადახდის სერტიფიკატის ასლს... ან 2014 წლის 12 აპრილს, რომელი თარიღიც უფრო ადრე დადგება“. ამ გარანტიამ განიცადა მოდიფიკაცია და გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 12 ივლისამდე. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-მა 2014 წლის 19 მარტს №803-გ წერილით მიმართა სს ”თ-ს” და მოითხოვა 892971,96 (რვაასოთხმოცდათორმეტი ათას ცხრაასამოცდათერთმეტი მთელი ოთხმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილში ბენეფიციარმა მიუთითა, რომ შპს ”ს-მ” დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად მიღებული თანხა არ გამოიყენა ობიექტზე მობილიზაციასთნ დაკავშირებული ხარჯებისათვის (კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მოწოდება). ბენეფიციარმა იგივე შინაარსის, 2014 წლის 26 მარტის №904-გ წერილით ბანკისაგან კვლავ მოითხოვა ხსენებული თანხის გადახდა. საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის ამ წერილობითი მოთხოვნების თაობაზე ბანკმა 2014 წლის 27 მარტის №370/120-01 წერილით აცნობა პრინციპალს - შპს ”ს-ს”. თავის მხრივ, ამ წერილის საპასუხოდ, შპს ”ს-მ” 2014 წლის პირველ აპრილს, №-- წერილით სხვა საბანკო გარანტიების, მათ შორის, №--- საავანსო გარანტიის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნებთან დაკავშირებით განუცხადა შემდეგი: ”საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის მოთხოვნა... №--- საავანსო გარანტიის თანხის დარჩენილი ნაწილის 892971,96 ლარის ანაზღაურებაზე არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან სსიპ მგფ-ს გარანტიის გამოთხოვის კანონიერი საფუძველი არ ჰქონია. ორმხრივი ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა სსიპ მგფ-ის მიერ, რის გამოც მას არ აქვს უფლება გამოითხოვოს გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წარდგენილი გვაქვს სამოქალაქო სარჩელი სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის წინააღმდეგ შპს ”ს-”-თან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებიების პირობების დარღვევის გამო შპს ”ს-”-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის გადახდის მოთხოვნა უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ სსიპ მგფ-მა შეგნებულად არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოებისათვის განკუთვნილი თანხა, რაც შპს ”ს-ს” სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა, რითაც სამშენებლო კომპანია ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ არ დააკმაყოფილოთ სსიპ საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ის უსაფუძვლო მოთხოვნა გარანტიის თანხების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.” მიუხედავად პრინციპალის წინააღმდეგობისა, ბანკმა ბენეფიციარის უკანასკნელი წერილის საფუძველზე 2014 წლის 2 აპრილს სსიპ „საქართველოს მ.ი გ.-ის ფ-ს” სრულად გადაუხადა 892971,96 ლარი.

56. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე საპროცენტო სარგებლის შეუსაბამობას, სახელდობრ კასატორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევებში, განაღდებულ საგარანტიო თანხებზე სარგებელი 48% შეუსაბამოდ მაღალ (ამორალურ) პროცენტად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან აღნიშნული პროცენტის თანხა საშუალო საკრედიტო სარგებელს და შესაძლო ზიანს მნიშვნელოვნად აღემატება. შეუსაბამო პროცენტის (სარგებლის) ნაწილში გარიგება უცილოდ ბათილია, რასთან დაკავშირებითაც გარიგების შესაბამისი ნაწილის საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო პროცენტის დაკისრება. იმავდროულად დადგენილია პირგასამტეხლო ვადის გადაცილებაზე დღიური 0,2% ანუ წლიური 73%.

57. საკასაციო პალატა ვერც კასატორის ამ პოზიციას იზიარებს საამისოდ ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო. საკასაციო პალატა მოიხმობს საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე (იხ.,სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი), გაკეთებულ განმარტებას, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: „სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტი) შემცირება წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, უდავო იყო, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.“ საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა (წლიურ 48%-მდე). მოცემულ შემთხვევაში, კი კასატორი მიიჩნევს, რომ სარგებელი 48% შეუსაბამოდ მაღალ (ამორალურ) პროცენტად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც არ არის გასაზიარებელი. როგორც მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სარგებელი შემცირებულია 48%-დე, რასაც კასატორი სადავოდ ხდის. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტია ის რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასებას დაექვემდებარა ფიზიკურ პირთან, როგორც ხელშეკრულების სუსტ მხარესთან შეთანხმებული სარგებელი და იმავდროულად, მისი შემცირების საპირწონედ მხედვეობაში იქნა მიღებული საკრედიტო დაწესებულებების მიერ განსაზღვრული სარგებელის განაკვეთი.

58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის გ.-ას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის გ.-ისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საბანკო გარანტიის სამართლებრივ საკითხებსა და სარგებლის (პროცენტის) გონივრულობის კვლევის პრობლემაზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

62. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე (#ა-3480-ა-6-2017) კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 07 სექტემბრის განჩინებით;

63. კასატორს აგრეთვე გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

64. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8000 ლარის მხოლოდ 30%-ის - 2400 ლარის გადახდა, ხოლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გათვალისწინებული 100 ლარი მთლიანად.

65. საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კასატორი ვალდებულია გადაიხადოს 2500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შ-ის“ დაეკისროს საკასაციო საჩივარსა და განცხადებაზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის ოდენობით. თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე