Facebook Twitter

საქმე №ა-5100-შ-132-2017 12 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ნ.-ე

წარმომადგენელი – მ. პ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. მ. ჰ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ნ.-ესა და ჰ. მ. ჰ.-ს შორის 2012 წლის 6 აგვისტოსს მიუნხენის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ...) შეწყდა.

ლ. ნ.-ის წარმომადგენელმა მ. პ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 25 ივლისს.

შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ლ. ნ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ლ. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ნ.-ესა და ჰ. მ. ჰ.-ს შორის 2012 წლის 6 აგვისტოსს მიუნხენის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო № E 2294/2012) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 25 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ლ. ნ.-ე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ნ.-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ნ.-ესა და ჰ. მ. ჰ.-ს შორის 2012 წლის 6 აგვისტოსს მიუნხენის მმაჩის ბიუროს გამგის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სარეგისტრაციო ...) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე