Facebook Twitter

საქმე №ა-2555-შ-69-2018 11 სექტემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ. შ-ტ.

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ.შ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე # 22F2499/15)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე # 22F2499/15) მეუღლეთა - ქეთევან შ.-ტ–სა და ა.კ–ს შ–ს შორის 2010 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ქ.შ-ტ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე თანდართული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, ა.კ.შ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე. გზავნილი ადრესატს 2018 წლის 20 ივლისს ჩაჰბარდა.

6. მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ.შ–ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე # 22F2499/15) მეუღლეთა - ქეთევან შ.-ტ–სა და ა.კ–სშ–ს შორის 2010 წლის 23 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 იანვარს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.შ-ტ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის შტუტგარტის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეთა - ქ.შ.-ტ–სა და ა.კ–ს შ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი