საქმე №ას-764-764-2018 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – სს „ტ-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და ხ. გ-ები (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ტ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ისა (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე) და ხ. გ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მსესხებელი მოპასუხისათვის 32 206,82 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 30 000 აშშ დოლარი, პროცენტი – 1460,45 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა – 716,37 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს დაკისრება ძირი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 21 ივნისიდან კრედიტის სრულად დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 6 იანვარს მსესხებელ მოპასუხესთან გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 30 000 აშშ დოლარზე 2016 წლის 6 იანვრიდან 2030 წლის 30 დეკემბრამდე 11% სარგებლისა და პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის გადახდის პირობით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 340,47 აშშ დოლარს.
3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 29 დეკემბერს მოპასუხესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.
4. მსესხებელს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება 32 206,82 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 6 იანვარს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მოსარჩელეს კრედიტი 30000 აშშ დოლარის ოდენობით არ გადასცემია. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ მსესხებელ მოპასუხეს გააჩნდა ძველი დავალიანება. მოსარჩელესთან წარმოეშვა უთანხმოება, რადგან მოსარჩელის სამართალმამკვიდრებელმა საზოგადოებამ აღარ მისცა ცნობა ძველი დავალიანების არ არსებობის შესახებ. მოპასუხის მითითებით, მან არაერთხელ შესთავაზა მოსარჩელეს, რომ ამგვარი დოკუმენტის მისთვის გადაცემა, რის შემდეგაც ახალ სესხს დაფარავდა კეთილსინდისიერად, მაგრამ უშედეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა 2016 წლის 6 იანვარს მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელის სამართალმამკვიდრებელს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხად განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარი; კრედიტის ვადად – 2030 წლის 30 დეკემბერი; საპროცენტო განაკვეთი – 11%, პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%; ყოველთვიურად გადასახდელი თანხა – 340.47 აშშ დოლარი. კრედიტის მიზანს წარმოადგენდა არსებული დავალიანების გადაფარვა.
9. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.
10. კრედიტის თანხა – 30000 აშშ დოლარი მხარეთა შეთანხმებით მიმართული იქნა სხვა შპს-ს დავალიანების ნაწილის დასაფარად, რომლის დავალიანება აპელანტის მიმართ შეადგენდა დაახლოებით 600 000 ლარს.
11. მსესხებელმა მოპასუხემ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს თხოვნით, ბანკის მიმართ მითითებული შპს-ს ვალდებულების შეწყვეტის შესახებ საბუთის გაცემის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
12. მსესხებელ მოპასუხეს სადავო საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, თანხა არ გადაუხდია.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო გარიგება, რომლის საფუძველზეც ისინი შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული კრედიტით განხორციელდებოდა შპს-ს დავალიანების ნაწილობრივ – 30 000 აშშ დოლარის ოდენობით გადაფარვა, რის სანაცვლოდაც მოსარჩელე უარს განაცხადებდა აღნიშნული საზოგადოების მიმართ დარჩენილი დავალიანების მოთხოვნაზე. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს სააპელაციო პალატას აძლევს: 1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნობრიობა; 2. ის გარემოება, რომ კრედიტის თანხა მოსარჩელის მიერ მთლიანად მიმართულ იქნა შპს-ს დავალიანების ნაწილობრივ გადასაფარად და 3. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მხარეთა მიერ მიცემული განმარტებები (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმი 12:47:18სთ; 13:01:31 სთ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი 12:17:30სთ; 12:19:55სთ; 12:21:43 – 12:25:57სთ), რითაც მხარეებმა დაადასტურეს მხარეთა შორის ხსენებული შეთანხმების არსებობის ფაქტი.
14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის (აპელანტის) მიერ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში მიცემულ განმარტებაზე, სადაც ის ადასტურებს კრედიტის ხელშეკრულების პარალელურად მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, შპს-ს საკრედიტო დავალიანების 30000 აშშ დოლარით შემცირების შემთხვევაში, პასუხისმგებლობისაგან გაეთავისუფლებინა თევდები პირები და შეეწყვიტა სააღსრულებო წარმოება.
15. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს-ს საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეწყვეტილია და თავდები პირები გათავისუფლდნენ პირადი და ქონებრივი შეზღუდვებისგან (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის სხდომის ოქმი 12:17:30სთ; 12:19:55სთ; 12:21:43 – 12:25:57სთ).
16. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა მხარეთა შეთანხმება მოსარჩელის მიმართ მანამდე არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ. ამ შეთანხმების მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, უარს აცხადებდა მსეხებელი მოპასუხისა და შპს-ს მიმართ არსებულ მოთხოვნაზე. შესაბამისად, ცალსახაა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენდა მხარეთა შორის უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები და ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის შემოწმებისას, პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად არ შემოიფარგლა მხოლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განსაზღვრით და სწორად ჩათვალა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება განხილულ უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის მანამდე არსებულ შეთანხმებასთან ერთობლიობაში, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე მხარემ საბანკო კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებით იკისრა ახალი ვალდებულება იმავე ბანკის მიმართ ძველი ვალდებულების შეწყვეტის სანაცვლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მსესხებელი მოპასუხის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო მსესხებელ მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელის მიმართ ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნის უფლება.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს-ს საკრედიტო დავალიანებაზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და თავდები პირების პირადი და ქონებრივი შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზეპირი გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გადაუცია. ასევე ნიშანდობლივია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებელმა მოპასუხემ ორმხრივი ხელშეკრულებით იკისრა თავისი ვალდებულების წინასწარ შესრულების მოვალეობა.
18. სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს კრედიტის გამცემის უფლებას საბანკო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გარკვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის წესი კი მოცემულია სსკ-ის 405-ე მუხლში.
19. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ორმხრივი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოპასუხის მიმართ არ დასტურდება, სააპელაციო მსესხებელ მოპასუხეს კრედიტით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია. ამდენად, დაუსაბუთებელია კრედიტის ხელშეკრულებიდან ბანკის ვადამდე გასვლა და საკრედიტო დავალიანების ვადამდე მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შეცდომით გაანაწილ მტკიცების ტვირთი.
22. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას შპს-ს სასესხო დავალიანების ნაწილში, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვა მოცემული დავის ფარგლებს სცდება. სააპელაციო პალატას ამ ურთიერთობის შეფასების საშუალება იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მოპასუხე შეგებებულ სარჩელს წარადგენდა. მოცემულ შემთხვევაში დავა ეხებოდა მხოლოდ მსესხებელ მოპასუხესთან გაფორმებულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ვალდებულების წარმოშობა, რაც მხარის მიერ რეალიზირდა. უდავოდ დადგინდა ხელშეკრულების დადებისა და თანხის გაცემის ფაქტი. შეწყდა თუ არა შპს-ს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს და მოპასუხეს ამისათვის აღიარებითი სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსთვის, მოეთხოვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენა ან/და მიემართა მიკუთვნებითი სარჩელით და მოეთხოვა სავალო საბუთის დაბრუნება.
23. სწორედ ასეთი პოზიციაა გაზიარებული სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში, რომლის მიხედვითაც ,,თუ კრედიტორი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე ან/და სავალო საბუთის დაბრუნებაზე, მაშინ მოვალეს შეუძლია, რომ სარჩელი აღძრას კრედიტორის წინააღმდეგ სავალო საბუთის მისთვის დაბრუნების მოთხოვნით" (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი 433 მუხლი, ბოლო დამუშავება 17 თებერვალი, 2016 წელი, ლინკი http://www.gccc.ge/). შესაბამისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შპს-ს ვალდებულების შეწყვეტა/არშეწყვეტა ცალკე დავის საგანს წარმოადგენს. საინტერესოა დასმული საკითხის პრაქტიკული თვალსაზრისიც. თუ დავუშვებთ, რომ კრედიტორის მხრიდან საპასუხო ან სანაცვლო სავალო ურთიერთობის არსებობაზე მოპასუხე მხარის ზეპირი განცხადება არის საკმარისი ასეთი ურთიერთობის ფაქტის დასადგენად, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, სასამართლომ რის საფუძველზე უნდა დაადგინოს ურთიერთობის ჯერ არსებობა და მერე მისი შინაარსი, ხასიათი, ვალდებულების შესრულები წესი და სხვა გარემოებები, თუ არა აღიარებითი სარჩელის წარმოების გზით.
24. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც თუ მოპასუხე შეგებებულ სარჩელს შეიტანდა, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოპასუხის პოზიცია, რომ დავალიანების 30 000 აშშ დოლარით შემცირების შემთხვევაში მოსარჩელე უარს იტყოდა შპს-ს (პირადი მოვალე) დარჩენილი დავალიანების მოთხოვნაზე. გასაგებია, რომ მოპასუხე, როგორც თავდები თანხის გადახდით და პირადი მოვალის დავალიანების შემცირებით გარკვეულ შეღავათს მოელოდა, მაგრამ რა შინაარსს ატარებდა ამ კონკრეტულ ურთიერთობაში მოსარჩელის დათმობაზე წასვლა მოპასუხის მიერ არცერთი რელევანტური მტკიცებულებით არ დასტურდება. გასაზიარებელია, რომ მხოლოდ ახსნა-განმარტებით ასეთი სამართლებრივი დატვირთვის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენა შეუძლებელია. მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელემ განმარტა არსებული საუბრების რეალური ხასიათი და ამ გარემოებების ირგვლივ მეტი მტკიცების ტვირთი კასატორის პასუხისმგებლობის არეალში ვერ მოექცეოდა.
25. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია მოსარჩელის ვალდებულება, უარი ეთქვა შპს-ს მიმართ მოთხოვნაზე და სწორედ ეს უკანასკნელი შეპირება წარმოადგენდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების წინაპირობას. პარალელურად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ შეწყვიტა დაწყებული სააღსრულებო წარმოება შპს-ს და მისი თავდები პირების მიმართ. ეს მოქმედება სადავოდ არ გაუხდია არც მოწინააღმდეგე მხარეს, ვინაიდან, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემდგომ მოვალეთა მიმართ მოთხოვნები არ განხორციელებულა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელემ ეს წინაპირობაც კი კეთილსინდისიერად შეასრულა. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მსესხებელი მოპასუხისა და შპს-ს მიმართ შეწყვეტილია იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, იმთავითვე წარმოადგენდა სასამართლოსათვის საფუძველს, დადგენილად ჩაეთვალა მოსარჩელის მხრიდან პირობის შესრულება, რითაც აღარ იარსებებდა სსკ-ის 369-ე და 433-ე მუხლების გამოყენების საჭიროება.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
27. საკასაციო სასამართლოში მოცემული დავის ზეპირი განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც მათ სხდომაზეც დაადასტურეს, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.
31. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
32. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
33. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
34. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 21 მაისს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 3915,55 ლარისა და №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი1390,11 ლარის, სულ – 5305,66 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, მე-3 მუხლით, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით:
2. მორიგების მხარეები: ერთი მხრივ, სს „ტ-ი“ (ყოფილი სს „კ-ი“) ს/კ 2- (შედგომში – ბანკი), წარმოდგენილი ბიძინა ხარაზიშვილის მიერ და, მეორე მხრივ, ნ. გ-ი პ/ნ 2- (შემდგომში – მოვალე); ხ. გ-ი პ/ნ 2- (შემდგომში – მესაკუთრე) ადასტურებენ და აღაიარებენ რომ:
2.1.1. 2018 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოვალეს აქვს მზარდი ფინანსური დავალიანება სს „ტ-ის“ მიმართ, მოვალესა და ბანკს შორის 2016 წლის 06 იანვარს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, და მოვალის მიმართ დაწყებულია სასამართლო წარმოება;
2.1.2. მოვალის ვალდებულებები უზრუნველყოფილია ბანკსა და მესაკუთრეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით;
2.2. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმომწერ თითოეულ მხარეს გააჩნია მორიგების აქტის გაფორმების სათანადო უფლებამოსილება. საჭიროების შემთხვევაში, ხელმომწერ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მოპოვებული აქვთ ყველა საჭირო თანხმობა მორიგების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებით და აღნიშნული აქტის გაფორმებით არცერთი მხარე არ არღვევს კანონმდებლობით, ან რაიმე ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს და ვალდებულებებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეუძლებელი გახადოს მორიგების აქტის შესრულება;
2.3. პირობები და ურთიერთობები, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ მორიგების აქტით, წესრიგდება მხარეთა შორის არსებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებით და ეს ხელშეკრულებები არ საჭიროებენ დამატებით ცვლილებებს, ვინაიდან, განიმარტებიან ამ მორიგების აქტთან ერთობლიობაში;
2.4. მხარეთა მიერ ცნობად და უდავო გარემოებად არის დადგენილი, რომ სს „ტ-ი“ არის მხარის ახალი (შეცვლილი) სახელწოდება, რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტის უცვლელად და საფირმო სახელის ცვლილებამდე ბანკის სახელწოდებას წარმოადგენდა სს „კ-ი“. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში მოიხსენიება სს „კ-ი“ და აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების უფლებამოსილებაზე და მისგან გამომდინარე მოვალის ვალდებულებების შესრულების მიღებაზე;
3.1. მოვალე იღებს ვალდებულებას, განახორციელოს თანხის გადახდა ამ მორიგების აქტის მიხედვით, კერძოდ: (ა) მორიგებული თანხა – 31250.00 (ოცდათერთმეტი ათას ორასორმოცდათი) აშშ დოლარი; (ბ) გადახდის ვადა – 120 (ასოცი) თვე; (გ) დავალიანებაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი – წლიური 10% (ათი პროცენტი); (დ) პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე – 0.1% (ნული მთელი და ერთი მეათედი პროცენტი); (ე) ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების პირგასამტეხლო - 0 (არ მოითხოვება);
3.2. წინამდებარე მორიგების აქტის 3.1. პუნქტით შეთანხმებულ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით, ამ მორიგების აქტის №- დანართის შესაბამისად. გრაფიკით გათვალისიწინებული ყოველთვიური გადახდების დაწყების პირველ თარიღად განისაზღვროს 2019 წლის 25 აპრილი;
3.3. მესაკუთრე აცხადებს თანხმობას მის საკუთრებაში რიცხული და ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება დარჩეს იმავე სახით იპოთეკით დატვირთული, როგორც ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული მოვალის ვალდებულებების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;
3.4. ამ მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას წარმოადგენს სს „ტ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკის უფლებით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: 1) მესაკუთრე ხ. გ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით – 8- მდებარე: რაიონი მ–ი, სოფელი წ–ი, შენობა-ნაგებობების ფართი: №- – 212 კვ.მ. №- – 20 კვ;
3.5.მოვალე თანახმაა და აღიარებს, რომ მესაკუთრე უფლებამოსილია, მოვალის ნაცვლად, შეასრულოს ვადამოსული მოთხოვნები ან წინსწრებით დაფარონ დავალიანება ბანკის მიმართ, ამ მორიგების აქტით შეთანხმებული პირობების დარღვევის და მათ წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოების დაწყების თავიდან აცილების მიზნით;
4.1. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინებით დამტკიცების შემდეგ, მოვალის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულების 20 (ოცი) დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს მორიგების აქტის იძულებით აღსრულება, სასამართლო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც:
4.1.1. მოვალეს დაეკისრება ბანკის სასარგებლოდ მორიგების აქტის 3.2. ქვეპუნქტში მითითებული გადახდის გრაფიკის დარღვევის მომენტისთვის არსებული დავალიანების სრული ოდენობით გადახდა (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტი, დარიცხული პირგასამტეხლო);
4.1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცევა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონება:
1) მესაკუთრე ხ. გ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 8-; მდებარე: რაიონი მ–ი, სოფელი წ–ი, შენობა-ნაგებობების ფართი: №- – 212 კვ.მ №- – 20 კვ.მ;
4.2. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის გამოწერამდე და მის სააღსრულებო ბიუროში წარდგენამდე ბანკი უფლებამოსილია, შესაბამისი თანხა უაქცეპტოდ ჩამოჭრას მოვალის ან/და თავდების ანგარიშებიდან და აღნიშნული თანხა მიმართოს მოვალის ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად/შესამცირებლად;
4.3. თუ იპოთეკის საგანთა რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით, აღსრულება მიექცევა მოვალის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების და აქტივის ხარჯზე.
5. №- დანართის თანახმად, აღნიშნული მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკით:
გადახდა
თარიღი
დაფარვა
ძირი
დარიცხული პროცენტი
ნაშთი
1
25.04.2019
413,29
147,88
265,41
31102,12
2
27.05.2019
413,29
140,61
272,68
30961,51
3
25.06.2019
413,29
167,29
246,00
30794,22
4
25.07.2019
413,29
160,19
253,10
30634,03
5
26.08.2019
413,29
144,72
268,57
30489,31
6
25.09.2019
413,29
162,69
250,60
30326,62
7
25.10.2019
413,29
164,03
249,26
30162,59
8
25.11.2019
413,29
157,11
256,18
30005,48
9
25.12.2019
413,29
166,67
246,62
29838,81
10
27.01.2020
413,29
143,51
269,78
29695,30
11
25.02.2020
413,29
177,35
235,94
29517,95
12
25.03.2020
413,29
178,76
234,53
29339,19
13
27.04.2020
413,29
148,03
265,26
29191,16
14
25.05.2020
413,29
189,36
223,93
29001,80
15
25.06.2020
413,29
166,97
246,32
28834,83
16
27.07.2020
413,29
160,49
252,80
28674,34
17
25.08.2020
413,29
185,47
227,82
28488,87
18
25.09.2020
413,29
171,33
241,96
28317,54
19
26.10.2020
413,29
172,78
240,51
28144,76
20
25.11.2020
413,29
181,96
231,33
27962,80
21
25.12.2020
413,29
183,46
229,83
27779,34
22
25.01.2021
413,29
177,36
235,93
27601,98
23
25.02.2021
413,29
178,86
234,43
27423,12
24
25.03.2021
413,29
202,92
210,37
27220,20
25
26.04.2021
413,29
174,65
238,64
27045,55
26
25.05.2021
413,29
198,41
214,88
26847,14
27
25.06.2021
413,29
185,27
228,02
26661,87
28
26.07.2021
413,29
186,85
226,44
26475,02
29
25.08.2021
413,29
195,69
217,60
26279,33
30
27.09.2021
413,29
175,70
237,59
26103,63
31
25.10.2021
413,29
213,04
200,25
25890,59
32
25.11.2021
413,29
193,40
219,89
25697,19
33
27.12.2021
413,29
188,00
225,29
25509,19
34
25.01.2022
413,29
210,61
202,68
25298,58
35
25.02.2022
413,29
198,43
214,86
25100,15
36
25.03.2022
413,29
220,74
192,55
24879,41
37
26.04.2022
413,29
195,17
218,12
24684,24
38
25.05.2022
413,29
217,17
196,12
24467,07
39
27.06.2022
413,29
192,08
221,21
24274,99
40
25.07.2022
413,29
227,07
186,22
24047,92
41
25.08.2022
413,29
209,05
204,24
23838,87
42
26.09.2022
413,29
204,29
209,00
23634,58
43
25.10.2022
413,29
225,51
187,78
23409,07
44
25.11.2022
413,29
214,47
198,82
23194,60
45
26.12.2022
413,29
216,29
197,00
22978,31
46
25.01.2023
413,29
224,43
188,86
22753,88
47
27.02.2023
413,29
207,57
205,72
22546,31
48
27.03.2023
413,29
240,33
172,96
22305,98
49
25.04.2023
413,29
236,06
177,23
22069,92
50
25.05.2023
413,29
231,89
181,40
21838,03
51
26.06.2023
413,29
221,83
191,46
21616,20
52
25.07.2023
413,29
241,54
171,75
21374,66
53
25.08.2023
413,29
231,75
181,54
21142,91
54
25.09.2023
413,29
233,72
179,57
20909,19
55
25.10.2023
413,29
241,43
171,86
20667,76
56
27.11.2023
413,29
226,43
186,86
20441,33
57
25.12.2023
413,29
256,48
156,81
20184,85
58
25.01.2024
413,29
241,86
171,43
19942,99
59
26.02.2024
413,29
238,45
174,84
19704,54
60
25.03.2024
413,29
262,13
151,16
19442,41
61
25.04.2024
413,29
248,16
165,13
19194,25
62
27.05.2024
413,29
245,01
168,28
18949,24
63
25.06.2024
413,29
262,73
150,56
18686,51
64
25.07.2024
413,29
259,70
153,59
18426,81
65
26.08.2024
413,29
251,74
161,55
18175,07
66
25.09.2024
413,29
263,91
149,38
17911,16
67
25.10.2024
413,29
266,07
147,22
17645,09
68
25.11.2024
413,29
263,43
149,86
17381,66
69
25.12.2024
413,29
270,43
142,86
17111,23
70
27.01.2025
413,29
258,59
154,70
16852,64
71
25.02.2025
413,29
279,39
133,90
16573,25
72
25.03.2025
413,29
286,15
127,14
16287,10
73
25.04.2025
413,29
274,96
138,33
16012,14
74
27.05.2025
413,29
272,91
140,38
15739,23
75
25.06.2025
413,29
288,24
125,05
15450,99
76
25.07.2025
413,29
286,30
126,99
15164,69
77
25.08.2025
413,29
284,49
128,80
14880,20
78
25.09.2025
413,29
286,91
126,38
14593,29
79
27.10.2025
413,29
285,35
127,94
14307,94
80
25.11.2025
413,29
299,61
113,68
14008,33
81
25.12.2025
413,29
298,15
115,14
13710,18
82
26.01.2026
413,29
293,09
120,20
13417,09
83
25.02.2026
413,29
303,01
110,28
13114,08
84
25.03.2026
413,29
312,69
100,60
12801,39
85
27.04.2026
413,29
297,55
115,74
12503,84
86
25.05.2026
413,29
317,37
95,92
12186,47
87
25.06.2026
413,29
309,79
103,50
11876,68
88
27.07.2026
413,29
309,17
104,12
11567,51
89
25.08.2026
413,29
321,38
91,91
11246,13
90
25.09.2026
413,29
317,77
95,52
10928,36
91
26.10.2026
413,29
320,47
92,82
10607,89
92
25.11.2026
413,29
326,10
87,19
10281,79
93
25.12.2026
413,29
328,78
84,51
9953,01
94
25.01.2027
413,29
328,76
84,53
9624,25
95
25.02.2027
413,29
331,55
81,74
9292,70
96
25.03.2027
413,29
342,00
71,29
8950,70
97
26.04.2027
413,29
334,82
78,47
8615,88
98
25.05.2027
413,29
344,84
68,45
8271,04
99
25.06.2027
413,29
343,04
70,25
7928,00
100
26.07.2027
413,29
345,96
67,33
7582,04
101
25.08.2027
413,29
350,97
62,32
7231,07
102
27.09.2027
413,29
347,91
65,38
6883,16
103
25.10.2027
413,29
360,49
52,80
6522,67
104
25.11.2027
413,29
357,89
55,40
6164,78
105
27.12.2027
413,29
359,24
54,05
5805,54
106
25.01.2028
413,29
367,16
46,13
5438,38
107
25.02.2028
413,29
367,10
46,19
5071,28
108
27.03.2028
413,29
370,22
43,07
4701,06
109
25.04.2028
413,29
375,94
37,35
4325,12
110
25.05.2028
413,29
377,74
35,55
3947,38
111
26.06.2028
413,29
378,68
34,61
3568,70
112
25.07.2028
413,29
384,94
28,35
3183,76
113
25.08.2028
413,29
386,25
27,04
2797,51
114
25.09.2028
413,29
389,53
23,76
2407,98
115
25.10.2028
413,29
393,50
19,79
2014,48
116
27.11.2028
413,29
395,08
18,21
1619,40
117
25.12.2028
413,29
400,87
12,42
1218,53
118
25.01.2029
413,29
402,94
10,35
815,59
119
26.02.2029
413,29
406,14
7,15
409,45
120
26.03.2029
412,59
409,45
3,14
0,00
2. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
4. კასატორ სს „ტ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №-00122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 21 მაისს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 3915,55 ლარი და 2018 წლის 19 ივნისს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი1390,11 ლარი, სულ – 5305,66 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე