Facebook Twitter

საქმე №ა-2391-შ-63-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. პ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს მოქალაქეს, .. წლის .. სექტემბერს დაბადებულ გ. პ.-ს, ი. პ.-ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების – .. წლის .. მარტს დაბადებული რ. პ.-ისა და .. წლის .. მარტს დაბადებული დ. პ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის ყოველთვიურად გადახდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ასევე დ. პ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 რუბლის ოდენობით. ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ი. პ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ გ. პ.-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, ჩაბარდა სარჩელის ასლი. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 28 ნოემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით ი. პ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ი. პ.-ის შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. გ. პ.-ს გზავნილი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მას არ წარმოუდგენია არც მოსაზრება და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. პ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს მოქალაქეს, .. წლის .. სექტემბერს დაბადებულ გ. პ.-ს, ი. პ.-ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების – .. წლის .. მარტს დაბადებული რ. პ.-ისა და .. წლის .. მარტს დაბადებული დ. პ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის ყოველთვიურად გადახდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ გ. პ.-ი სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, ჩაბარდა სარჩელის ასლი. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 28 ნოემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. პ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.სმოლენსკის №3 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს მოქალაქეს, .. წლის .. სექტემბერს დაბადებულ გ. პ.-ს, ი. პ.-ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების – .. წლის .. მარტს დაბადებული რ. პ.-ისა და .. წლის .. მარტს დაბადებული დ. პ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის ყოველთვიურად გადახდა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე