საქმე №ა-891-შ-24-2017 27 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ზ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ზ-იასა და ვ. მ-ს შორის 2011 წლის 8 აგვისტოს ბონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ბიუროს მიერ რეგისტრირებული #827/2011 ქორწინება ჩაითვალა გაუქმებულად.
2. მ. ზ-იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში;
ბ) გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 27 ივნისს;
გ) საქმეში არსებული პასპორტის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ-იას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დაუსწრებლად. შუამდგომლობა თანდართული მასალებით, ასევე, საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა, განსაზღვრულ ვადაში მას რაიმე პრეტენზიით/წერილობით განცხადებით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ზ-იას შუამდგომლობა გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ზ-იასა და ვ. მ-ს შორის 2011 წლის 8 აგვისტოს ბონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ბიუროს მიერ რეგისტრირებული #827/2011 ქორწინება ჩაითვალა გაუქმებულად.
2. მ. ზ-იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში;
ბ) გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 27 ივნისს;
გ) საქმეში არსებული პასპორტის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-იას შუამდგომლობა გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ქ.ბონის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ზ-იასა და ვ. მ-ს შორის 2011 წლის 8 აგვისტოს ბონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ბიუროს მიერ რეგისტრირებული #827/2011 ქორწინება ჩაითვალა გაუქმებულად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი