საქმე №ა-2207-შ-54-2018 11 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზაპოროჟის ოლქის ს.ს.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ჯ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე #908/1576/16)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე # 908/1576/16) კერძო საწარმო სამეწარმეო-კომერციული გაერთიანება “ტ–ს” სარჩელი შპს “ბ.ჯ–ს” მიმართ დავალიანების ამოღების შესახებ დაკმაყოფილდა. შპს ”ბ.ჯ–ს” რომელიც მდებარეობს საქართველოში, ქ. ზესტაფონში, ....., კოდი .... კერძო საწარმო სამეწარმეო-კომერციული გაერთიანება “ტ–ს”, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ზაპოროჟიე, .... ქუჩა, ს.4; საფოსტო მისამართია - ქ. ზაპოროჟიე, ....., კოდი ..... (უკრაინაში საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი) 19264196 სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხა 9250 აშშ დოლარი 00 ცენტი, 555 აშშ დოლარი 04 ცენტი - 3% წლიური, 8314 გრივნა 00 კაპიკი საურავი, სასამართლო ხარჯები - 3799 გრივნა 51 კაპიკი.
2. 2018 წლის 15 მაისს ზაპოროჟის ოლქის ს.ს–მ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების - 3799 გრივნა და 51 კაპიკის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და ცნობის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 ივლისს, ხოლო მისი აღსრულება უკრაინის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „ბ.ჯ–ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. ზესტაფონი, ...... გზავნილი ადრესატს 13 ივლისს ჩაჰბარდა.
6. მოწინააღმდეგე მხარე შპს „ბ.ჯ–ს„ კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს შუამდგომლობა უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების - 3799 გრივნა და 51 კაპიკის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ჯ–ს“ კერძო საწარმო სამეწარმეო-კომერციული გაერთიანება “ტ–ს” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხა 9250 აშშ დოლარი 00 ცენტი, 555 აშშ დოლარი 04 ცენტი - 3% წლიური, 8314 გრივნა 00 კაპიკი საურავი, სასამართლო ხარჯები - 3799 გრივნა 51 კაპიკი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით იშუამდგომლა ზაპოროჟის ოლქის ს.ს–მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოს ხარჯები - 3799 გრივნა და 51 კაპიკის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
10. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2017 წლის 17 ივლისიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე თუმცა, იგი არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა და არც რაიმე გამაბათილებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს), გარდა იმ შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51 მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ, პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 53-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
13. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სასამართლოს ხარჯები - 3799 გრივნა და 51 კაპიკის ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მინსკის კონვენციის 51-ე, 54-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ზაპოროჟის ოლქის ს.ს–ს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სასამართლოს ხარჯები - 3799 გრივნა და 51 კაპიკის ნაწილში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი