Facebook Twitter

საქმე №ა-4406-შ-111-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ. ც.-ი (გ.-ი)

წარმომადგენელი – დ. გ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ც.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.დორნბირნის მმაჩის ბიუროში 2010 წლის 19 ნოემბერს თ. ც.-სა (გ.-ი) და შ. ც.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა.

თ. ც.-ის (გ.-ი) წარმომადგენელმა დ. გ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 9 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ავსტრიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. ც.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით თ. ც.-ის (გ.-ი) შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ც.-ის (გ.-ი) შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.დორნბირნის მმაჩის ბიუროში 2010 წლის 19 ნოემბერს თ. ც.-სა (გ.-ი) და შ. ც.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 9 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ავსტრიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. ც.-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ც.-ის (გ.-ი) შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ავსტრიის რესპუბლიკის დორნბირნის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.დორნბირნის მმაჩის ბიუროში 2010 წლის 19 ნოემბერს თ. ც.-სა (გ.-ი) და შ. ც.-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე