Facebook Twitter

საქმე №ა-1904-შ-50-2017 3 ნოემბერი 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ს. ე. გ.

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს. ე. გ-ს სარჩელი. გაუქმდა ა. ს. ე. გ და ე. ა-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის რეგისტრაციის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №---; განქორწინების შემდეგ, 2009 წლის 23 ნოემბერს დაბადებული ა. ო. ე. ო. და 2012 წლის 2 მარტს დაბადებული ა. თ. ე. ო დარჩნენ დედის მზრუნველობაში; ე. ა-ს ა. ს. ე. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - ა. ო. ე. ო-ს, დაბადებული 2009 წლის 23 ნოემბერს, და ა. თ. ე. ო-ს, დაბადებული 2012 წლის 2 მარტს, რჩენის მიზნით, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 აზერბაიჯანული მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით, 2016 წლის 16 მარტიდან შვილების სრულწლოვანებამდე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 6 მაისის №--- წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ა. ს. ე. გ-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ე. ა-ის მიმართ 2016 წლის 28 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისთვის განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 29 აგვისტოდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 15 თებერვალს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე ე. ა-ი ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს მიერ მოცემული საქმის სასამართლოში განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ინფორმირებული იყო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით ა. ს. ე. გ-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ა. ს. ე. გ-ს შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინების ასლების ე. ა-ისთვის ჩაბარება.

7. 2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი-გამომძიებლის ბ. ა-ის წერილითა და მასზე თანდართული უკუგზავნილით დასტურდება, რომ ე. ა-მა 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩაიბარა შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინების ასლები. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ს. ე. გ-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

12. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს. ე. გ-ს სარჩელი; გაუქმდა ა. ს. ე. გ-სა და ე. ა-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის რეგისტრაციის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №---; განქორწინების შემდეგ, 2009 წლის 23 ნოემბერს დაბადებული ა. ო. ე. ო. და 2012 წლის 2 მარტს დაბადებული ა. თ. ე. ო. დარჩნენ დედის მზრუნველობაში; ე. ა-ს ა. ს. ე. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - ა. ო. ე. ო-ს, დაბადებული 2009 წლის 23 ნოემბერს, და ა. თ. ე. ო-ს, დაბადებული 2012 წლის 2 მარტს, რჩენის მიზნით, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 აზერბაიჯანული მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით, 2016 წლის 16 მარტიდან შვილების სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 აგვისტოდან და არ აღსრულებულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე. ა-ი საქართველოს მოქალაქეა.

13. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.

14. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.

15. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ს. ე. გ-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც: დაკმაყოფილდა ა. ს. ე. გ-ს სარჩელი; გაუქმდა ა. ს. ე. გ-სა და ე. ა-ს შორის 2011 წლის 13 აპრილს ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონის რეგისტრაციის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №---; განქორწინების შემდეგ, 2009 წლის 23 ნოემბერს დაბადებული ა. ო. ე. ო. და 2012 წლის 2 მარტს დაბადებული ა. თ. ე. ო. დარჩნენ დედის მზრუნველობაში; ე. ა-ს ა. ს. ე. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - ა. ო. ე. ო-ს, დაბადებული 2009 წლის 23 ნოემბერს, და ა. თ. ე. ო-ს, დაბადებული 2012 წლის 2 მარტს, რჩენის მიზნით, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 117 აზერბაიჯანული მანათის, სულ 234 მანათის ოდენობით, 2016 წლის 16 მარტიდან შვილების სრულწლოვანებამდე;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე