საქმე №ა-5050-შ-128-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. დ-შ
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-შ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. დ-ში და მ. დ-ში განქორწინდნენ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. დ-შმა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შინაარსის შესწავლით ირკვევა, რომ:
3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ და მონაწილეობდენ საქმის განხილვაში;
3.2. მხარეებს თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში 2017 წლის 26 სექტემბერს;
3.3. გადაწყვეტილება აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე;
3.4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემრის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, თუმცა ეს განჩინება თანდართული მასალებით მოწინააღმდეგე მხარეს არ გაგზავნია, რადგანაც საქმის განხილვის თაობაზე მისი ინფორმირების ფაქტი დასტურდება სათანადოდ დამოწმებული ხელწერილით, რომლის თანახმადაც, მხარე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე და იგი არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. დ-შის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. დ-ში და მ. დ-ში განქორწინდნენ;
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. დ-შმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შინაარსის შესწავლით ირკვევა, რომ:
3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ და მონაწილეობდენ საქმის განხილვაში;
3.2. მხარეებს თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში 2017 წლის 26 სექტემბერს;
3.3. გადაწყვეტილება აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე;
3.4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ-შის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-13 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. დ-ში და მ. დ-ში განქორწინდნენ.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი