საქმე №ა-3315-შ-86-2017 15 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - კ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი (ქალიშვილობის გვარი ი-ი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით 1988 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქე ა. ა-სა (ქალიშვილობის გვარი ი-ი) და 1983 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ქ- (კ.) ა-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კ. ა-მა და მოითხოვა აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განაჩენის, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;
ბ) განაჩენი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 30 მაისს;
გ) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა (რაც, ასევე დასტურდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით);
დ) კ. ა-ის განმარტებით, განაჩენი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ კ. ა-ის შუამდგომლობა თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით 1988 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქე ა. ა-სა (ქალიშვილობის გვარი ი-ი) და 1983 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ქ- (კ.) ა-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კ. ა-მა და მოითხოვა აღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განაჩენის, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;
ბ) განაჩენი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 30 მაისს;
გ) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა (რაც ასევე დასტურდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით);
დ) კ. ა-ის განმარტებით, განაჩენი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენი, რომლითაც 1988 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქე ა. ა-სა (ქალიშვილობის გვარი ი-ი) და 1983 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ქ- (კ.) ა-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ა-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის ბუიუქჩექმეჯეს მე-2 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენი, რომლითაც 1988 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქე ა. ა-სა (ქალიშვილობის გვარი ი-ი) და 1983 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე ქ- (კ.) ა-ს შორის 2011 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი