Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/236 16 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. Eისკაძე, მოსამართლეების: ლ. ისაკაძის, ლ. ქაჯაიას

განიხილა კომერციული ბანკის „გ.“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე ნ. გ-ძის სარჩელის გამო კომერციული ბანკი „გ.“ და

„ს. სავაჭრო ბანკის“ მიმართ საკონვერტაციო თანხის დაბრუნებისა და ზარალის გადახდევინების შესახებ.

პალატამ, რომელმაE მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ისაკაძის მოხსენება,

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს კომერციული ბანკის „გ.“ და მისი

ფილიალის „მ.“ მიმართ და აღნიშნა, რომ 1998 წლის 28 ოქტომბერს მან „მ.“ საკონვერტაციოდ შეიტანა 9.000 ლარი, რომელიE ბანკს უნდა დაებრუნებინა სამ დღეში ე. ი. 1998 წლის 1 ნოემბრამდე. დაპირებების მიუხედავად, ბანკს არ დაუბრუნებია მისთვის თანხა. იმის გამო, რომ „მ.“ კომერციული ბანკის „გ-ს“ ფილიალია, მეწარმეთა კანონის თანახმად მოსარჩელემ მოითხოვა ორივე ბანკს დაკისრებოდა მის სასარგებ-ლოდ 9.000 ლარისა და მიყენებული ზიანის - 2.500 ლარის, სულ 11.500 ლარის გადახდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 1999 წლის 17 ივნისის გადაწყვეტი-ლებით,

რომელიE უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, „გ. ბანკსა“ და მისი ყოფილი ფილიალის „მ. ბანკის“ სამართალ-მემკვიდრეს „ს. სავაჭრო ბანკს“ დაეკისრა ნ. გ-ის სასარგებლოდ 8.164 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

საკასაEიო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას.

პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო პალატას.

პალატამ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიEებულებები, რითაE დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

პალატამ სათანადოდ არ შეამოწმა მოსარჩელის მიერ „მ. ბანკში“ საკონვერტაციოდ შეტანილ თანხაზე გამოწერილი ქვითრის რეალობა. მასზე სრულად არ არის შევსებული რეკვიზიტები. კერძოდ, ეს ქვითარი ხელმოუწერილია ბუღალტრისა და მოლარის მიერ. პალატამ Eცალსახად მიიჩნია ეს ბანკის თანამშრო-მელთა ბრალად (თითქოსდა კლიენტი არ არის ვალდებული მოსთხოვოს ბანკს ქვითრის სათანადო წესით შევსება) და არ გაარკვია მისი სათანადოდ შეუვსებლობის მიზეზი.

კასატორი სადავოდ ხდის პალატის მიერ მტკიცებულებად მიღებულ "ს. სავაჭრო ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გ. შ-ძის 1999 წლის 5 მაისით დათარიღებულ წერილს (ს. ფ. 7), რადგან 1999 წლის 30 აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია ჩამოართვა "ს. სავაჭრო ბანკს“.

სააპელაციო პალატამ, რომელმაE სოლიდარულად დააკისრა სადავო თანხის გადახდა „გ. ბანკსა“ და "ს. სავაჭრო ბანკს“, სათანადოდ არ გაარკვია „ს. სავაჭრო ბანკის“ პასუხისმგებლობა ამ დავაში. მო-სარჩელე აღნიშნავს, რომ საკონვერტაციოდ შეიტანა

„გ.-ბანკის“ ფილიალში - „მ. ბანკში“. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 28-ე და

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლების შესაბამისად ფილიალი არის განEალკევებული ქვედანაყოფი, რომელიE არ არის იურიდიული პირი, რომელსაE არ ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო ამ საქმეზე სააპელაEიო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად უნდა გაუქმდეს.

პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 8 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.