საქმე №ა-2287-შ-56-2018 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ს.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. პ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა თ. ს.-სა და კ. პ.-სს შორის 2012 წლის 27 მარტს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის მმაჩის ბიურში რეგისტრირებული ქორწინება.
თ. ს.-ის წარმომადგენელმა ზ. მ.-ა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. ს.-ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით თ. ს.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. ს.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა თ. ს.-სა და კ. პ.-სს შორის 2012 წლის 27 მარტს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის მმაჩის ბიურში რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ თ. ს.-ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ს.-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ტრიკალას პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა თ. ს.-სა და კ. პ.-სს შორის 2012 წლის 27 მარტს თბილისის ისანი-სამგორის რაიონის მმაჩის ბიურში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური