Facebook Twitter

საქმე №ა-2531-შ-69-2017 2 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ც-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ე. ც-ეს (დაბ: 01.01.1987წ.) რუსეთის მოქალაქე ლ. ლ-ას (დაბ: 17.07.1982წ.) სასარგებლოდ, 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული შვილის _ გ. ე-ს ძე ც-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა მყარად განსაზღვრული ალიმენტის _ 13 159 რუბლის გადახდა ყოველთვიურად (რაც გამოანგარიშებულ იქნა მოსკოვის მმართველობის 2016 წლის 29 ნოემბრის #794-ПП დადგენილების შესაბამისად, 2016 წლის მე-3 კვარტლის მიხედვით არსებული ბავშვის საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით) 2016 წლის 4 ივლისიდან გ. ე.ს ძე ც-ის სრულწლოვანებამდე ან ერთ-ერთი მხარის მატერიალური/ოჯახური პირობების სხვაგვარად შეცვლამდე. ამავე გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ლ-ამ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:

i) ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;

ii) მოპასუხე ე.ც-ეს საქმის მასალები, მათ შორის, შეტყობინება საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე გაეგზავნა „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით დადგენილი წესით, თუმცა, საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მხრიდან ვერ მოხერხდა დოკუმენტების ადრესატისათვის ჩაბარება, შესაბამისად, საქმე განხილულია მხარის დაუსწრებლად;

iii) ე. ც-ე საქართველოს მოქალაქეა;

iiii) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მხარე არ ასრულებს ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, რძალს _ ნ. დ-ეს (პ/#....), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევის წინაპირობაა, ამასთანავე, ე.ც-ეს არც განსაზღვრულ ვადაში და არც ამ ვადის გასვლის შემდგომ არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გადმოსაცემად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ე. ც-ეს (დაბ: 01.01.1987წ.) რუსეთის მოქალაქე ლ. ლ-ას (დაბ: 17.07.1982წ.) სასარგებლოდ, 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული შვილის _ გ. ე.ს ძე ც-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა მყარად განსაზღვრული ალიმენტის _ 13 159 რუბლის გადახდა ყოველთვიურად (რაც გამოანგარიშებულ იქნა მოსკოვის მმართველობის 2016 წლის 29 ნოემბრის #794-ПП დადგენილების შესაბამისად, 2016 წლის მე-3 კვარტლის მიხედვით არსებული ბავშვის საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით), 2016 წლის 4 ივლისიდან გ. ე.ს ძე ც-ის სრულწლოვანებამდე ან ერთ-ერთი მხარის მატერიალური/ოჯახური პირობების სხვაგვარად შეცვლამდე. ამავე გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ლ-ამ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკლცებულებებით დასტურდება, რომ:

i) ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;

ii) მოპასუხე ე.ც-ეს საქმის მასალები, მათ შორის, შეტყობინება საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე გაეგზავნა „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციით დადგენილი წესით, თუმცა, საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მხრიდან ვერ მოხერხდა დოკუმენტების ადრესატისათვის ჩაბარება, შესაბამისად, საქმე განხილულია მხარის დაუსწრებლად;

iii) ე. ც-ე საქართველოს მოქალაქეა;

iiii) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მხარე არ ასრულებს ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ე. ც-ეს (დაბ: 01.01.1987წ.) რუსეთის მოქალაქე ლ. ლ-ას (დაბ: 17.07.1982წ.) სასარგებლოდ 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული შვილის _ გ. ე.ს ძე ც-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა მყარად განსაზღვრული ალიმენტის _ 13 159 რუბლის გადახდა ყოველთვიურად (რაც გამოანგარიშებულ იქნა მოსკოვის მმართველობის 2016 წლის 29 ნოემბრის #794-ПП დადგენილების შესაბამისად, 2016 წლის მე-3 კვარტლის მიხედვით არსებული ბავშვის საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით), 2016 წლის 4 ივლისიდან გ. ე.ს ძე ც-ის სრულწლოვანებამდე ან ერთ-ერთი მხარის მატერიალური/ოჯახური პირობების სხვაგვარად შეცვლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ლ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის სტროგინოს რაიონის #146 სასამართლო დაწესებულების მომრიგებელი მოსამართლის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ე. ც-ეს (დაბ: 01.01.1987წ.) რუსეთის მოქალაქე ლ. ლ-ას (დაბ: 17.07.1982წ.) სასარგებლოდ 2009 წლის 26 სექტემბერს დაბადებული შვილის _ გ. ე.ს ძე ც-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკიკსრა მყარად განსაზღვრული ალიმენტის _ 13 159 რუბლის გადახდა ყოველთვიურად (რაც გამოანგარიშებულ იქნა მოსკოვის მმართველობის 2016 წლის 29 ნოემბრის #794-ПП დადგენილების შესაბამისად, 2016 წლის მე-3 კვარტლის მიხედვით არსებული ბავშვის საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით) 2016 წლის 4 ივლისიდან გ. ე.ს ძე ც-ის სრულწლოვანებამდე ან ერთ-ერთი მხარის მატერიალური/ოჯახური პირობების სხვაგვარად შეცვლამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური