საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1472-შ-31-2018 29 მარტი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. ვ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, კოლუმბიის ოლქის სამოქალაქო საქმეთა უმაღლესი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის N17-6456 გადაწყვეტილება
დავის საგანი – სახელის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, კოლუმბიის ოლქის სამოქალაქო საქმეთა უმაღლესი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის N17-6456 გადაწყვეტილებით სრულწლოვან პირს, ვ. ვ-ს შეეცვალა სახელი და იწოდება, როგორც ვ. თ-ა.
2. ვ. ვ-ის წარმომადგენელმა ი. თ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აშშ-ის, კოლუმბიის ოლქის სამოქალაქო საქმეთა უმაღლესი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის N17-6456 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, სახელის შეცვლის თაობაზე, რათა კანონით დადგენილი წესით შესაბამისი ცვლილება შევიდეს იმ აქტებსა და დოკუმენტებში, რომელნიც საჭიროებენ აღნიშნულ ცვლილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და დაასკვნა, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა აშშ-ის, კოლუმბიის ოლქის სამოქალაქო საქმეთა უმაღლესი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის N17-6456 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
3. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უდავო წარმოების წესითაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება სრულწლოვანი პირის სახელის შეცვლის თაობაზე, კერძოდ, ვ. ვ-ის ნაცვლად სრულწლოვანი იწოდება, როგორც ვ. თ-ა.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
5. ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს აშშ-ის, კოლუმბიის ოლქის სამოქალაქო საქმეთა უმაღლესი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის N17-6456 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ვ. ვ. იწოდება, როგორც ვ. თ-ა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე
ზურაბ ძლიერიშვილი