Facebook Twitter

საქმე №ა-2910-შ-78-2017 30 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ო. ტ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ტ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ა-ს ასული ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბ. ი-ს ძე ტ-ას, დაბადებულს 1966 წლის 5 ოქტომბერს, ჩამოერთვა მამობის უფლება 2004 წლის 23 ივლისს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის _ დ. ბ-ს ასული ტ-ას მიმართ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებლის _ 107 გრივნისა და 30 კაპიკის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო. ტ-ამ და მოითხოვა მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების, მის სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) მოპასუხეს ეცნობა სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის;

ბ) სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ტ-ა არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენა-აღზრდაში, არ ზრუნავს მის ფიზიკურ განვითარებაზე, არ ინტერესდება შვილის ჯანმრთელობით, სწავლით და სხვა, რაც გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველია;

გ) მცირეწლოვანი დ. ტ-ა ცხოვრობს დედასთან;

დ) მესამე პირს _ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო არგუმენტები არ გამოუთქვამს, ხოლო, მისი დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილადაა მიჩნეული მოპასუხისათვის მამობის უფლების ჩამორთმევა;

ე) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 26 იანვარს;

ვ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ხსენებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, თუმცა არასრულწლოვანს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა, მათ შორის - საქართველოსი და მისთვის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასაღებად ო.ტ-ას ესაჭიროება უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს ეზღუდება შვილის საზღვარგარეთ გადაადგილების შესაძლებლობა;

ზ) წარმოდგენილი ბინადრობის მოწმობით დასტურდება წინამდებარე დავის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი), რამდენადაც ო. ტ-ას გააჩნია ადგილსამყოფელი საქართველოში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ო. ტ-ას შუამდგომლობა მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ა-ს ასული ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ტ- ი-ს ძე ტ-ას, დაბადებულს 1966 წლის 5 ოქტომბერს, ჩამოერთვა მამობის უფლება 2004 წლის 23 ივლისს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის _ დ. ტ-ს ასული ტ-ას მიმართ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სასამართლო მოსაკრებლის _ 107 გრივნისა და 30 კაპიკის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო. ტ-ამ და მოითხოვა მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების, მის სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანისა და შუამდგომლობაზე დართული მასალების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) მოპასუხეს ეცნობა სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის;

ბ) სასამართლომ დაადგინა, რომ ტ- ტ-ა არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენა-აღზრდაში, არ ზრუნავს მის ფიზიკურ განვითარებაზე, არ ინტერესდება შვილის ჯანმრთელობით, სწავლით და სხვა, რაც გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველია;

გ) მცირეწლოვანი დ. ტ-ა ცხოვრობს დედასთან;

დ) მესამე პირს _ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო არგუმენტები არ გამოუთქვამს, ხოლო მისი დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილადაა მიჩნეული მოპასუხისათვის მამობის უფლების ჩამორთმევა;

ე) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2013 წლის 26 იანვარს;

ვ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ხსენებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, თუმცა არასრულწლოვანს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა, მათ შორის - საქართველოსი და მისთვის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასაღებად ო.ტ-ას ესაჭიროება უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს ეზღუდება შვილის საზღვარგარეთ გადაადგილების შესაძლებლობა;

ზ) წარმოდგენილი ბინადრობის მოწმობით დასტურდება წინამდებარე დავის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი), რამდენადაც ო. ტ-ას გააჩნია ადგილსამყოფელი საქართველოში.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. საკასაციო პალატა საკითხის მაღალი სამართლებრივი ინრეტესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ზემოხსენებული ნორმის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მოპასუხის შედავების არარსებობის მიუხედავად, ითვალისწინებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევისათვის დადგენილ წინაპირობებს (მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (1). მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა (2)), ამასთანავე, შუამდგომლობის ავტორის მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ გამოთქმული ი-დიული ინტერესის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ო. ტ-ას მოთხოვნა საფუძვლიანია.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ტ-ას შუამდგომლობა მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის, ქ.ჟიტომირის ბოგუნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ი-ს ძე ტ-ას, დაბადებულს 1966 წლის 5 ოქტომბერს, ჩამოერთვა მამობის უფლება 2004 წლის 23 ივლისს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის _ დ. ბ-ს ასული ტ-ას მიმართ.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი