საქმე №ა-1438-შ-37-2017 27 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. კ. ნ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის (ნიუ-იორკის ოლქი) ოჯახური ურთიერთობების უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ოჯახური ურთიერთობების უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. კ. ნ-ისა და მ. ს-ს შორის არსებული ქორწინება გაუქმდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ს-მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად:
ა) მხარეები ესწრებოდნენ საქმის განხილვას;
ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, 2010 წლის 6 იანვრიდან კანონიერ ძალაშია შესული;
გ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
დ) საქმეში არსებული პასპორტის ასლის თანახმად, მ.ს-ი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. შუამდგომლობა თანდართული მასალებით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. რაიმე წერილობითი მოსაზრება ან პრეტენზია მას არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ. ს-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ოჯახური ურთიერთობების უზენესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ოჯახური ურთიერთობების უზენესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. კ. ნ-ისა და მ. ს-ს შორის არსებული ქორწინება გაუქმდა;
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ს-მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა;
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად:
ა) მხარეები ესწრებოდნენ საქმის განხილვას;
ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, 2010 წლის 6 იანვრიდან კანონიერ ძალაშია შესული;
გ) შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;
დ) საქმეში არსებული პასპორტის ასლის თანახმად, მ.ს-ი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ოჯახური ურთიერთობების უზენესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის (ნიუ-იორკის ოლქი) ოჯახური ურთიერთობების უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის (ნიუ-იორკის ოლქი) ოჯახური ურთიერთობების უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქორწინება მოსარჩელე ბ. კ. ნ-სა და მოპასუხე მ. ს-ს შორის.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი