№821210017002028326 9 მარტი, 2018 წელი
საქმე №ას-302-302-2018 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ო-ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე, შპს „ო-ის“ სარჩელის გამო, ზ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ო-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
განსახილველ შემთხვევაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს „ო-ის“ სარჩელი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კანონის შესაბამისად, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ო-იმ“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინება საბოლოოა და მისი გასაჩივრება დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ო-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ასევე კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ო-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე