Facebook Twitter

საქმე №ას-1455-1375-2017 9 მარტი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.ო. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ''თ.'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ერთი მხრივ, სს ბანკ „რ-ას“ /უფლებამონაცვლე სს „თ.“/ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი) და, მეორე მხრივ, გ.ო-სა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი მოვალე) და თ.ო-ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე მოვალე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2008 წლის 5 მარტს, გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულებების იმ საბაზისო პირობებით დადებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია გენერალურ ხელშეკრულებაში. მსესხებელთა ჯამური ვალდებულება ბანკის წინაშე მაქსიმუმ 70 000 აშშ დოლარით ან მისი კონვერტირებადი ვალუტით განისაზღვრა, ხოლო პროცენტი - 0.5 %-დან 4 %-მდე ოდენობით ყოველთვიურად. ხელშეკრულების უზრუნველყოფას წარმოადგენდა პირველი მოპასუხის, ასევე, ზ.ო–ისა (შემდეგში: მესამე მოპასუხე) და თ. ო-ის კუთვნილი ბინები, მდებარე მ.......–ის ქ. N39 (იხ. ს/ფ 17-20).

2. ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის, 2008 წლის 5 მარტს, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #B-2421, რომლის საფუძველზეც, 2008 წლის 5 მარტს მოსარჩელეს, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში ..... 58 კვ.მ ფართი, 27 კვ.მ დამხმარე ფართი, 15 კვ.მ სარდაფი და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი, ს/კ ......, რომელიც ამჟამად წარმოადგენს უძრავ ქონებას, მდებარეს:

ა)ქ. თბილისში, ........, სარდაფი, ფართი 15 კვ.მ საკადასტრო კოდი ........

ბ)ქ. თბილისში, ........, ფართი 64.86 კვ.მ საკადასტრო კოდი ........... (იხ. ს/ფ 38-41, 44-50).

3. ერთი მხრივ, კრედიტორსა და მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოვალეებს შორის, 2008 წლის 12 მარტს, იმავე წლის 5 მარტს გაფორმებული კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #55733. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 63 000 აშშ დოლარით, ვადა - 120 თვით - 2018 წლის 12 მარტამდე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 18%-ის ოდენობით, კრედიტის ათვისებულ ნაწილზე. საკრედიტო ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის დაცვით, რომელზე შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა. თუ გრაფიკით დაფარვის სხვა წესი არ იქნებოდა შეთანხმებული, მსესხებელი ვალდებული იყო, საპროცენტო სარგებელი დაეფარა ყოველთვიურად. კრედიტის ტრანშებად ათვისების შემთხვევაში, ყოველი ტრანშის ათვისებისას უნდა შემდგარიყო საკრედიტო ვალდებულებისს შესრულების გრაფიკი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილი იქნებოდა (იხ. ს/ფ 21-25).

4. 2008 წლის 12 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ათვისება ორ ტრანშად მოხდა: 23 000 აშშ დოლარი - 2008 წლის 12 მარტს და 40 000 აშშ დოლარი - 2008 წლის 17 მარტს (იხ. ს/ფ 30-31).

5. 2008 წლის 12 მარტს ათვისებული 23 000 აშშ დოლარის გადახდაზე შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს/ფ 26-29).

6. 2008 წლის 17 მარტს 40 000 აშშ დოლარის ათვისების შემდეგ შედგა სესხის დაფარვის გრაფიკი კრედიტის სრულ ოდენობაზე - 63 000 აშშ დოლარზე, რომელსაც ხელი მხოლოდ პირველმა მოვალემ მოაწერა (იხ. ს/ფ 32-35).

7. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა დაარღვიეს 2008 წლის 12 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (იხ. ს/ფ 32-37, 54-56).

8. №55733 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი და მეორე მოვალეების ძირითადი დავალიანება კრედიტორის წინაშე 24 809.08 აშშ დოლარია, ხოლო პროცენტი - 3 329.94 აშშ დოლარია (იხ. ს/ფ 32-37).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1. კრედიტორმა 2014 წლის 24 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

9.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-8 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მეორე მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოვალეებმა კრედიტორს გადაუხადეს 77 834.01 აშშ დოლარი, რაც როგორც მიმდინარე ვალდებულებას, ასევე ბანკის მიერ გაცემულ მთლიან თანხას აღემატება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

10.2. პირველ და მესამე მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 24 809.08 აშშ დოლარისა და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის- 3 329.94 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე:

1) ქ. თბილისში, ......., საკადასტრო კოდი ...............

2) ქ. თბილისში, ..........., საკადასტრო კოდი ...........

11.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 276-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლი).

13.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ვინაიდან იგი მეორე ტრანშად გაცემული თანხის დაფარვის გრაფიკს ხელს არ აწერდა, ამიტომ მას აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაჰკისრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება იმ არსებით პირობებზე გაამახვილა, რაზეც მხარეები გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, კერძოდ, 2008 წლის 5 მარტის გენერალური ხელშეკრულების 2.5 მუხლის მიხედვით, ერთ-ერთ კონკრეტულ მსესხებელთან გაფორმებული ცალკე საკრედიტო და ცალკე საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულება ჩაითვლება გაფორმებულად ორივე მსესხებელთან (იხ. ს/ფ 17). 2008 წლის 12 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, კრედიტის ოდენობა 63 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო ამავე ხელშეკრულების 2.7 პუნქტის შესაბამისად, კრედიტის აღების მიზანი უძრავი ქონების რემონტი იყო. ხელშეკრულების 2.6. და 2.10 პუნქტების მიხედვით, კრედიტის ათვისებულ ნაწილს ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი 18 (თვრამეტი) პროცენტი, ამასთან, მსესხებელი ვალდებული იყო პროცენტი ყოველთვიურად დაეფარა, თუ გრაფიკის დაფარვის სხვა წესი არ იქნებოდა შეთანხმებული.

13.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არათუ სესხის დაფარვის გრაფიკზე ერთ-ერთი თანამსესხებლის მიერ ხელმოწერის არარსებობა, არამედ ორივე მსესხებელთან გაფორმებულად ჩაითვლებოდა ერთ-ერთ კონკრეტულ მსესხებელთან გაფორმებული ცალკე საკრედიტო და ცალკე საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულებაც. ამდენად, მართალია, აპელანტი მეორე ტრანშად გაცემული თანხის გადახდის გრაფიკს ხელს არ აწერდა, თუმცა, იგი ხელს აწერდა ხელშეკრულებას, სადაც მითითებული იყო, რომ კრედიტის საერთო ოდენობა 63 000 აშშ დოლარია, რომელიც ტრანშებად გაიცემა, გაცემულ თანხას კი ყოველთვიური სარგებელი ერიცხებოდა. მეორე მოვალემ სწორედ ხელშეკრულების ის პირობა დაარღვია, რომლითაც მან სესხზე ყოველთვიურად დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება აიღო. რაც შეეხება ფაქტს, რომ მან არ იცოდა, რომ პირველმა მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მეორე ტრანშიც მიიღო, საგულისხმოა, რომ ორივე ტრანში 5 დღიანი ვადის მონაკვეთში გაიცა (იხ. ს/ფ 30-31). გაფრთხილება ვადამოსული ვალდებულების შესრულების თაობაზე პირველ მოვალესთან ერთად აპელანტსაც ჩაჰბარდა (პირადად).

13.5. აღნიშნული გაფრთხილების წერილით მხარეს ვადამოსული დავალიანების (და არა მთლიანი დავალიანების) დაფარვა მოეთხოვა, ხოლო ვადამოსული დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი შედეგების თაობაზე განემარტა (იხ. ს/ფ 54-57). საგულისხმოა, რომ ამავე გაფრთხილების წერილში აღწერილი იყო როგორც ვადამოსული, ასევე მთლიანი დავალიანების ოდენობა. ნიშანდობლივია ასევე, რომ აღნიშნული გაფრთხილების წერილის ჩაბარებიდან (26.09.2013) სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და დავალიანების სრულად დაფარვის შესახებ 6 თვის შემდეგ, 2014 წლის 24 სექტემბერს, აღიძრა (იხ. ს/ფ 1). საქმეში წარდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ რიგ შემთხვევებში, მთლიანი თანხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას თავად აპელანტი იხდიდა (იხ. ს/ფ 128-130).

13.6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 327-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტის ლიმიტის ფარგლებში გაცემულ თანხაზე პასუხისმგებლობა ორივე თანამსესხებელს ეკისრებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მსესხებელი მიიღებდა აღნიშნულ თანხას. სასამართლოს შეფასებით მხარეთა ამგვარი სახელშეკრულებო პირობა შეთანხმებულ იქნა კრედიტის მიზნობრიობის (უძრავი ქონების რემონტი), თანამსესხებელთა ნათესაური კავშირისა (მამა-შვილი) და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკრედიტო დაწესებულებასთან აქტიურ კომუნიკაციაში სწორედ პირველი მოპასუხე იყო, რაც მის მიერ თანხის სრულად მიღების შემთხვევაში მეორე მოპასუხეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებდა.

13.7. სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული არსებითი პირობები არ იყო ბუნდოვანი, არ საჭიროებდ სასამართლოს მხრიდან ნების განმარტებასა და იმ ფაქტის დადგენას, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა, როდესაც ამგვარი შინაარსით არსებულ გარიგებას აწერდნენ ხელს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინება; 2015 წლის 23 თებერვლის №ას-1144-1090-2014 განჩინება).

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

14.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 13.3-13.5 ქვეპუნქტებშია ასახული და განმარტავს, რომ banksa da აპელანტს Soris xeli moewera mxolod pirvandel grafiks, xolo meore grafikis Sesaxeb is ar iyo informirebuli, man amis Sesaxeb sasamarTlo procesis meSveobiT Seityo (es garemoeba TviT pirveli instanciis sasamarTlos mieraa dadgenili, rac sadavod ar gauxdia mosarCeles). Sesabamisad, meore grafiki ver CaiTvleba garigebis nawilad. amdenad, saubari imaze, rom კასატორმა daarRvia grafiki da xelSekrulebis pirobebi, aramarTebulia da ar SeiZleba მხარის pasuxismgebloba ganisazRvros im valdebulebis SeusruleblobisTvis, ris Sesaxebac misTvis cnobili ar iyo.

14.3. sasamarTlom ar gamoiyena სსკ-ის 69-e muxli, romlis Sinaarsis mixedviT, garigebis werilobiTi formis arsebobisas, nebis gamovlenis dasadastureblad saWiroa garigebis monawile mxareTa xelmowera. ვინაიდან, კასატორს xeli ar mouweria meore grafikze da arc kreditors Seutyobinebia misTvis, Sesabamisad movales ar gamouvlenia neba da amdenad, ar SeiZleba CaiTvalos, rom grafiki დაარღვია, ris gamoc saxelSekrulebo urTierToba unda Sewydes da mas pasuxismgebloba daekisros.

14.4. mocemul SemTxvevaSi, movaleebs 26.09.2013 wels gaegzavnaT gafrTxileba, romlis mixedviT bankma maTgan moiTxova mTliani valis 28 228.06 aSS dolaris dauyovnebliv dafarva. Sesabamisad, aRniSnuli gafrTxileba ar SeiZleba CaiTvalos სსკ-ის 873-e muxlis moTxovnebis Sesabamis dokumentad, radgan banks kreditis amRebisgan unda moeTxova konkretuli mimdinare valdebulebis (da ara mTliani valis) dafarva, romlis gadaxdac movalem gadaacila zedized, sul cota, ori vadiT. amasTan, rac yvelaze mTavaria, kreditors movalisaTvis unda mieca damatebiTi 2 -kviriani vada. vinaidan gafrTxilebiT banki kategoriulad iTxovs mTliani Tanxis dauyovnebliv dafarvas, aSkaraa, rom kreditors ar Seusrulebiა am normis imperatiuli moTxovnebi da, Sesabamisad, ar arsebobs xelSekrulebebis Sewyvetilad aRiarebis safuZveli.

14.5. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტისათვის saerTod ar iyo cnobili am valdebulebis Sesaxeb, man ar icoda meore tranSis da dadgenili grafikis Taobaze, 26.09.2013 wlis gafrTxileba ar SeiZleba CaiTvalos სსკ-ის 873-e muxlis moTxovnaTa Sesabamis gafrTxilebad da ar SeiZleba warmoiSvas misi pasuxismgebloba.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

18. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

19. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, ერთი მხრივ, ბანკს და, მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც მოვალეებმა კრედიტორისაგან ისესხეს თანხა, მხარეთა შორის შეთანხმებული პროცენტითა და ვადაში გადახდის პირობით (სსკ-ის 867-868-ე მუხლები). საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არა ის, შეასრულეს თუ არა მოვალეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არამედ - ეკისრება თუ არა მეორე მოვალეს იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, რაც მეორე ტრანშად იქნა გაცემული და რაზეც კასატორს ხელი არ მოუწერია (იხ. კასატორის პრეტენზიები, 14.2 ქვეპუნქტი).

20. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2008 წლის 5 მარტის გენერალური ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთ მსესხებელთან (პირველ ან მეორე მოპასუხესთან) გაფორმებული ცალკე საკრედიტო და ცალკე საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულება ორივე მსესხებელთან გაფორმებულად ჩაითვლებოდა (იხ. გენერალური ხელშეკრულება, ს/ფ 17). ამგვარი შეთანხმების საფუძველზე მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ მეორე ტრანშად მიღებული თანხის გადახდის გრაფიკზე ხელის მოწერით მხარეთა შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა, რასაც შეეძლო მეორე მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გამოეწვია.

21. თავად კასატორი სადავოდ არ ხდის წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში დასახელებულ შეთანხმებას თანამსესხებელთა სოლიდარულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მისი მტკიცება, რომ მას მეორე ტრანშად აღებულ თანხასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. ამასთან, კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას კრედიტორის მიერ მის გაფრთხილებასა და მის მიერ დავალიანების ნაწილის გადახდასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 13.5-13.7 ქვეპუნქტები), რაც სწორედ მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები). რაც შეეხება, კასატორის მითითებას სსკ-ის 69-ე მუხლზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ კანონით დადგენილი ფორმით დადებულ გენერალურ ხელშეკრულებას ეფუძნებოდა მეორე ტრანშად მიღებული თანხის გადახდის გრაფიკზე მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ ხელმოწერა, რისი შესაძლებლობაც მეორე მოვალემ 2008 წლის 5 მარტის გენერალურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა.

22. სსკ-ის 361.2-ე მუხლის თანახმად კი მოვალემ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას უნდა შეასრულოს.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-1232-1155-2015, 27.01.16 წ; # ას-61-59-2014, 17.06.16 წ.).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე