ას-827-879-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ა. ა-ი, მ. მ-ი, ლ. თ-ი, ხ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ბანკი ...” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დავალიანების გადახდის იპოთეკით დატვირთულ საგანზე მიქცევა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ბანკი ...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ისა და ხ. მ-ის მიმართ სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის 2008 წლის 24 მარტსა და 2009 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარების, 2008 წლის 24 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს “ბანკი ...ს” სასარგებლოდ ა. ა-ისათვის 29 904.23 აშშ დოლარის, (ძირი თანხაა 27 604.6 აშშ დოლარი, პროცენტი – 2 035.01 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 264.62 აშშ დოლარი), 2009 წლის 16 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე _ 4 682.52 ლარის, (ძირი თანხა 4 193.33 ლარი, პროცენტი –361.6 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო –127. 59 ლარი) დაკისრების, თანხის გადახდევინების მიზნით, მ. მ-ის, ლ. თ-ის, ხ. მ-ის და მრ. მ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ... დიღომში, “ჩ-ში” მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების _ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის (სარეგისტრაციო ზონა თბილისი – ..., სექტორი – ..., კვარტალი – ..., ნაკვეთი ..., დაზუსტებული ფართობი 2300.00 კვ.მ, საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი ¹1, შენობა ნაგებობის ფართი 435.90 კვ.მ) სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის 2008 წლის 24 მარტს გაფორმდა ¹...1 საკრედიტო ხელშეკრულება და გაიცა კრედიტი 30000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით _ 2018 წლის 24 მარტამდე. ხელშეკრულების 2.6. მუხლის თანახმად, წლიური სარგებელი განისაზღვრა 16.50%-ით, ასევე განისაზღვრა მხარეთ შორის არსებული ვალდებულების შესრულების გრაფიკის შედგენა.
2008 წლის 14 აპრილს, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, მ. მ-ს, ლ. თ-ს, ხ. მ-სა და მრ. მ-ს (კანონიერი წარმომადგენელი მ.მ-ი, ლ.თ-ი) შორის გაფორმდა ¹ბ-056 იპოთეკის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის ¹1-2845) და სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ... დიღომში, “ჩ-ში” მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.
2009 წლის 16 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ¹00... რესტრუქტურიზებული საკრედიტო ბარათის სესხის ხელშეკრულება და მოხდა ა.ა-ის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების პირობებით გაცემული თანხისა და დავალიანების სრული რესტრუქტურიზაცია, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, კრედიტი და საპროცენტო სარგებელი დაებრუნებინა ერთდროულად. ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესაბამისად ათვისებულ თანხაზე მოხდა დარიცხული პროცენტისა და ჯარიმების შეკრება და ვალდებულების ჯამური ოდენობა განისაზღვრა 4936.13 ლარით. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 24 თვით _ 2011 წლის 16 ნოემბრამდე წლიური 30%-ის გათვალისწინებით, ასევე გაფორმდა სესხის დაფარვის გრაფიკი და განისაზღვრა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობა.
მოსარჩელის განმარტებით, სს “ბანკმა ...მ” თანხის გადაცემის თაობაზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად, თუმცა მოპასუხემ დაარღვია დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.
მოპასუხე ა. ა-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
შენობა-ნაგებობა არის კომლის საკუთრება. 2008 წელს ა.ა-ის მეუღლის წილი რაც იყო, აიზომა და იმაზე გაფორმდა კიდეც ხელშეკრულება. საჯარო რეესტრში შესული ცვილება, ხელშეკრულებაში არ ასახულა. როცა მოხდა ფართის აზომვა და დარეგისტრირება უნდა მომხდარიყო ქონების სხვა პირზე გასხვისება და ამიტომ მათი ინიციატივით დაზუსტდა ფართის ოდენობა. რეესტრის მონაცემებით იპოთეკა მთლიან შენობა-ნაგებობაზეა გავრცელებული, ხოლო ხელშეკრულებით _ ქონების ნაწილზე, რაზეც ადმინისტრაციულ კოლეგიაში წარდგენილი აქვს სარჩელი. ბანკი ცდილობს ის ნაწილიც, რაც არ დატვირთულა იპოთეკით, მიისაკუთროს. მის მიერ წარმოდგენილ იქნა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება და იქ დასტურდება, რომ იპოთეკა არ გავრცელდა ქონების მეორე ნაწილზე.
მოპასუხე ხ. მ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბანკი უსაფუძვლოდ ითხოვს იპოთეკით ბინის იმ ნაწილზე გავრცელებას და მის სარეალიზაციოდ მიქცევას, რომელზეც ხელშეკრულება არ დადებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ბანკი ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის 2008 წლის 24 მარტს გაფორმებული ¹...1 საკრედიტო ხელშეკრულება და 2009 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული ¹00... საკრედიტო ხელშეკრულება, მოპასუხე ა. ა-ს სს “ბანკი ...ს” სასარგებლოდ ¹...1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 29 904.23 აშშ დოლარის, ხოლო ¹00... ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 4 682.65 ლარის გადახდა, დადგინდა, რომ ¹...1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ა. ა-ისათვის დაკისრებული თანხის 29 904.23 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდევინება მოხდეს მ. მ-ის, ლ. თ-ის, ხ. მ-ისა და მრ. მ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისში, ... დიღომში, “ჩ-ში”, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის იძულებით რეალიზაციის გზით (იპოთეკის საგნის მახასიათებლებია _ სარეგისტრაციო ზონა _ თბილისი _ ..., სექტორი _ ..., კვარტალი _ ..., ნაკვეთი _ ..., დაზუსტებული ფართობი _ 2300.00 კვ.მ., საკუთრების ტიპი _ თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ¹1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 435.90 კვ.მ).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ისა და ხ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2008 წლის 24 მარტს სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის გაფორმდა ¹... საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 16.5%. 2009 წლის 16 ნოემბერს სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის გაფორმდა ¹... რესტრუქტურიზებული საკრედიტო ბარათის სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საერთო ჯამური ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 4 936.13 ლარის ოდენობით, კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 24 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%. 2008 წლის 24 მარტის ¹... საკრედიტო ხელშეკრულების მე-10 მუხლის და 2009 წლის 16 ნოემბრის ¹... რესტრუქტურიზებული საკრედიტო ბარათის სესხის ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას მსესხებელი იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საურავს კრედიტის ძირითადი დავალიანების 0,5 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე.Bბანკის მიერ დამატებით მიცემულ ვადაში დავალიანების სრულად ნებაყოფლობით დაუფარაობის შემთხვევაში, ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და მსესხებელს ეკისრება საურავი კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 12 პროცენტის ოდენობით. 2008 წლის 24 მარტს სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის გაფორმებული ¹...1 საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს “ბანკ ...ს” და მ. მ-ს, ლ. თ-ს, ხ. მ-სა და მრ. მ-ს შორის 2008 წლის 14 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება ¹ბ-056, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ. მ-ის, ლ. თ-ის, ხ. მ-ის და მრ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ... დიღომში, - 0.23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი ფართი 45.5 კვ.მ, დამხმარე ფართი 25.5 კვ.მ, სასარგებლო ფართი 71.0 კვ.მ, საზაფხულო ფართი 20.0 კვ.მ, სამეურნეო ფართი 25.0 კვ.მ, საქვაბის ფართი 5.0 კვ.მ). მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში. ზემოთ ხსენებული საკრედიტო დავალიანებების შესახებ, მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები. აღნიშნულ შეტყობინებებს რეაგირება არ მოჰყოლია. 2010 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით ¹57331 საკრედიტო ხელშეკრულებაზე მოპასუხეს ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირითადი თანხა 27 604.6 აშშ დოლარი, პროცენტი 2035.01 აშშ დოლარი, ჯარიმა 264.62 აშშ დოლარი. საკრედიტო ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება ჯამში შეადგენს 29 904.23 აშშ დოლარს. ¹99161 საკრედიტო ხელშეკრულებაზე მოპასუხეს ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირითადი თანხა 4193.33 ლარი, პროცენტი 361.6 ლარი, ჯარიმა 127.59 ლარი. საკრედიტო ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება ჯამში შეადგენს 4682.52 ლარს. იპოთეკის ხელშეკრულება ¹ბ-056, რეესტრის ნომერი ¹1-2845, დამოწმების თარიღი 2008 წლის 14 აპრილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია 2008 წლის 15 აპრილს. ჩანაწერის თანახმად იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრეების: ლ. თ-ის, მ. მ-ის, ხ. მ-ის, მრ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2300 კვ.მ და შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 435.90 კვ.მ, მდებარე ქ.თბილისში, ...ი დიღომი, “ჩ-ში”, (მიწის საკადასტრო კოდი ....). 2008 წლის 14 აპრილს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანს 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად წარმოადგენს, იპოთეკით დატვირთულ 2300 კვ.მ ფართზე განთავსებული 435.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ ხელშეკრულებაში მითითებულია ფართი 192 კვ.მ უძრავი ქონება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლითაც განსაზღვულია ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ცნება და დადგენილია, რომ იგი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთულ 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 435.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის ანუ იგი არის უფლებრივად დატვირთული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და არ განიხილება ცალკე უფლების ობიექტად, ვინაიდან ასეთი შემთხვევისათვის იგი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. არსებითი შემადგენელი ნაწილის სამართლებრივი ბედი მთლ.დაა დაკავშირებული ნივთთან და, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი, შეუძლებელია შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებელი განკარგვა, უფლებრივად დატვირთვა, ეს უნდა მოხდეს მიწასთან ერთად და იგი ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე არაა დამოკიდებული. ბათილია ისეთი სახელშეკრულებო დათქმა, რითაც მხარეს უნარჩუნდება საკუთრების უფლება მარტოოდენ არსებით შემადგენელ ნაწილებზე. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის, 311-ე, 312-ე მუხლების შესაბამისად, განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში რეესტრის ჩანაწერების უზუსტობა არ არის დამტკიცებული.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტი, რომ 2008 წლის 14 აპრილს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენს იპოთეკით დატვირთულ 2300 კვ.მ ფართზე განთავსებული 435.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა მთლ.დ, არამედ იპოთეკით დატვირთულია მხოლოდ 192 კვ.მ ფართი და აღნიშნა, რომ 2008 წლის 24 მარტს სს “ბანკ ...სა” და ა. ა-ს შორის გაფორმებული ¹...1 საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს “ბანკ ...სა” და მ. მ-ს, ლ. თ-ს, ხ. მ-ს და მრ. მ-ს შორის 2008 წლის 14 აპრილს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება ¹ბ-056, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ. მ-ის, ლ. თ-ის, ხ. მ-ის და მრ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქ.თბილისში, ... დიღომში მდებარე 0.23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი ფართი 45.5 კვ.მ, დამხმარე ფართი 25.5 კვ.მ, სასარგებლო ფართი 71.0 კვ.მ, საზაფხულო ფართი 20.0 კვ.მ, სამეურნეო ფართი 25.0 კვ.მ, საქვაბის ფართი 5.0 კვ.მ). იპოთეკის ხელშეკრულება ¹ბ-056, რეესტრის ნომერი ¹1-2845, დამოწმების თარიღი 2008 წლის 14 აპრილი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია 2008 წლის 15 აპრილს. ჩანაწერის თანახმად, იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრეების: ლ. თ-ის, მ. მ-ის, ხ. მ-ის, მრ. მ-ის საკუთრებაში არსებული 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 435.90 კვ.მ, მდებარე ქ.თბილისში, ... დიღომში, “ჩ-ში” (მიწის საკადასტრო კოდი ....). სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან შენობა-ნაგებობის იმ ნაწილზე იპოთეკის ფაქტობრივად არსებობას, რომელიც მოგვიანებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, როგორც კანონიერი ნაგებობა და აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ცალკე უფლების ობიექტად არ შეიძლება იყოს მიჩნეული, რადგანაც იპოთეკით დატვირთულ 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 435.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის ანუ იგი არის უფლებრივად დატვირთული მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და არ განიხილება ცალკე უფლების ობიექტად, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, რეესტრის ჩანაწერების უზუსტობა არ არის დამტკიცებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ 2008 წლის 14 აპრილს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანს 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად წარმოადგენს, იპოთეკით დატვირთულ 2300 კვ.მ ფართზე განთავსებული 435.90 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ა-მა, მ. მ-მა, ლ. თ-მა და ხ. მ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადასახდევინებლად ხელშეკრულებაში მითითებული იპოთეკის საგნის _ 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღმართული 192 კვ.მ შენობის სარეალიზაციოდ მიქცევა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დაადგინა მოთხოვნის უზრუნველყოფა იმ ნივთით, რომელიც იპოთეკის საგანს არ წარმოადგენდა, აღნიშნული გარემოება საქმეში არებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რაც გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. სასამართლომ ასევე არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 289-ე და 311-ე მუხლები, ამასთან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ იხელმძღვანელა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 9.1. მუხლითა და “უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის მე-10 და მე-13 მუხლებით, ამასთან, სს “ბანკ ...სა” და ა.ა-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების დებულებათა განმარტება არ მოხდა სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 340-ე მუხლების შესაბამისად.
კასატორთა განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომებზე წარმოდგენილი იყო არაუფლებამოსილი წარმომადგენლის, მიერ, რადგანაც საქმეში არსებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემულია ბანკსა და იურიდიულ ფირმას შორის და არა კონკრეტული პირის სახელზე და აღნიშნული არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ისა და ხ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ის და ხ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ის და ხ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს: ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ის და ხ. მ-ის უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ა-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-ის, მ. მ-ის, ლ. თ-ის და ხ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორებს: ა. ა-ს (პ/¹...), მ. მ-ს (პ/¹....), ლ. თ-სა (პ/¹...) და ხ. მ-ს (პ/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ “სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე” ა. ა-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.