Facebook Twitter

№ა-5348-შ-142-2017 3 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ც.ო.

მოწინააღმდეგე მხარე – გ.პ–ძე

განხილვის საგანი – ავსტრიის ლინცის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ავსტრიის ლინცის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა განმცხადებლებს - გ.პ–ძესა და ც.ო–ს შორის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონის მმაჩის განყოფილებაში, 1992 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (საოჯახო წიგნში ნომრით: .....).

2. ც.ო–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად, საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე გ.პ–ძეს. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქმეზე დადგენილია, რომ ავსტრიის ლინცის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით შეწყდა განმცხადებლებს - გ.პ–ძესა და ც.ო–ს შორის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონის მმაჩის განყოფილებაში, 1992 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (საოჯახო წიგნში ნომრით: 233/31.12.1992).

6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2016 წლის 18 აპრილიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.ო–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ავსტრიის ლინცის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილად გამოცხადდა განმცხადებლებს - გ.პ–ძესა და ც.ო–ს შორის ქ.თბილისში, დიდუბის რაიონის მმაჩის განყოფილებაში, 1992 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (საოჯახო წიგნში ნომრით: ...).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე