საქმე №ა-1686-შ-41-2017 27 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ს. ბ-ი (ქორწინებამდელი გვარი შ)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. შ
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით რ. შ-ა და ს. შ- შორის ლაუფენბურგის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის წინაშე 2003 წლის 28 მარტს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის #....) დაირღვა.
2. ს. შ-მა (ბ-მა) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განჩინების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;
ბ) დგინდება, რომ წარმოდგენილი განჩინება შესულია კანონიერ ძალაში 2005 წლის 17 აგვისტოს;
გ) შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე;
დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილის თანახმად, ლ. ბ-თან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ს. შ- მიეკუთვნა მეუღლის გვარი ბ-ი და გაიცა ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე. შუამდგომლობა თანდართული მასალებით, ასევე, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც დანიშნულ ვადაში სასამართლოსათვის წერილობით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. ბ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით რ. შ-ა და ს. შ-ს შორის ლაუფენბურგის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის წინაშე 2003 წლის 28 მარტს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის #....) დაირღვა.
2. ს. შმა (ბ-მა) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განჩინების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში;
ბ) დგინდება, რომ წარმოდგენილი განჩინება შესულია კანონიერ ძალაში 2005 წლის 17 აგვისტოს;
გ) შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე;
დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილის თანახმად, ლ. ბ-თან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ს. შ-ს მიეკუთვნა მეუღლის გვარი _ ბ-ი და გაიცა ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ბ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ.ბად ზეკინგენის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის განჩინება, რომლითაც რ. შ-ა და ს. შ-ს შორის ლაუფენბურგის მმაჩის ბიუროს პასუხისმგებელი პირის წინაშე 2003 წლის 28 მარტს გაფორმებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის #...) დაირღვა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი