Facebook Twitter

საქმე №ას-817-817-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. გ.-ე, მ. გ.-ე, ი. გ.-ე და ნ. გ.-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ბ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ბ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ისა და ნ. გ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ისა და ნ. გ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.ქ.-ში, დ.-ის ქ. №..-ში მდებარე გ. ბ.-ის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ №... და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე გ. ბ.-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ.-ემ, მ. გ.-ემ, ი. გ.-ემ, ნ. გ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აპრილის განჩინებით ბ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ისა და ნ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ.-ემ, მ. გ.-ემ, ი. გ.-ემ, ნ. გ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით ბ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ისა და ნ. გ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

2018 წლის 11 ივლისს კასატორებმა ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი და წარმოადგინეს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ისა და ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინების ასლი კასატორებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. კასატორებმა ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინეს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი. ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მათ უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ისა და ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კასატორებს – ბ. გ.-ეს, მ. გ.-ეს, ი. გ.-ესა და ნ. გ.-ეს დაუბრუნდეთ ბ. გ.-ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი