Facebook Twitter

საქმე №ა-4966-შ-127-2017 2 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფ. გ. ო. გ.ოვი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ. ო. ო.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. გ. ო. გ.ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. მ. ო. ო.-ს ფ. გ. ო. გ.ოვის სასარგებლოდ დაეკისრა ვალის – 3100 მანათისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 30 მანათის, სულ 3130 მანათის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ფ. გ. ო. გ.ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ფ. გ. ო. გ.ოვმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 20 ოქტომბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ფ. გ. ო. გ.ოვის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ფ. გ. ო. გ.ოვის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით რამდენჯერმე გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ. მ. ო. ო.-ს საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ. მ. ო. ო.-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფ. გ. ო. გ.ოვის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. გ. ო. გ.ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. მ. ო. ო.-ს ფ. გ. ო. გ.ოვის სასარგებლოდ დაეკისრა ვალის – 3100 მანათისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 30 მანათის, სულ 3130 მანათის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ფ. გ. ო. გ.ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 20 ოქტომბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე მ. მ. ო. ო.-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. გ. ო. გ.ოვის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამუხსკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. გ. ო. გ.ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. მ. ო. ო.-ს ფ. გ. ო. გ.ოვის სასარგებლოდ დაეკისრა ვალის – 3100 მანათისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 30 მანათის, სულ 3130 მანათის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე