გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-72-კს-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 02.1198წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოქალაქეების: ჟ. ბ-ის, მ. ლ-ის, ნ. მ-ისა და მ. გ-ს სარჩელი, კანონიერად იქნა ცნობილი ქ. თბილისის აეროპორტის აეროვაგზლის წინამდებარე ტერიტორიაზე სამი სავაჭრო ჯიხურის განთავსება და მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ამ ჯიხურების მესაკუთრეებად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობამ 09.12.99წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამგორის რაიონის სასამართლოს 07.11.98წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საქმის განხივლის დროს სამგორის რაიონის გამგეობა მოწვეული არ იყო მხარედ სასამართლო პროცესზე, რითაც დაირღვა სსკ-ს 422-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნები.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 29.01.2000წ. განჩინებით თბილისის სამგორის რაიონის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 31.05.02წ. განჩინებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლის 29.01.2000წ. განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ჟ. ბ-ემ, მ. ლ-ემ, ნ. მ-მა და მ. გ-მ. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა საერთოდ არ წარმოადგენდა მხარეს იმ სასამართლო პროცესში, რომელზეც 02.1198წ. მიღებულ იქნა გადაწყვტილება. კერძო საჩივრის ავტორებმა არ გაიზიარეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამგეობა სასამართლოში შეტანილი განცხადებით ერთდროულად ითხოვდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვას. აღნიშნულიდან გამონდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 31.05.02წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოს სხვა კოლეგიაში დაბრუნება.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.09.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გასაჩივრებული 31.05.02წ. განჩინება წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოტანილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული გამგეობის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე. სსკ-ს 391-ე მუხლის შესაბამისად, ასეთი სახის განჩინება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლებების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო წესით. აღნიშნულზე მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ განჩინება კასაციურია და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ძმები ...ის ქუჩა ¹32-ში, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, საოლქო სასამართლომ სრულად დაიცვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის დებულებები და პროცესის მონაწილე პირებს წერილობითი ფორმით განუმარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, ვადა და წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 31.05.02წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი არის დაუშვებელი, შესაბამისად უმართებულოა სააპელაციო პალატის მიერ კერძო საჩივრის არსებითი განხილვის შედეგად 20.09.02წ. განჩინებით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 419-ე, 418-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.09.02წ. განჩინება. მოქალქეების: ჟ. ბ-ეს, მ. ლ-ეს, ნ. მ-ს, მ. გ-ს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.