Facebook Twitter

საქმე №ა-4560-შ-116-2017 15 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. გ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ა.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. გ.-ასა და კ. ა.-ის შორის 2007 წლის 29 მარტს ევოსმოს (საბერძნეთი) მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...).

ნ. გ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 15 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ნ. გ.-ა საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ნ. გ.-ას შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ას შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ასა და კ. ა.-ის შორის 2007 წლის 29 მარტს ევოსმოს (საბერძნეთი) მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 15 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ნ. გ.-ა საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ.-ას შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ.-ასა და კ. ა.-ის შორის 2007 წლის 29 მარტს ევოსმოს (საბერძნეთი) მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი ...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე