Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-77-73-2017 15 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. თ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. გ-ასა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან დამქირავებელი) და ლ. თ-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან გამქირავებელი) შორის ზეპირი ფორმით დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხის კუთვნილი, ქ. თბილისში, ვ-ის მასივში, მე-10 კვარტალში, მე-10 კორპუსში, მე-5 სართულზე მდებარე ბინა № 56 იქირავა. ქირის ოდენობა 400 (ოთხასი) ლარით განისაზღვრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 531-ე მუხლი).

2. მოსარჩელე გამქირავებლის ბინაში ცხოვრობდა 13 თვის განმავლობაში, თუმცა, ბოლო 2 თვის ბინის ქირა 800 (რვაასი) ლარი გამქირავებლისათვის არ გადაუხდია, რის გამოც გამქირავებლის მოთხოვნით ბინა დატოვა.

3. ბინაში დარჩა დამქირავებლის საყოფაცხოვრებო ნივთები: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ორი სავარძელი და სამზარეულოს კარადა. გამქირავებელი უარს აცხადებს აღნიშნული ნივთების დამქირავებლისათვის დაბრუნებაზე, ამ უკანასკნელის მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 . მოსარჩელემ 2015 წლის 22 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდდეგ და მოითხოვა მოპასუხის ბინაში განთავსებული მოსარჩელის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების დაბრუნება.

4.2 . მოსარჩელემ მიუთითა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 . თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელისათვის ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებული ნივთების გადაცემა.

5.2 . საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 158-ე, 170-ე და 172-ე მუხლებით და განმარტა, რომ, ვინაიდან მოძრავი ნივთების მესაკუთრე მოსარჩელეა, მოპასუხე ვალდებულია მას სადავო მოძრავი ნივთები დაუბრუნოს.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 .მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6.2 .აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მოპასუხე სადავო ნივთებს არ აბრუნებს, რადგან ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელეს ბინის ქირა - 1 300 ლარი აქვს გადასახდელი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2 .სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუბრუნებლობა განპირობებული იყო მოპასუხის წინაშე არსებული შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებით, კერძოდ, ბინის ქირის გადაუხდელობით და სწორედ ამ მოტივით არ უბრუნებდა აპელანტი დამქირავებელს აპელანტის ბინაში არსებულ ნივთებს;

7.3 . მართალია, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ დაეთანხმა გადასახდელი ქირის ოდენობას, თუმცა, დაადასტურა მოპასუხის ბინის დაქირავებისა და ბინის ქირის დავალიანების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე კანონისმიერი გირავნობის უფლება გააჩნია.

7.4 . სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 255-ე, 257-ე, 568-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ სსკ-ის 267.3-ე მუხლი ამკვიდრებს სანივთო უფლების წარმოშობის შესაძლებლობას მხარეთა ნების ავტონომიის გაუთვალისწინებლად, გარკვეული პირობების არსებობისას. კერძოდ, ამ უფლების წარმოშობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება და დამქირავებლის (მოვალის) ნივთი გამქირავებლის (კრედიტორის) მფლობელობაში უნდა იმყოფებოდეს. აღნიშნული კანონისმიერი გირავნობის უფლების წარმოშობის ნორმატიულ საფუძველს წარმოადგენს.

7.5 . სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოვლენილია სწორედ სსკ-ის 267.3-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობაა. კერძოდ, ერთი მხრივ, გამქირავებელს დამქირავებლის მიმართ გააჩნია მოთხოვნა (გადასახდელი ბინის ქირა) და, მეორე მხრივ, დამქირავებლის კუთვნილი ნივთები გამქირავებელთან იმყოფება. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა სსკ-ის 267-ე მუხლის შესაბამისად აპელანტისათვის მოსარჩელის კუთვნილ სადავო ნივთებზე კანონისმიერი გირავნობის უფლებას წარმოშობდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.

7.6 . სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კანონისმიერი გირავნობის ფარგლებში გამქირავებლის მფლობელობაში არსებული დამქირავებლის კუთვნილი ნივთების ღირებულება გადასახდელი ქირის (დავალიანების) ოდენობას აღემატებოდა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო მოითხოვა:

8.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია;

8.1.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა შეაფასა მფლობელობით გირავნობად, როდესაც მხარეთა შორის არ ყოფილა აღნიშნულზე არც წერილობითი და არც ზეპირი შეთანხმება;

8.1.3. სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა სსკ-ის 267-ე მუხლზე, როგორც კანონისმიერი გირავნობის ნორმატიულ საფუძველზე, თუმცა, აღნიშნულ სამართლებრივ ნორმას საკითხთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს და ეხება საგნის რამდენჯერმე დაგირავებასა და გირავნობის უფლებათა რიგითობას;

8.1.4. სადავო ნივთები მოპასუხის მფლობელობაში იძულების გზით გადავიდა, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

13. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 267-ე მუხლის დანაწესი კანონისმიერი გირავნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 267-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სსკ-ის 568-ე მუხლით /ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. გირავნობის უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან ერთად, თუკი ეს განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად/ გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.

14. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ სსკ-ის 267.3-ე მუხლის მოწესრიგება განსახილველ დავას შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გამქირავებლის კანონისმიერი გირავნობის უფლება დამქირავებლის იმ ნივთებზე, რომლებიც დაქირავებულ ბინაში იმყოფება, დამქირავებლის მიერ ქირის თანხის სრულად გადაუხდელობის გამო.

15. კანონისმიერი გირავნობის ინსტიტუტი კანონის საფუძველზე არსებობს და მისი წარმოშობა მხარეთა ნებასა თუ შეთანხმებაზე დამოკიდებული არ არის. „moTxovnis uzrunvelyofis saSualebebi iyofian uzrunvelyofis sanivTo da valdebulebiT – samarTlebriv saSualebad. sanivTo uzrunvelyofis saSualebebs miekuTvneba giravnoba da ipoTeka. kanoni erTmaneTisagan ganasxvavebs saxelSekrulebo giravnobasa da kanonismier giravnobas. saxelSekrulebo giravnobis dros mxareebi calke xelSekrulebas deben giravnobis Taobaze, xolo kanonismieri giravnobis SemTxvevebs kanoni pirdapir iTvaliswinebs (sk-is 568-e, 634-e, 776-e muxlebi da a,S. aseve, sazRvao kodeqsis 82-e muxli). aseT SemTxvevaSi urTierTobis monawileebs Soris SeTanxmeba savaldebulo ar aris.

ormxrivi valdebulebis zogadi principidan gamomdinare, pirs (kreditors), romelic marTlzomierad flobs sxvis qonebas, ufleba aqvs daakavos misi gadacema movalis mier am qonebasTan dakavSirebuli valdebulebis Sesrulebamde. nivTis dakavebis ufleba valdebulebis Sesrulebis uzrunvelyofis saSualebaa da gamoixateba kreditoris mier movalis qonebis dakavebaSi im moTxovnis dakmayofilebis uzrunvelsayofad, romlis Sesrulebis vada ukve dadga. amitom, dakavebuli nivTis mimarT gamoiyeneba giravnobis Sesabamisi normebi“ (იხ. სუსგ ას-1147-1394-05, 18.04.2006 წ.).

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება

18. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ. გ-ას (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N12371241, გადახდის თარიღი 2017 წლის 9 თებერვალი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე