№ა-3843-შ-105-2017 1 თებერვალი, 2018 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის ფედერალური საგადასახადო სამსახურის #7 სარაიონთაშორისო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ვ. ასული ჟ-ი
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის კ-ო-ჩეპეცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე #---) დასრულებულ საქმეზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის კ-ო-ჩეპეცკის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით ირკვევა, რომ აღნიშნული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე #---) ი. ვ. ასულ ჟ-ს (დაბადებულს 19--- წლის --- მაისს; რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველო, ქ.რ., მე----მ/რ, სახლი ---, ბინა ---, შემდეგში: მოპასუხეს) დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ ფიზიკური პირების ქონების განაკვეთის მიხედვით გადასახადის გადახდა, დასაბეგრი ობიექტების გათვალისწინებით, რომლებიც განლაგებულია საქალაქო ოლქებში - 409 რუბლისა და 50 კაპიკის და საურავის - 4 რუბლისა და 10 კაპიკის ოდენობით.
2. რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის ფედერალური საგადასახადო სამსახურის #7 სარაიონთაშორისო ინსპექციამ (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორმა) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული სააღსრულებო ფურცლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში:
3.1. ნათლად ჩამოეყალიბებინა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, გარკვევით მიეთითებინა, თუ რას მოითხოვდა იგი მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით;
3.2. რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის კ-ო-ჩეპეცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე #---) საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უნდა წარმოედგინა:
3.2.1. გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც თავად მოითხოვდა;
3.2.2. ცნობა სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ.
3.2.3. ცნობა იმის შესახებ, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში:
5.1. ნათლად ჩამოეყალიბებინა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, გარკვევით მიეთითებინა, თუ რას მოითხოვდა იგი მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით;
5.2. რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის კ-ო-ჩეპეცკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე #---) საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უნდა წარმოედგინა:
5.2.1. გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც თავად მოითხოვდა;
5.2.2. ცნობა სასამართლო განხილვის თაობაზე მოპასუხის სათანადოდ ინფორმირების შესახებ.
5.2.3. ცნობა იმის შესახებ, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
7. საქმის მასალების თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებისა და მისი ნოტარიულად დამოწმებული რუსული თარგმანის ასლები 2017 წლის 27 ნოემბერს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა შუამდგომლობაში დასახელებულ მისამართზე – რუსეთის ფედერაცია, კ-ის ოლქი, ქ.კ-ო-ჩეპეცკი, ტ-ოს ქ.---. აღნიშნული გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2017 წლის 13 დეკემბერს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები), შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
9. კანონის ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
11. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 10-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2017 წლის 14 დეკემბერს და დასრულდა 2017 წლის 25 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. შუამდგომლობის ავტორს არათუ აღნიშნულ ვადაში, ხარვეზი ამ დრომდე არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
13. ამდენად, არსებულ ფაქტობრივ ვითარებაში, კერძოდ, იმის გამო, რომ შუამდგომლობის ავტორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო, არსებობს მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, 399-ე, 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსეთის ფედერაციის კ-ის ოლქის ფედერალური საგადასახადო სამსახურის #7 სარაიონთაშორისო ინსპექციის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე