Facebook Twitter

საქმე №ა-2129-შ-52-2018 5 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ბ.-ს“ (საქართველო, ქ.თ.-ი, ს.-ის დ.-ი №.., ოფისი .., სარეგისტრაციო ნომერი: ..., სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: ..., ს/კ №...) ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ას“ (ბელარუსის რესპუბლიკა, მ.-კის ოლქი, ქ.ბ.-ი, მ.-ის გ.-ი, სარეგისტრაციო ნომერი: ..., სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: ..., გადამხდელი ანგარიში ნომერი: ...) სასარგებლოდ 2015 წლის 23 იანვრის №... ხელშეკრულების თანახმად, დაეკისრა 400426,14 ევროსა და 7202875 რუსული რუბლის გადახდა, მათ შორის, ძირითადი ვალის – 350426,14 ევროსა და 6202875 რუსული რუბლისა და 2016 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, პირგასამტეხლოს – 50000 ევროსა და 1000000 რუსული რუბლის გადახდა. უარი ეთქვა ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ას“ სასარჩელო მოთხოვნას 66694,08 ევროსა და 1646487,45 რუსული რუბლის დაკისრების თაობაზე. ასევე შპს „ბ.-ს“ რესპუბლიკის ბიუჯეტის (ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 5404,69 ევროს გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის მაისის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნას განსახილველად.

2018 წლის 18 ივნისს შპს „ბ.-ის“ დირექტორმა ს. რ.-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწუილში გადაწყვეტილების აღსრულების გადადება 3 თვით ან 5404,69 ევროს განაწილვადება 1 წლამდე ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ბ.-ს“ (საქართველო, ქ.თ.-ი, ს.-ის დ.-ი №.., ოფისი .., სარეგისტრაციო ნომერი: ..., სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: ..., ს/კ №...) ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ას“ (ბელარუსის რესპუბლიკა, მ.-ის ოლქი, ქ.ბ.-ი, მ.-ის გ.-ი, სარეგისტრაციო ნომერი: ..., სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: ..., გადამხდელი ანგარიში ნომერი: ...) სასარგებლოდ 2015 წლის 23 იანვრის №... ხელშეკრულების თანახმად, დაეკისრა 400426,14 ევროსა და 7202875 რუსული რუბლის გადახდა, მათ შორის, ძირითადი ვალის – 350426,14 ევროსა და 6202875 რუსული რუბლისა და 2016 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით, პირგასამტეხლოს – 50000 ევროსა და 1000000 რუსული რუბლის გადახდა. უარი ეთქვა ღია სააქციო საზოგადოება „ბ.-ას“ სასარჩელო მოთხოვნას 66694,08 ევროსა და 1646487,45 რუსული რუბლის დაკისრების თაობაზე. ასევე შპს „ბ.-ს“ რესპუბლიკის ბიუჯეტის (ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 5404,69 ევროს გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარე შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობას სავალდებულო აღსრულების გადადების ან თანხის განაწილვადების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის აქვს. განსახილველ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ არის, ამდენად, მისი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ბ.-ის“ დირექტორის – ს. რ.-ის შუამდგომლობა აღსრულების გადადების ან თანხის განაწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ბ.-ს“ (საქართველო, ქ.თ.-ი, ს.-ის დ.-ი №.., ოფისი .., სარეგისტრაციო ნომერი: ..., სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: ..., ს/კ №...) რესპუბლიკის ბიუჯეტის (ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 5404,69 ევროს გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური