საქმე №ა-2214-შ-60-2017 30 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - რ. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – შვედეთის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შვედეთის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ასა და რ. ზ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. რ. ზ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შვედეთის, საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, მხარე, რომელიც მოითხოვს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, წარმოადგენდა მოპასუხეს;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 16 მაისს;
გ) შუამდგომლობის ავტორი, თანახმად საქმეში არსებული პირადობის მოწმობის ასლისა, არის საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რ. ზ-ის შუამდგომლობა შვედეთის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შვედეთის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ასა და რ. ზ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. რ. ზ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შვედეთის, საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, უფრო მეტიც, მხარე, რომელიც მოითხოვს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, წარმოადგენდა მოპასუხეს;
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 16 მაისს;
გ) შუამდგომლობის ავტორი, თანახმად საქმეში არსებული პირადობის მოწმობის ასლისა, არის საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის, საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ზ-ასა და რ. ზ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ზ-ის შუამდგომლობა შვედეთის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის, საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სედერტიორნის სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ზ-ასა და რ. ზ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი