Facebook Twitter

26 ოქტომბერი, 2018 წელი,

საქმე №ა-4429-შ-113-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ჯ.ქ., ჰ.ქ., ს.ქ., ო.ქ., ს.დ.

წარმომადგენელი - პ.ბ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილება, დაზუსტებული - 2018 წლის 4 მაისს

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გადაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილებით, რომელიც დაზუსტებულ იქნა - 2018 წლის 4 მაისს საქარიას რეგიონის, .... რაიონში, 53 ტომის ნომრის, 80 ოჯახის საკომლო ნომრისა და 33 რიგის ნომრით სამოქალაქო ჩანაწერით მონაცემებში რეგისტრირებული, 1948 წლის პირველ იანვარს დაბადებული, ლ–ისა და ს–ს ვაჟიშვილი (პ/ნ ....), მამკვიდრებელი ა.რ.ქ–ის 2015 წლის 11 ივნისს მომხდარი გარდაცვალებით მისი სამკვიდრო 16 ნაწილად გაიყო. აქედან 4 წილი გადაეცა 1955 წლის 1 იანვარს დაბადებულ ი–ისა და ვ–ს შვილს - ჰ.ქ–ს (პ/ნ ....). 3 წილი გადაეცა 1977 წლის 20 დეკემბერს დაბადებულ აჰმეთ რ–ისა და ჰ–ეს შვილს - ჯ. ქ–ს (პ/ნ ....). 3 წილი გადაეცა 1979 წლის 6 თებერვალს დაბადებულ ა.რ–ისა და ჰ–ეს შვილს - ს.ქ–ს (პ/ნ ......). 3 წილი გადაეცა 1981 წლის 10 ივნისს დაბადებულ ი–სა და ვ–ს შვილს - ო.ქ–ს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1975 წლის 20 მაისს დაბადებულ ი–სა და ვ–ს შვილს - ს.დ–ის (პ/ნ .....).

2018 წლის 4 მაისს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში შევიდა შენიშვნა, რითაც განისაზღვრა, რომ 2015 წლის 15 ივნისის #2015/639 საქმეზე გამოტანილი # 2015/616 გადაწყვეტილება ასევე ვრცელდება საქართველოს საზღვრებში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზეც.

2. 2018 წლის 2 ოქომბერს ჯ.ქ–ს წარმომადგენელმა პ.ბ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილების, რომელიც დაზუსტდა 2018 წლის 4 მაისს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ო.ქ–მა მასზე ა.რ.ქ–გან ანდერძით გადაცემულ ყველა სახის ქონებასთან დაკავშირებული სრული უფლებამოსილება მიანიჭა მის მინდობილ პირს ჰ.ქ–ს. ხოლო ჰ.ქ–მა, ს.დ–მ და ს.ქ–მა თავის მხრივ მათზე ა.რ.ქ–გან ანდერძით გადასულ ყველა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სრული უფლებამოსილება მინდობილობით მიანიჭეს ჯ.ქ–ს.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო მისი აღსრულება თურქეთის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას, საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ჯ.ქ–ის წარმომადგენლის პ.ბ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილების, რომელიც დაზუსტდა 2018 წლის 4 მაისს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, შუამდგომლობა, რომლითაც ავტორი მოითხოვს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას რომელიც ეხება საქართველოში ასებულ უძრავ ქონებას არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოძრავი ქონების ნაწილში შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

6. თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილებით, რომელიც დაზუსტებულ იქნა - 2018 წლის 4 მაისს საქარიას რეგიონის, .... რაიონში, 53 ტომის ნომრის, 80 ოჯახის საკომლო ნომრისა და 33 რიგის ნომრით სამოქალაქო ჩანაწერით მონაცემებში რეგისტრირებული, 1948 წლის პირველ იანვარს დაბადებული, ლ–სა და ს–ს ვაჟიშვილი (პ/ნ ....), მამკვიდრებელი ა.რ.ქ–ის 2015 წლის 11 ივნისს მომხდარი გარდაცვალებით მისი სამკვიდრო 16 ნაწილად გაიყო. აქედან 4 წილი გადაეცა 1955 წლის 1 იანვარს დაბადებულ ი–სა და ვ–ეს შვილს - ჰ.ქ–ნს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1977 წლის 20 დეკემბერს დაბადებულ ა.რ. და ჰ–ს შვილს - ჯ. ქ–ს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1979 წლის 6 თებერვალს დაბადებულ ა.რ–სა და ჰ–ეს შვილს - ს. ქ–ს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1981 წლის 10 ივნისს დაბადებულ ი–ისა და ვ–ეს შვილს - ო.ქ–ს (პ/ნ ....). 3 წილი გადაეცა 1975 წლის 20 მაისს დაბადებულ ი–ისა და ვ–ეს შვილს - ს.დ–ის (პ/ნ .....).

2018 წლის 4 მაისს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში შევიდა შენიშვნა, რითაც განისაზღვრა, რომ 2015 წლის 15 ივნისის #2015/639 საქმეზე გამოტანილი # 2015/616 გადაწყვეტილება ასევე ვრცელდება საქართველოს საზღვრებში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზეც.

7. ჯ.ქ–ს წარმომადგენელმა პ.ბ–ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

8. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.

11. ამავე კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საქართველოში არსებული უძრავი ქონებების, რომელებიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ... დასახლებაში (ს/კ ....) და ქ. ბათუმში .... დასახლებაში (ს/კ ....) მემკვიდრედ ცნობას და ზემოთმითითებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში ცნობა-აღსრულებას.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.

13. ამავე კანონის 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს სამართლებრივი დახმარების გაწევაზე უარს ეტყვის, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.ქ–ს წარმომადგენელს პ.ბ–ძეს შუამდგომლობის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას, უარი უნდა ეთქვას.

14. რაც შეეხება შუამდგომლობის იმ ნაწილს, რომელიც მიმართულია საქართველოში არსებულ მოძრავ ქონებაზე კერძოდ შპს “ო.ძ–ის“ 100%-იან წილსა და 2011 წლის მოდელ ავტომობილ KOMATSU-ზე, რომლის რეგისტრაციის რიგის ნომერია 196, რეგისტრაციის თარიღია 2012 წლის 2 ოქტომბერი, სერია - ....., რეგისტრაციის სანომრე ნიშნებია ...., საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, 68-ე, 64-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ქ–ს, ჰ.ქ–ს, ს.ქ–ს, ო.ქ–სა და ს.დ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილება, რომლითაც საქარიას რეგიონის, ... რაიონში, 53 ტომის ნომრის, 80 ოჯახის საკომლო ნომრისა და 33 რიგის ნომრით სამოქალაქო ჩანაწერით მონაცემებში რეგისტრირებული, 1948 წლის პირველ იანვარს დაბადებული, ლ–სა და ს–ეს ვაჟიშვილი (პ/ნ ––––), მამკვიდრებელი ა.რ.ქ–ის 2015 წლის 11 ივნისს მომხდარი გარდაცვალებით მისი სამკვიდრო 16 ნაწილად გაიყო. აქედან 4 წილი გადაეცა 1955 წლის 1 იანვარს დაბადებულ ი–სა და ვ–ეს შვილს - ჰ.ქ–ს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1977 წლის 20 დეკემბერს დაბადებულ ა.რ–ისა და ჰ–ეს შვილს - ჯ.ქ–ს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1979 წლის 6 თებერვალს დაბადებულ ა.რ–სა და ჰ–ეს შვილს - ს.ქ–ს (პ/ნ ......). 3 წილი გადაეცა 1981 წლის 10 ივნისს დაბადებულ ი–სა და ვ–ს შვილს - ო.ქ–ნს (პ/ნ .....). 3 წილი გადაეცა 1975 წლის 20 მაისს დაბადებულ ი–ისა და ვ–ს შვილს - ს.დ–ის (პ/ნ .....), იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოში არსებულ მოძრავ ქონებას;

3. ჯ.ქ–ს, ჰ.ქ–ს, ს.ქ–ს, ო.ქ–სა და ს.დ–ს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის #2015/616 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა დ აღსრულების შესახებ საქართველოში მდებარე უძრავ ქონებებზე, ქ. ბათუმში, .... დასახლებაში (ს/კ ....) და ქ. ბათუმში .... დასახლებაში (ს/კ .....) მემკვიდრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი