საქმე №ას-204-204-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ღ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. მ-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ღ-ძის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით თ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ თ. ღ-ძეს (პირადი №0--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №20--, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. კ-ძის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის №ას-204-204-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით თ. ღ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ თ. ღ-ძეს (პირადი №0--) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №2--, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. კ-ძის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორის პირად ნომრად მიეთითა №0--, №0--- ნაცვლად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის სადავო უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე.
12. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის №ას-204-204-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს. კასატორის პირადი ნომერი „№0--“ გასწორდეს პირადი „№0--“-ით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის №ას-204-204-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა.
2. კასატორ თ. ღ-ძის პირადი ნომერი – „№0--“ გასწორდეს პირადი „№0--“-ით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე