Facebook Twitter

3გ-ად-84-კს-02 13 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ი. თ.-ის თანამდებობაზე აღდგენის დაუყოვნებელი აღსრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. თ.-ის სარჩელი, გაუქმდა შს მინისტრის 22.01.02 წ. ¹20 ბრძანების მე-4 პუნქტი ი. თ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაქვეითებით გამოყენების ნაწილში; ი. თ.-ე აღდგენილ იქნა სამუშაოდ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილის ან მის თანაბარ თანამდებობაზე, ი. თ.-ის თანხმობით; ი. თ.-ეს აუნაზღაურდა განვლილი პერიოდის განაცდურის ხელფასი. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განისაზღვრა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.

საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა ს. დვალმა კერძო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებდა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულება, სსკ-ს 269-ე მუხლის თანახმად, ცალკე სასამართლო სხდომაზე უნდა განხილულიყო, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს 08.10.02წ. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულების ნაწილში გადასინჯვას, გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.11.02წ. განჩინებით შსს წარმომადგენლის კერძო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის და საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივართან დაკავშირებით უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქნის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.01.03წ. განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.10.02წ. გადაწყვეტილება გაუქმდა მთლიანად, მათ შორის დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში, პალატა თვლის, რომ საქმის წარმოება შს სამინისტროს კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 268-ე, 272-ე, 269-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივართან დაკავშირებით.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.