Facebook Twitter

საქმე №ა-2351-შ-60-2018 11 სექტემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.თ.

მოწინააღმდეგე მხარე – რ.თ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის პლაუენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე # 2F518/11)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის პლაუენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე # 2F518/11) მეუღლეთა - რ.თ–სა და ზ.თ–ს შორის 1995 წლის 27 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ზ.თ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პლაუენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 6 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, რ.თ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. გზავნილი ადრესატს ჩაჰბარდა 2018 წლის 23 ივლისს.

6. მოწინააღმდეგე მხარე - რ.თ–ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. გერმანიის პლაუენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე # 2F518/11) მეუღლეთა - რ.თ–სა და ზ.თ–ს შორის 1995 წლის 27 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 6 ოქტომბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის პლაუენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.თ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის პლაუენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება რომლითაც მეუღლეთა - ზ.თ–სა და რ.თ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი