Facebook Twitter

საქმე №ას-895-2018 2 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ი.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. თ.-ე, ნ. თ.-ე, მ. ხ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. თ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – მ. ი.-ის, ნ. ხ.-ის, ნ. ხ.-ის, მ. ხ.-ისა და ს. ხ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

ნ. ხ.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ი.-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა.

თ. ხ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – მ. თ.-ისა და ნ. თ.-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელით მოსარჩელე მ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების – ს. ხ.-ის, მ. ხ.-ის, მ. ი.-ის, ნ. ხ.-ის და ნ. ხ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თ.-ში, ა.-ის ქ. №..-ში (დღეის მდგომარეობით კ.-ის ქ. ..) მდებარე მ. თ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი, ს/კ ..., რაც შეადგენს უძრავი ნივთის 5/6 ნაწილს; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი; ნ. ხ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა .. წლის .. სამკვიდრო მოწმობის, გაცემული მ. ხ.-ის სამკვიდრო ქონებაზე თ. ხ.-ის სასარგებლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მ. ხ.-ის მემკვიდრე მ. ხ.-ის მისაღები სამკვიდროს ნაწილში, რაც შეადგენს მთლიანი სამკვიდრო ქონების 5/36 ნაწილს, 2015 წლის 7 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის მამკვიდრებელ თ. ხ.-ის სამკვიდრო ქონებაზე მ. და ნ. თ.-ის მიღებული სამკვიდროს 5/36 ნაწილში, გარიგების სამკვიდროს მიღებაზე უარის მ. ხ.-ის მიერ გაცემული თ. ხ.-ის სასარგებლოდ 2010 წლის 9 ოქტომბრის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ნ. ხ.-ის მოთხოვნა მამკვიდრებელ მ. ხ.-ის სამკვიდრო ქონების 5/36 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე თ. ხ.-ის სასარჩელო მოთხოვნები - ა) ბათილად იქნეს ცნობილი .. წლის .. ნოტარიუს თ. გ.-ის მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ... ნოტარიუს ი. ნ.-ის მიერ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მ. თ.-ემ და ნ. თ.-ემ თანაბარწილად მიიღეს ქ.თ.-ში, ა.-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონების, 5/6 საკუთრების წილი, საკადასტრო კოდი ...; გ) ბათილად იქნეს ცნობილი მ. და ნ. თ.-ეს შორის ... წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება; დ) თ. ხ.-ე ცნობილი იქნეს ქ.თ.-ში, ა.-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ... თანამესაკუთრედ 5/6 საკუთრების წილზე, არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მ. თ.-ის მოთხოვნა მოპასუხე თ. ხ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ.თ.-ში, ა.-ის ქ. №..-ში (დღეის მდგომარეობით კ.-ის ქ. ..) მდებარე მ. თ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი, ს/კ ..., რაც შეადგენს უძრავი ნივთის 5/6 ნაწილს, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაასაჩივრეს მ. ი.-მა, ნ. ხ.-ემ, ნ. ხ.-ემ, თ. ხ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ი.-ის, ნ. ხ.-ის, ნ. ხ.-ისა და თ. ხ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორმა პირადად ჩაიბარა 2018 წლის 13აპრილს (იხ. ტ.3, ს.ფ.383), ხოლო საკასაციო საჩივარი მ. ი.-მა შეიტანა 2018 წლის 7 მაისს (იხ. ტ.3, ს.ფ.410-417), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 14 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 4 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი