საქმე №ა-1260-შ-27-2018 31 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. კ.-
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის მეურვედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით 2004 წლის 20 მარტს დაბადებულ ს. გ.-ზე მშობლის მზრუნველობა დაეკისრა წინასწარ მხოლოდ დედას – ი. კ.-ს.
ი. კ.-ის წარმომადგენელმა მ. ფ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ი. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით ი. კ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ი. კ.-ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ე. გ.-ს საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ე. გ.-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. კ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით 2004 წლის 20 მარტს დაბადებულ ს. გ.-ზე მშობლის მზრუნველობა დაეკისრა წინასწარ მხოლოდ დედას – ი. კ.-ს.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ე. გ.-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბად ჰომბურგ ვ.დ. ჰოეს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც 2004 წლის 20 მარტს დაბადებულ ს. გ.-ზე მშობლის მზრუნველობა დაეკისრა წინასწარ მხოლოდ დედას – ი. კ.-ს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე