Facebook Twitter

№ა-394-შ-9-2018 6 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ბ.

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ბ.ი (მამის სახელი - ვ., დედის სახელი - ს., მცხოვრები სალონიკში) და ც.ბ. (მამის სახელი - ი.გ., დედის სახელი - ს., ქალიშვილობის გვარი - გ.) გამოცხადდნენ განქორწინებულად.

2. ს.ბ–უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმეზე დადგენილია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ბ. (მამის სახელი - ვ., დედის სახელი - ს., მცხოვრები სალონიკში) და ც.ბ. (მამის სახელი - ი.გ.ი, დედის სახელი - ს., ქალიშვილობის გვარი - გ–ვა) გამოცხადდნენ განქორწინებულად.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ვინაიდან, მის საფუძველზე საბერძნეთის რესპუბლიკის სააქტო ქორწინების ჩანაწერში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, მიეთითა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მასალებით ასევე დადგენილია, რომ განცხადება განქორწინების შესახებ მხარეებს (შუამდგომლობის ავტორის მშობლებს) ერთობლივად ჰქონდათ შეტანილი, რაც მხარეთა ინფორმირების ფაქტს თავისთავად ასაბუთებს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ბ–უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის ქ.სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (საქმის ნომერი 13013/2004), რომლითაც შეწყვეტილად გამოცხადდა 1987 წლის 15 იანვარს ქალაქ თბილისში) ი.ბ–სა (მამის სახელი - ვ., დედის სახელი - ს., მცხოვრები სალონიკში) და ც. ბ–უს (მამის სახელი - ი.გ–ვი, დედის სახელი - ს., ქალიშვილობის გვარი - გ–ვა) შორის რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე