Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-56-კს-02 12 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 ივლისს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ილვისის განჩინებით მოსარჩელეთა წარმომმადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

2002წ. 12 აგვსტოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კერძო საჩივარი წარმოადგინა სასამართლოში და საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისის განჩინების გაუქმება და ხსენებული განჩინების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას შეიძლება მოსარჩელეთათვის გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში შემოსული საკასაციო საჩივრების განხილვისა დაგადაწყვეტილების მიღებისას, კერძო საჩივრის ავტორმა – შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კერძო საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკერძო საჩივრის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისისა და 14 აგვისტოს განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება დებულებანი.

სსკ-ს 414-420-ე მცუხლები სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებს ითვალისწინებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ სსკ-ს კანონმდებლობა კერძო აჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და კერძო საჩივრის წარმოების შეჩერების საკითხს ცალკე არ არეგულირებს, რის გამოც მოცემული საკითხის გადაწყვეტისას ანალოგიის წესით სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის პროცედურას უნდა მივმართოდ, კერძოდ:

სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ს 272-ე მუხლის «გ» პუნქტი, რომლის თანახმად, საქმის წარმოება წყდება თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მასზე უარის თქმით აღნიშნული კერძო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს,

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე კერძო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისისა და 14 ავგისტოს განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 399-ე, 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივრის წარმოება შეწყდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისისა და 14 აგვისტოს განჩინებები. მხარეს განემარტოს, რომ მას სასამართლოს განჩინების კვლავ გასაჩივრების უფლება აღარ აქვს,

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.