საქმე №ა-2695-შ-75-2017 2 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ი-ას“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – დავალიანებისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების თანახმად, დასაბუთებული სახით 2016 წლის 16 ნოემბერს მომზადდა) შპს „ი-ასის“ სარჩელი შპს „ბ-ის“ მიმართ დავალიანებისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“ შპს „ი-ასის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 363 აშშ დოლარი, რომელიც ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტაციის შედეგად შეადგენს 3 190 მოლდავურ ლეისა და 15 ბანს.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ი-ასის“ დირექტორმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი:
i) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
ii) იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;
iii) მოპასუხე, რომელიც საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა, სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მას გაეგზავნა და ჩაბარდა საქმის მასალები, ასევე, სასამართლო უწყება.
iiii) მოპასუხე საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და ჩაბარდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, დირექტორს (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, ასევე, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევის წინაპირობაა, ამასთანავე, მას არც განსაზღვრულ ვადაში და არც ამ ვადის გასვლის შემდგომ არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გადმოსაცემად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „ი-ასის“ შუამდგომლობა მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების თანახმად, დასაბუთებული სახით 2016 წლის 16 ნოემბერს მომზადდა) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების თანახმად, დასაბუთებული სახით იგი 2016 წლის 16 ნოემბერს მომზადდა) შპს „ი-ასის“ სარჩელი შპს „ბ-ის“ მიმართ დავალიანებისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“ შპს „ი-ასის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 363 აშშ დოლარი, რომელიც ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტაციის შედეგად შეადგენს 3 190 მოლდავურ ლეისა და 15 ბანს.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ი-ასის“ დირექტორმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი:
i) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
ii) იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;
iii) მოპასუხე, რომელიც საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა, სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, მას გაეგზავნა და ჩაბარდა საქმის მასალები, ასევე, სასამართლო უწყება.
iiii) მოპასუხე საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა 2016 წლის 16 ნოემბერს), რომლითაც შპს „ი-ასის“ სარჩელი შპს „ბ-ის“ მიმართ დავალიანებისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს „ბ-ს“ შპს „ი-ასის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 363 აშშ დოლარის გადახდა (რომელიც ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტაციის შედეგად, შეადგენს 3 190 მოლდავურ ლეისა და 15 ბანს) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი-ასის“ შუამდგომლობა მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად მოლდოვის რესპუბლიკის ქ.ბენდერის სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (დასაბუთებული გადაწყვეტილება 2016 წლის 16 ნოემბერს მომზადდა), რომლითაც შპს „ი-ასის“ სარჩელი შპს „ბ-ის“ მიმართ დავალიანებისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს „ბ-ს“ შპს „ი-ასის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 363 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტაციის შედეგად, შეადგენს 3 190 მოლდავურ ლეისა და 15 ბანს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური