საქმე №ა-4053-შ-113-2016 10 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, გაისლინგენის შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, გაისლინგენი შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე 2006 წლის 20 იანვარს რეგისტრირებული #მნ ... ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ბ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების შესწავლის საფუძველზე დასტურდება, რომ:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, ადვოკატების მეშვეობით მონაწილეობდნენ პროცესში;
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 25 აგვისტოს;
გ) გარდა იმისა, რომ ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ეს განჩინება, საქმის მასალებთან ერთად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, ამასთან, რადგანაც ა. ბ-ს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა, ასევე, არც რაიმე განცხადებით მოუმართავს სასამართლოსათვის, ა. ბ-ის მოთხოვნის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა გერმანიის, გაისლინგენის შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, გაისლინგენის შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოში, ქ.თბილისის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის წინაშე 2006 წლის 20 იანვარს რეგისტრირებული #მნ ... ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ბ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების შესწავლის საფუძველზე დასტურდება, რომ:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, ადვოკატების მეშვეობით მონაწილეობდნენ პროცესში;
ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 25 აგვისტოს;
გ) გარდა იმისა, რომ ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ:
ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები;
გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში;
დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება;
ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს;
ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი;
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, გაისლინგენის შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის შუამდგომლობა გერმანიის, გაისლინგენის შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, გაისლინგენის შტაიგეზეს პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში, მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით 2006 წლის 20 იანვარს რეგისტრირებული #მნ... ქორწინება მეუღლეებს შორის ჩაითვალა შეწყვეტილად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური