საქმე №ა-3496-შ-87-2018 5 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილებით თ. ჩ-ესა და ოლ. ა-ს შორის 2011 წლის 20-ს AEro/დანიის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №--) გაუქმდა.
2. თ. ჩ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ თ. ჩ-ე საქართველოს მოქალაქეა.
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე.
5. საქმის მასალებში წარმოდგენილია, აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარის ოლ. ა-ს აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე თ. ჩ-ის შუამდგომლობის შესახებ და აღნიშნულთან მიმართებით მას პრეტენზია არ გააჩნია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით თ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილებით თ. ჩ-ესა და ოლ. ა-ს შორის 2011 წლის 20-ს AEro/დანიის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №-) გაუქმდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე; გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
9. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის ოლ. ა-ს აპოსტილით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე თ. ჩ-ის შუამდგომლობის შესახებ და აღნიშნულთან მიმართებით მას პრეტენზია არ გააჩნია.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის №129 F 58/15 S გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ესა და ოლ. ა-ს შორის 2011 წლის 20-ს AEro/დანიის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №--.) გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე