საქმე №ას-1248-2018 24 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. ც-ძისა და თამთა მეტრეველის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ. ს. კ-ის“ სარჩელის გამო, ზ. ც-ძისა და თ. მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასციო საჩივარი თ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო ზ. ც-ძის პრეტენზიის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კ. ყ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ზ.ც-ძესა და თ.მ-ს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ამასთან, თ. მ-ს დაევალა, მის მიერ კ. ყ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან უშუალოდ თავის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდა შვილს, გვანცა ცხოვრებაძეს (პირადი #0...).
2018 წლის 11 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ც-ძემ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება თამთა მეტრეველს, მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთ) დღეში - 2018 წლის 10 ოქტომბერს) სასამართლოსათვის არ მოუმართავს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მის ნაწილში ხარვეზი გამოსწორებული არ არის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველკად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, ზ. ც-ძის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 5 დღით.
საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, მე-400, 401-ე, 406-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ც-ძისა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებაზე, თ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო საჩივარი ზ. ც-ძის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მათ უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში (არა უგვიანეს 2018 წლის 24 ნოემბრისა) მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე