საქმე №ას-833-779-2017 5 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნვენველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინება და თ. და ნ. ნ-ების სარჩელი შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ისა და შპს „ა-ის“ მიმართ, შპს „ბ-ის პარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ:
ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ბ-ის“ (ს/კ #...) საბანკო ანგარიშს სს „ლ-ში“ (ანგარიშის ნომერი - GE...);
ბ) ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. და ნ. ნ-ების განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საქართველოს ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში შპს „ბ-ის“ (ს/კ #...) ყველა შესაძლო საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებს 1 040 000 (ერთი მილიონ ორმოცი ათასი) ლარის ფარგლებში. შპს „ბ-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების (მარკა/მოდელი _ ტოიოტა ლენდკრუიზერი, LC 200, შავი ფერის, გამოშვების წელი _ 2014, სანომრე ნიშანი _ ..., საიდენტიფიკაციო ნომერი J..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა _ T..., გაცემული 2014 წლის 6 აგვისტოს) გასხვისება.
რაიონული სასამართლოს ხსენებული განჩინებები უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლომ, როგორც უკვე ითქვა, 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ. და ნ. ნ-ების სარჩელი განუხილველად დატოვა, არ უმსჯელია საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემული ნორმის დისპოზიციის, ასევე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 თებერვლისა და 23 მარტის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლისა და 23 მარტის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიენები, რომლებითაც:
ა) ყადაღა დაედო შპს „ბ-ის“ (ს/კ #...) საბანკო ანგარიშს სს „ლ-ში“ (ანგარიშის ნომერი - GE...);
ბ) ყადაღა დაედო საქართველოს ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში შპს „ბ-ის“ (ს/კ #...) ყველა შესაძლო საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებს 1 040 000 (ერთი მილიონ ორმოცი ათასი) ლარის ფარგლებში;
გ) შპს „ბ-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების (მარკა/მოდელი _ ტოიოტა ლენდკრუიზერი, LC 200, შავი ფერის, გამოშვების წელი _ 2014, სანომრე ნიშანი _ ..., საიდენტიფიკაციო ნომერი J..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა _ T..., გაცემული 2014 წლის 6 აგვისტოს) გასხვისება.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე