საქმე №ა-824-შ-21-2018 13 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ბ.-
მოწინააღმდეგე მხარე – უ. პ. მ. ბ.-
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. ბ.-სა (შ.-ე) და უ. პ. მ. ბ.-ს შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს შტუტგარტ-უნტერტურკჰაიმის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი: ...).
ნ. ბ.-ის წარმომადგენელმა თ. ნ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 14 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. ბ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. ბ.-სა (შ.-ე) და უ. პ. მ. ბ.-ს შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს შტუტგარტ-უნტერტურკჰაიმის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი: ...). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 14 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ნ. ბ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ.-ის შუამდგომლობა გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შტუტგარტის ბად კანშტადტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ. ბ.-სა (შ.-ე) და უ. პ. მ. ბ.-ს შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს შტუტგარტ-უნტერტურკჰაიმის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი: ...).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე