Facebook Twitter

საქმე №ა-4804-შ-122-2017 16 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ნ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ჯ. მ.-სა და ჯ. ნ.-ის შორის 2006 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში ისანი-სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.

ჯ. მ.-ის წარმომადგენელმა მ. ა.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ესპანეთის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ჯ. მ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ჯ. მ.-ის შუამდგომლობა ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ჯ. მ.-ის შუამდგომლობა ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ჯ. მ.-სა და ჯ. ნ.-ის შორის 2006 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში ისანი-სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ესპანეთის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ჯ. მ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. მ.-ის შუამდგომლობა ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ესპანეთის ბარსელონას №45 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ჯ. მ.-სა და ჯ. ნ.-ის შორის 2006 წლის 25 აპრილს ქ.თბილისში ისანი-სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე