Facebook Twitter

საქმე №ა-1494-შ-32-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. მ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. მ.-ას სასარჩელო მოთხოვნა ა. გ.-ს ძე ფ.-ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა. ა. გ.-ს ძე ფ.-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება მისი შვილის, .. წლის .. ივლისს დაბადებულ მ. ა.ს ასულ ფ.-ას მიმართ. .. წლის .. ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი მ. ა.ს ასული ფ.-ა აღსაზრდელად დარჩა დედასთან, ქ. ნ.-ს ასულ მ.-სთან.

ქ. მ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 19 აპრილს. ამასთან, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ქ. მ.-ა საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით ქ. მ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ. მ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. მ.-ას სასარჩელო მოთხოვნა ა. გ.-ს ძე ფ.-ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა. ა. გ.-ს ძე ფ.-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება მისი შვილის, .. წლის ..ივლისს დაბადებულ მ. ა.ს ასულ ფ.-ას მიმართ. .. წლის .. ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი მ. ა.ს ასული ფ.-ა აღსაზრდელად დარჩა დედასთან, ქ. ნ.-ს ასულ მ.-სთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 19 აპრილს. ამასთან, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ ქ. მ.-ა საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. მ.-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ქ.ნოვოსიბირსკის დზერჟინსკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. მ.-ას სასარჩელო მოთხოვნა ა. გ.-ს ძე ფ.-ისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდა. ა. გ.-ს ძე ფ.-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება მისი შვილის, .. წლის .. ივლისს დაბადებულ მ. ა.ს ასულ ფ.-ას მიმართ. .. წლის .. ივლისს დაბადებული არასრულწლოვანი მ. ა.ს ასული ფ.-ა აღსაზრდელად დარჩა დედასთან, ქ. ნ.-ს ასულ მ.-სთან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური