საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-5273-შ-140-2017 27 მარტი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – შპს ''ი-ა'' (შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ს. რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ვ-ა'' (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. რ-ი (დირექტორი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება AC #480г/2016
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ი-ასა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, კრედიტორი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს „ვ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, მოვალე ან მოწინაამდეგე მხარე) შორის, 2016 წლის 18 აპრილს, გაფორმდა თვლის პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. 2016 წლის 8 ივლისის სპეციფიკაციით დადგენილია, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა მთლიანნაგლინი თვლები გოსტ 10791-2011, 1630 ცალი, 1 ცალი 330 აშშ დოლარად, საერთო ჯამში - 537 900 აშშ დოლარის ღირებულების.
3. ნასყიდობის ხელშეკრულების 10.2 ქვეპუნქტის თანახმად, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავები ექვემდებარება განხილვას ქ. კიევში. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში (შემდეგში: საარბიტრაჟო სასამართლო) მისი რეგლამენტის შესაბამისად, უკრაინის მატერიალური სამართლის გამოყენებით. საარბიტრაჟო სასამართლო შედგება ერთპიროვნული არბიტრისაგან. სასამართლო სხდომის გამართვის ადგილი - ქ. კიევი. საარბიტრაჟო პროცესის ენა - რუსული. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები მიიჩნევენ საბოლოოდ.
4. გამყიდველმა სარჩელით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს და, მყიდველის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოვალისათვის 537 900 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის დაკისრება მოითხოვა.
5. საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის AC #480г/2016 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული საქონლისათვის, მოპასუხეს 537 900 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლისათვის გადახდილი - 12 463,20 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც საერთო ჯამში - 550 363,20 აშშ დოლარს შეადგენს.
6. კრედიტორის წარმომადგენელმა 2017 წლის 20 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
7. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
9. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. მოვალემ 2018 წლის 16 იანვარს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების წინაპირობები არ არსებობს, რადგან მოპასუხე კანონით გათვალისწინებული წესით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლო განხილვის თაობაზე, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, გამოკვეთილია 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის (შემდეგში: კონვენცია) მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მეორე ნაწილით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა, რომ საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო.
12. მოპასუხის მოსაზრების ასლის ჩაბარების შემდეგ შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყებების გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
13. 2018 წლის 28 თებერვალს მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება ითხოვეს:
ერთის მხრივ, შპს ი-ა წარმოდგენილი მისი ადვოკატის ს. რ-ის მიერ, რომელიც მოქმედებს მინდობილობის საფუძველზე, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“, ხოლო
მეორეს მხრივ, შპს ვ-ა, წარმოდგენილი მისი დირექტორის გ. რ-ის მიერ, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,
ვინაიდან,
- წინამდებარე შეთანხმების მხარეებს შორის 2016 წლის 18 აპრილს დაიდო ყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულება #16-0854, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეს თვლის პროდუქციას;
- უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ერთპიროვნული არბიტრის ნიკოლაი ფედოსოვის ძე სელივონას შემადგენლობით მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 550’363,20 აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ;
- მოსარჩელის მიერ ქართული საადვოკატო ბიუროსთვის გადახდილმა საადვოკატო ხარჯებმა შეადგინა 5’000 აშშ დოლარი,
მხარეები წინამდებარე შეთანხმებით მორიგების შესახებ თანხმდებიან, რომ მოპასუხე 2018 წლის 31 დეკემბრამდე აუნაზღაურებს მოსარჩელეს თანხას 555’363,20 აშშ დოლარის ოდენობით (შემდგომში „დავალიანების თანხა“) ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:
1. მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს დავალიანების თანხა შემდეგი ტრანშებით მოცემული გრაფიკის შესაბამისად:
1.1. არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილისა - 50’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა - 50’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა - 50’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.4. არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა - 60’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.5. არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსა - 60’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.6. არაუგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა - 60’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.7. არაუგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა - 80’000 აშშ დოლარის ოდენობით;
1.8. არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა - 75’000 აშშ დოლარის ოდენობით.
1.9. არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა - 70’363.20 აშშ დოლარის ოდენობით;
2. წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე გადაუხდის მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,05% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (შემდგომში „პირგასამტეხლო“).
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალიწინებულ თარიღში მორიგი ტრანშის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 60 დღის განმავლობაში არ გადაიხდის შესაბამისი ტრანშის მინიმუმ 10%-ს, მოსარჩელე უფლებამოსილია წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის წინსწრებით დააკისროს მოპასუხეს დავალიანების თანხა, რასაც გამოაკლდება უკვე განხორციელებული გადახდები და პირგასამტეხლო რომელიც დაირიცხება დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე.
4. თუ მოპასუხე 2018 წლის 31 დეკემბრამდე სრულად არ დაფარავს მოსარჩელის მიმართ დავალიანების თანხას, მოსარჩელე 2019 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს დავალიანების თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდა პირგასამტეხლოსთან ერთად, რომელიც დაანგარიშდება დავალიანების თანხის სრულ გადახდამდე.
5. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები ან მოთხოვნები #16-0854 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებაში.
6. მოპასუხის ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებით, მოპასუხის მხრიდან მათი ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის თანახმად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა ჩაინიშნა 2018 წლის 27 მარტს, 14:00 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს.
15. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის სხდომაზე მომხსენებელმა მოსამართლემ გამოაქვეყნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი. მორიგების პირობებზე მსჯელობისას, მხარეთა მოსაზრებების დაზუსტების მიზნით, დაკორექტირდა მორიგების აქტის რამდენიმე პუნქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, ასევე, განუმარტა მხარეებს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე მიღწეული მორიგების სამართლებრივი შედეგები და დაასკვნა, რომ მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობა მათი მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წარმოდგენილ შუამდგომლობაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
16. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
17. მხარეებმა 2018 წლის 28 თებერვალს ერთობლივი განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მათ შორის გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება ითხოვეს.
18. 2018 წლის 27 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე საკასაციო სასამართლომ გამოაქვეყნა მორიგების აქტის პირობები, მხრეთა მოსაზრებების დაზუსტებისა და მორიგების სასამართლო განჩინებით დამტკიცების შედეგად, მისი აღსრულების ხელშწყობის მიზნით, დააკორექტირა რამდენიმე პუნქტი და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით:
ერთი მხრივ, შპს „ი-ას“, წარმოდგენილი მისი ადვოკატის ს. რ-ის მიერ, რომელიც მოქმედებს მინდობილობის საფუძველზე, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“, ხოლო მეორე მხრივ, შპს „ვ-ას“, წარმოდგენილი მისი დირექტორის გ. რ-ის მიერ, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“, შორის დამტკიცდეს წინამდებარე მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ვინაიდან,
- წინამდებარე შეთანხმების მხარეებს შორის 2016 წლის 18 აპრილს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება #16-0854, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეს თვლის პროდუქციას;
- უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ერთპიროვნული არბიტრის ნიკოლაი ფედოსოვის ძე სელივონას შემადგენლობით 2017 წლის 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება # AC #480г/2016 მოპასუხისთვის 550’363,20 (ხუთას ორმოცდაათი ათას სამას სამოცდასამი აშშ დოლარი და 20 ცენტი) აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ;
- მოსარჩელის მიერ ქართული საადვოკატო ბიუროსთვის გადახდილმა საადვოკატო ხარჯებმა შეადგინა 5’000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი;
მხარეები წინამდებარე შეთანხმებით მორიგების შესახებ თანხმდებიან, რომ მოპასუხე 2018 წლის 31 დეკემბრამდე აუნაზღაურებს მოსარჩელეს თანხას 555’363,20 (ხუთას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას სამოცდასამი აშშ დოლარი და 20 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით (შემდგომში „დავალიანების თანხა“) ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:
1. მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს დავალიანების თანხა შემდეგი ტრანშებით მოცემული გრაფიკის შესაბამისად:
1.1.არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილისა - 50’000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.2.არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა - 50’000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა - 50’000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.4.არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა - 60’000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.5.არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსა - 60’000 (სამოცი ათასი) აშშდოლარის ოდენობით;
1.6.არაუგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა - 60’000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.7. არაუგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა - 80’000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.8. არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა - 75’000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
1.9. არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა - 70’363.20 (სამოცდაათი ათას სამას სამოცდასამი აშშ დოლარი და 20 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
2. წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე გადაუხდის მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,05% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (შემდგომში „პირგასამტეხლო“).
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თარიღში მორიგი ტრანშის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში არ გადაიხდის შესაბამისი ტრანშის მინიმუმ 10 %-ს, მოსარჩელე უფლებამოსილია, წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის წინსწრებით დააკისროს მოპასუხეს გადასახდელად დარჩენილი დავალიანების თანხა, რომელსაც დაერიცხება პირგასამტეხლო 0.05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე.
4. თუ მოპასუხე 2018 წლის 31 დეკემბრამდე სრულად არ დაფარავს მოსარჩელის მიმართ დავალიანების თანხას, მოსარჩელე 2019 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოპასუხეს დავალიანების თანხის გადასახდელად დარჩენილი ნაწილის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, რომელიც დაანგარიშდება დავალიანების თანხის სრულ გადახდამდე.
5. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები ან მოთხოვნები #16-0854 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებაში;
6. მოპასუხის ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებით, მოპასუხის მხრიდან მათი ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის თანახმად.
19. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკის კონვენციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, მე-3, მე-4 მუხლების და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 356 22 მუხლით.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ნიუ-იორკის კონვენცია გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იხ. პირველი მუხლი), განსახილველი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის ერთპიროვნული არბიტრის გადაწყვეტილება, რაც ასევე, შეესაბამება კონვენციის პირველი მუხლის მეორე ნაწილს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო, რომელიც საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იხილავს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს, იყენებს კონვენციისეულ მიდგომას, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის დაწესებული იქნეს არსებითად უფრო რთული პირობები, ვიდრე დადგენილია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის (იხ. კონვენციის მე-3 მუხლი).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება აღსრულების ეტაპზეც შესაძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იხილავდა საკითხს უნდა მომხდარიყო თუ არა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე. იქამდე ვიდრე უზენაესი სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას გამყიდველის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მხარეებმა წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება და მორიგების აქტის დამტკიცება ითხოვეს. მორიგების დამტკიცების მიზნით გამართულ სხდომაზე მხარეებს დეტალურად განემარტათ მორიგებით საქმის წარმოების დამთავრების სამართლებრივი შედეგები.
22. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად გამყიდველის შუამდგომლობაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ ლახავს საჯარო წესრიგს და მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
24. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
25. შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო სასამართლოში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ერთი მხრივ, შპს „ი-ას“, წარმოდგენილი მისი ადვოკატის ს. რ-ის მიერ, რომელიც მოქმედებს მინდობილობის საფუძველზე, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“, ხოლო მეორე მხრივ, შპს „ვ-ას“, წარმოდგენილი მისი დირექტორის გ. რ-ის მიერ, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“, შორის დამტკიცდეს წინამდებარე მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
3. ვინაიდან,
- წინამდებარე შეთანხმების მხარეებს შორის 2016 წლის 18 აპრილს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება #16-0854, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეს თვლის პროდუქციას;
- უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ერთპიროვნული არბიტრის ნიკოლაი ფედოსოვის ძე სელივონას შემადგენლობით 2017 წლის 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება # AC #480г/2016 მოპასუხისთვის 550’363,20 (ხუთას ორმოცდაათი ათას სამას სამოცდასამი აშშ დოლარი და 20 ცენტი) აშშ დოლარის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ;
- მოსარჩელის მიერ ქართული საადვოკატო ბიუროსთვის გადახდილმა საადვოკატო ხარჯებმა შეადგინა 5’000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი;
4. მხარეები წინამდებარე შეთანხმებით მორიგების შესახებ თანხმდებიან, რომ მოპასუხე 2018 წლის 31 დეკემბრამდე აუნაზღაურებს მოსარჩელეს თანხას 555’363,20 (ხუთას ორმოცდათხუთმეტი ათას სამას სამოცდასამი აშშ დოლარი და 20 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით (შემდგომში „დავალიანების თანხა“) ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად:
1. მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს დავალიანების თანხა შემდეგი ტრანშებით მოცემული გრაფიკის შესაბამისად:
1.1.არაუგვიანეს 2018 წლის 30 აპრილისა - 50’000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.2.არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისისა - 50’000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა - 50’000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.4.არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა - 60’000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.5.არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოსა - 60’000 (სამოცი ათასი) აშშდოლარის ოდენობით;
1.6.არაუგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა - 60’000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.7. არაუგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა - 80’000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.8. არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა - 75’000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
1.9. არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა - 70’363.20 (სამოცდაათი ათას სამას სამოცდასამი აშშ დოლარი და 20 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
2. წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე გადაუხდის მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0,05% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (შემდგომში „პირგასამტეხლო“).
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თარიღში მორიგი ტრანშის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში არ გადაიხდის შესაბამისი ტრანშის მინიმუმ 10 %-ს, მოსარჩელე უფლებამოსილია, წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის წინსწრებით დააკისროს მოპასუხეს გადასახდელად დარჩენილი დავალიანების თანხა, რომელსაც დაერიცხება პირგასამტეხლო 0.05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე.
4. თუ მოპასუხე 2018 წლის 31 დეკემბრამდე სრულად არ დაფარავს მოსარჩელის მიმართ დავალიანების თანხას, მოსარჩელე 2019 წლის 1 იანვრიდან უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოპასუხეს დავალიანების თანხის გადასახდელად დარჩენილი ნაწილის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, რომელიც დაანგარიშდება დავალიანების თანხის სრულ გადახდამდე.
5. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზიები ან მოთხოვნები #16-0854 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებაში;
6. მოპასუხის ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებით, მოპასუხის მხრიდან მათი ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის თანახმად.
7. წარმოდგენილ შუამდგომლობაზე შეწყდეს წარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
8. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის იმავე შუამდგომლობით ხელმეორედ მიმართვა.
9. შპს “ი- ას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს №1513594602 საგადახდო დავალებით (გადამხდელი სპს „საადვოკატო ბიური კ-ა, ჟ-ი“ ს/კ 2-) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
10. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი