Facebook Twitter

საქმე №ა-5286-შ-141-2017 13 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი), პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - კ. ხ-ს და მ. ხ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. კ. ხ-ის წარმომადგენელმა ი. ნ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 12 ივნის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით კ. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინების ასლი და კ. ხ-ის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მ. ხ-ს. შპს ,,საქართველოს ფოსტის" ადმინისტრატორის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი მას 2018 წლის 25 იანვარს ჩაბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მეუღლეთა - კ. ხ-ს და მ. ხ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - კ. ხ-ს და მ. ხ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრირის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - კ. ხ-ს და მ. ხ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი