Facebook Twitter

საქმე №ა-1708-შ-38-2018 20 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. კ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. კ.-სა და დ. კ.-ს შორის ქორწინება შეწყდა.

ვ. კ.-ის წარმომადგენელმა გ. ზ.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 12 მარტს და იგი აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ვ. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა დ. სოიდანის (კ.-ი) აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ მან განქორწინების შემდეგ დაიბრუნა ქორწინებამდე არსებული მისი გვარი სოიდანი და იგი თანახმაა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით ვ. კ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ვ. კ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. კ.-სა და დ. კ.-ს შორის ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 12 მარტს და იგი აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ვ. კ.-ი საქართველოს მოქალაქეა.

შუამდგომლობის ავტორმა ასევე წარმოადგინა დ. სოიდანის (კ.-ი) აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ მან განქორწინების შემდეგ დაიბრუნა ქორწინებამდე არსებული მისი გვარი სოიდანი და იგი თანახმაა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ.-სა და დ. კ.-ს შორის ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე